საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფარერებს 1:0 ძლივს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
23 მარტს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩში გორში ფარერები 1:0 დაამარცხა. თუმცა, გულშემატკივარმა ასეთი დაბალი დონის ფეხბურთისგან სიამოვნება ნამდვილად ვერ მიიღო.

საქართველოს ნაკრებს არასოდეს არ უთამაშია ევროპის პირველობაზე და ამჯერადაც საამისოდ მიზერული შესაძლებლობა აქვს, მაგრამ შანსისთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო და თანაც, ფარერებთან პირველ შეხვედრაში სენსაციურად დამარცხების (1:3) შემდეგ, რევანში იყო ასაღები.

მატჩს დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, სტადიონი სანახევროდ გაივსო, ჩვენმა გუნდმა პირველ ნაკრებში გამოძახებული ჩაკვეტაძის გარეშე, 5 ნომინალური მცველით (!) იასპარეზა და თავიდანვე შეუტია: მე-4
წუთზე საჯარიმო სუსტად დაურტყა არაბიძემ და მეკარე ადვილად დაეუფლა ბურთს, შემდეგ ზარანდიამ და კიტეიშვილმა უშედეგოდ სცადეს ჰანსენის კარის დალაშქვრა.

სტუმრები კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მე-14 წუთზე ცეცხლაძის შეცდომის შედეგად ტომსენს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ გოლის გატანა კუპატაძემ არ დაანება.

ჩვენი გუნდი ტერიტორიულ ( და არა სათამაშო) უპირატესობას ფლობდა, უტევდა, თუმცა მეტოქე თავს უნარიანად იცავდა და რეალური სახიფათო მომენტი მათ კართან არ იქმნებოდა. მე-40 წუთზე ცეცხლაძემ შორიდან დარტყმული ბურთი გაარტყა ძელს. ეგ იყო და ეგ.

მეორე ტაიმი  საქართველოს ნაკრებმა აქტიური იერიშებით დაიწყო და მიზანსაც უმალ მიაღწია: მარცხენა ფლანგიდან ნადარაია გაიჭრა, კიტეიშვილს უპასა, რომელმაც ბურთი ზარანდიას დაუტოვა და 1:0. ცოტა ხანში უკვე ხარაიშვილს შეეძლო მეორე გოლის გატანა, მაგრამ კიტეიშვილის კარგი გადაცემა ვერ გამოიყენა.

ამას მეტოქის შეტევები მოჰყვა და ტომსენმა ხელსაყრელი პოზიციიდან ოდნავ ააცილა ბურთი კუპატაძის კარს.

მეორე ტაიმში მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა და ორი საშუალოზე დაბალი კლასის გუნდის თამაში მასპინძელთა მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა.

მოკლედ, მაყურებელმა დიდი ვერაფერი ფეხბურთი ვერ იხილა. გასაკვირია ჩვენი გუნდის მწვრთნელის მიერ არჩეული ზედმეტად ფრთხილი სათამაშო სტრატეგია და ტაქტიკა. მითუმეტეს, ეს გასაკვირია სახლში, ფარერებთან შეხვედრაში.


გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".
საქართველო - ფარერები 1:0
გოლი: 1:0 ზარანდია (47)

საქართველო: კუპატაძე, მარგველაშვილი, ნადარაია, ცეცხლაძე, ქანთარია, გიორგაძე, ზარანდია, შულაია, ხარაიშვილი (მიქელთაძე 59), კიტეიშვილი, არაბიძე (ბერიძე 76)

მთ. მწვრთნელი: ცეცაძე

ფარერები: ჰანსენი, ვარდუმი, პეტერსენი, მაგნუსონი, ოლსენი, ჰეინესენი (ოლსენი 79), ნიელსენი, იაკობსენი, ბიარტალიო, დანიელსენი, ტომსენი

მთ. მწვრთნელი: ჰეინტცე
მკითხველის კომენტარები / 26 /
თერტმეტი ფეხბურთელი თუ გინდათ რომ თამაშობდეს ამოაგდეთ ძირითადიდან არაბიძე და ზარანდია ბათონო გიააააააა, მიქელთაძე და არველაძე ათამაშეთ მათ ნაცვლად
ვინც დაბლოკოს...................
15:51 26-03-2018
0
საყრდენებშია რაღაც შესაცვლელი და გამოკვეთილი ფორვარდი გვინდა ერთი, რატო არ ათამაშა არველაძე ნეტა, ან ბერიძე თავიდანვე? მგონი ეს თამაში დანიაზე იყო გათვლილი და 5 მცველიც ეგ იყო. გააკეთებს კორექტირებებს. არაბიძიდან და ხარაიშვილიდან მეტს ველი, მათი კარგი თამაში გადამწყვეტი იქნება. თუ დანიას მოვუგეთ, გასვლის რეალური შანსი გაგვეჩითება და მოთივაციაც. მიდით ბიჭებო, მეორეც მოიგეთ
VASO
15:15 24-03-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული