გია გეგუჩაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი აღარ არის

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის გია გეგუჩაძეს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს კარიერაში.

"ფეხბურთის ფედერაციის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო გია გეგუჩაძეს თითქმის ორწლიანი თანამშრომლობისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყო, თუმცა მინდა წარმატებები ვუსურვო მას. ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით გავწყვიტეთ და ერთმანეთს კეთილი სურვილებით დავშორდით" - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
საერთოდ საფეხბურთო მწვრთნელებს სინდისთან პრობლემები აქვთ,იტალიის ნაკრების მწვრთვნელიც თვლიდა, რომ კარგად იმუშავა
Me
08 დეკემბერი 2017 20:00
0
ეხლა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს?
სიმართლე
08 დეკემბერი 2017 17:58
3
ნუ როგორც იქნა შეაწუხა ხალხი ნამუსმა. სავარაუდოდ ფედერაცია მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. აბა გეგუჩაძე ცოცხალი თავით არ თმობდა დაკავეულ თანამდებობას.
იმედია შეარჩევენ კვალიფიციურ მწვრთნელს და მისი შერჩევისას არ იხელმძღვანელებენ შინაურულ-მეგობრული პრინციპებით.
georgian
08 დეკემბერი 2017 17:31
3
დატეულიყო თავის დროზე დინამოში. მაგრად ათამაშებდა გუნდს, კაი შემადგენლობას ყავდა და მიატოვა შუაგზაში.
Tbiliseli
08 დეკემბერი 2017 17:28
1
გეთანხმები. ყველაზე რეალური ეგ იქნებოდა. წავიდა და იმის მერე მორჩა მაგის წარმატება
00000
09 დეკემბერი 2017 10:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული