საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ისევ შეკრებაზეა და მარტში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადებას აგრძელებს.

12 თებერვალს გიორგი ნემსაძის გუნდმა თბილისის ზღვასთან მდებარე „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგური მატჩი ჩაატარა ავსტრიის 17-წლამდე ნაკრებთან. შეხვედრა ქართველთა უპირატესობით დაიწყო, რაც მე-8 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გოლით დააგვირგვინა. შემდეგ თამაში გათანაბრდა და მომენტები სტუმრებსაც შეექმნათ. დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომებით ჯერ ტობიას კოხმა გაათანაბრა ანგარიში, მერე კი მარსელ ჰონსბერგერმა დააწინაურა თავისიანები.

მეორე ნახევარში ტრავმის გამო გუნდს კაპიტანი ზურიკო დავითაშვილი გამოაკლდა, ავსტრიელებმა კი კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს. რაც
შეეხება ჩვენს გუნდს, რამდენიმე რეალური მომენტის გარდა პენალტიც გააცუდეს - კვარაცხელიას მეკარემ აუღო.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: ხარშილაძე, ჩარკვიანი, გელაშვილი, კალანდაძე, აბზიანიძე, აზაროვი,
მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, გულიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია.

შეცვლაზე შევიდნენ: ბაქრაძე, ჯანგველაძე, დეკანოსიძე, ჩიხრაძე.

ავსტრიასთან დაგეგმილი მეორე ამხანაგური მატჩი 15 თებერვალს 12 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ არის ეს კაცი მწვრთნელი ეტყობა და რაღას აწვალებენ ან ამას , ან ჩვენ , ან ბავშვებს ?
grishka
00:07 13-02-2018
1
sanam ar shecydeba hacyoba manamde hvens pexburts aranairi momavali akvs.es treneri ki ara vigaca provukaciaa...sacyali bavshvebi
fiola
03:10 13-02-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული