საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფარერებს 1:0 ძლივს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
23 მარტს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩში გორში ფარერები 1:0 დაამარცხა. თუმცა, გულშემატკივარმა ასეთი დაბალი დონის ფეხბურთისგან სიამოვნება ნამდვილად ვერ მიიღო.

საქართველოს ნაკრებს არასოდეს არ უთამაშია ევროპის პირველობაზე და ამჯერადაც საამისოდ მიზერული შესაძლებლობა აქვს, მაგრამ შანსისთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო და თანაც, ფარერებთან პირველ შეხვედრაში სენსაციურად დამარცხების (1:3) შემდეგ, რევანში იყო ასაღები.

მატჩს დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, სტადიონი სანახევროდ გაივსო, ჩვენმა გუნდმა პირველ ნაკრებში გამოძახებული ჩაკვეტაძის გარეშე, 5 ნომინალური მცველით (!) იასპარეზა და თავიდანვე შეუტია: მე-4
წუთზე საჯარიმო სუსტად დაურტყა არაბიძემ და მეკარე ადვილად დაეუფლა ბურთს, შემდეგ ზარანდიამ და კიტეიშვილმა უშედეგოდ სცადეს ჰანსენის კარის დალაშქვრა.

სტუმრები კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მე-14 წუთზე ცეცხლაძის შეცდომის შედეგად ტომსენს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ გოლის გატანა კუპატაძემ არ დაანება.

ჩვენი გუნდი ტერიტორიულ ( და არა სათამაშო) უპირატესობას ფლობდა, უტევდა, თუმცა მეტოქე თავს უნარიანად იცავდა და რეალური სახიფათო მომენტი მათ კართან არ იქმნებოდა. მე-40 წუთზე ცეცხლაძემ შორიდან დარტყმული ბურთი გაარტყა ძელს. ეგ იყო და ეგ.

მეორე ტაიმი  საქართველოს ნაკრებმა აქტიური იერიშებით დაიწყო და მიზანსაც უმალ მიაღწია: მარცხენა ფლანგიდან ნადარაია გაიჭრა, კიტეიშვილს უპასა, რომელმაც ბურთი ზარანდიას დაუტოვა და 1:0. ცოტა ხანში უკვე ხარაიშვილს შეეძლო მეორე გოლის გატანა, მაგრამ კიტეიშვილის კარგი გადაცემა ვერ გამოიყენა.

ამას მეტოქის შეტევები მოჰყვა და ტომსენმა ხელსაყრელი პოზიციიდან ოდნავ ააცილა ბურთი კუპატაძის კარს.

მეორე ტაიმში მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა და ორი საშუალოზე დაბალი კლასის გუნდის თამაში მასპინძელთა მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა.

მოკლედ, მაყურებელმა დიდი ვერაფერი ფეხბურთი ვერ იხილა. გასაკვირია ჩვენი გუნდის მწვრთნელის მიერ არჩეული ზედმეტად ფრთხილი სათამაშო სტრატეგია და ტაქტიკა. მითუმეტეს, ეს გასაკვირია სახლში, ფარერებთან შეხვედრაში.


გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".
საქართველო - ფარერები 1:0
გოლი: 1:0 ზარანდია (47)

საქართველო: კუპატაძე, მარგველაშვილი, ნადარაია, ცეცხლაძე, ქანთარია, გიორგაძე, ზარანდია, შულაია, ხარაიშვილი (მიქელთაძე 59), კიტეიშვილი, არაბიძე (ბერიძე 76)

მთ. მწვრთნელი: ცეცაძე

ფარერები: ჰანსენი, ვარდუმი, პეტერსენი, მაგნუსონი, ოლსენი, ჰეინესენი (ოლსენი 79), ნიელსენი, იაკობსენი, ბიარტალიო, დანიელსენი, ტომსენი

მთ. მწვრთნელი: ჰეინტცე
მკითხველის კომენტარები / 26 /
თერტმეტი ფეხბურთელი თუ გინდათ რომ თამაშობდეს ამოაგდეთ ძირითადიდან არაბიძე და ზარანდია ბათონო გიააააააა, მიქელთაძე და არველაძე ათამაშეთ მათ ნაცვლად
ვინც დაბლოკოს...................
26 მარტი 2018 15:51
0
საყრდენებშია რაღაც შესაცვლელი და გამოკვეთილი ფორვარდი გვინდა ერთი, რატო არ ათამაშა არველაძე ნეტა, ან ბერიძე თავიდანვე? მგონი ეს თამაში დანიაზე იყო გათვლილი და 5 მცველიც ეგ იყო. გააკეთებს კორექტირებებს. არაბიძიდან და ხარაიშვილიდან მეტს ველი, მათი კარგი თამაში გადამწყვეტი იქნება. თუ დანიას მოვუგეთ, გასვლის რეალური შანსი გაგვეჩითება და მოთივაციაც. მიდით ბიჭებო, მეორეც მოიგეთ
VASO
24 მარტი 2018 15:15
1
სად არის ჩემი წუხანდელი პოსტი?ამათ გულისათვის რუსეთი ბრაზილიის პირველი ტაიმი გამოვტოვე,პოსტის დაწერას კი კიდევ მეორე ტაიმის 10 წუთი დავახარჯე.
სოსო
24 მარტი 2018 13:24
0
კლასი არ გაქვთ, ტექნიკა (რომელიც გენში გვქონდა) სადღაც დაიკარგა; ფიზიკაში ნული, ტაქტიკა და მწვრთნელის ხელი - ნული; გული და ჯიგარი სადღა წაიღეთ 19-20 წლის ბიჭებმა? ვაი თქვენს (ჩვენს) პატრონს უბედურს!
დათი
24 მარტი 2018 12:48
0
სხვა თამაშები როგორ დამთავრდა? მე მგონი გაზეთი ვალდებულია მოგვაწოდოს ინფორმაცია.
haha
24 მარტი 2018 11:52
0
როცა ეს ჯგუფი შედგა 100% ვიყავი დარწმუნებული რომ მინიმუმ მეორე ადგილზე გავიდოდა საქართველო,მაგრამ ასეთი თამაშების შემდეგ ძალიან თუ ამ მესამე ადგლის მაინც შევინარჩუნებთ ეგეც კარგი იქნება ამ ფეხბურთელებს აქვთ ნიჭი არ აკლიათ კლუბებში სათამაშო პრაქტიკა მაგრამ ნაკრებში თამაშობენ ძალიან ცუდად.
gio
24 მარტი 2018 11:19
0
ჩემთვის ძალიან გაუგებარია სად დაიკარგა ნიჭი და ასე მასიურად როგორ დაავიწყდათ ქართველებს ფეხბურთის თამაში.
ზურაბ
24 მარტი 2018 03:04
0
გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ ასეთი ცუდი თამაში ფარერებთან სახლში კატასტროფა არის! ცარიელი ლანძღვა არაფერს არ შეცვლის. გულშემატკივარი როცა არ ყავს ქართულ ფეხბურთს, ასეთი შედეგო ლოგიკურია. იმ ქვეყნებში, სადაც ხალხი დადის საკუთარი გუნდის თამაშებზე, ფეხბურთელებს მოტივაცია უჩნდებათ დაიხარჯონ. საქართველში ცარიელი ტრიბუნებისთვის ფეხბურთელები არ დაიხარჯებიან! ისე როგორც მსახიობები, მოცეკვავეები და მომღერლები სცენაზე მთქნარების მეტს არაფერს გააკეთებენ, თუ მათი ხელოვნებით დასატკბობად დარბაზში კაციშვილი არ მივა!
ლუკა
24 მარტი 2018 02:54
5
უკუღმაა ეგ ყველაფერი,უკუღმა,ჯერ ხალხს შეთავაზე კარგი პროდუქტი,და მერე ის გადაწყვეტს,იყიდოს თუ არა,ნუ ეს პირობითად.ქართული ფეხბურთი ჯერ ვერაფერ კარგს ვერ გვთავაზობს.რეანიმაციაა საჭირო,თუ უშველა ეგეც საკითხავია...
tazo
24 მარტი 2018 11:12
0
ლუკა, რაღაც მომენტში გასაგებია ეგ გულისტკივილი მაგრამ, რამდენჯერ გაუვსო ხალხმა სტადიონი? რამდენჯერ მივედით ყველაფრის მიუხედავად? მივიდოდით ისევ რაღაცის იმედად და ყველას გულში გვეგონა რომ, რაღაც ახალს დაიწყებდნენ... მაგრამ ჩამქვრალი თვალებით გამოდიან უკვე გასახდელიდანვე (ეს მინიმუმ), არა აქვს მნისვნელობა, ძლიერია მეტოქე, სუსტია, მნიშვნელოვანი თამაშია თუ უბრალოდ ცხვარზე და ოციანზე აგორებენ... შეიძლება გახსოვს კიდეც, ბოლოს ხალხი იმასაც კი იძახდა, ბოლობოლო მოვიდნენ ტრიბუნასთან და ერთხელ მაინც მოიხადონ ბოდიში ან რამე მსგავსი, მაგრამ არაა, დაღუნავენ თავს და გარბიან გასახდელში... კიდევ უამრავი რაღაცის თქმა შეიძლება და გაუთავებლად ლაპარაკი, მაგრამ მართლა ამოვიდა ამათი უჯიგრობა ყელში! არ შეიძლება ასე, მითუმეტეს ახალგაზრდებში... ეეჰჰჰ
გოგლიკო
24 მარტი 2018 11:09
0
რა გაუკვირდა 5 მცველით ითამაშა ცეცაძემო??? ჩვენს ფეხბურთში კიდე რამე გვიკვირს??? ჩვენს ფეხბურთს საქმის ერთგული და პატიოსანი პროფესიონალები ესაჭიროება და არა ფულზე დახარბებული უვიცები! ფედერაციას: სირცხვილის გრძნობა საბილოოდ დაკარგეთ???
პაატა
24 მარტი 2018 02:52
0
სანამ კვალიფიციურ უცხოელ მწვრთნელს არ ჩამოვიყვანთ(ვაისის დონის,რომელმაც ასე თუ ისე გუნდს დაამსგავსა ნაკრები),მანამ არ გვეშველება რამე!
vai mwvrtneli
24 მარტი 2018 00:21
6
ჰაა,ჰააა,ჰაჰა!ღმერთს ისეთი რამე არ უნდა სთხოვო, რის გაკეთებასაც ვერ შესძლებს
სოსო
24 მარტი 2018 22:25
0
უცხოელი-სიტყვა კვალიფიციურის მნიშვნელობა თუ გაგიგია სადმე
vai mwvrtneli
24 მარტი 2018 12:35
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული