ვასილ მაისურაძე: არასრული შემადგენლობა მყავდა, 2000 წელს დაბადებულები ვათამაშე

AutoSharing Option
ბაქოში, ამხანაგურ მატჩში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანი 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ გააკეთა:

"მეტოქის გუნდი მომეწონა, შემოქმედი მწვრთნელი ჰყავს. აზერბაიჯანის გუნდმა სწრაფი ფეხბურთი ითამაშა. საინტერესო მატჩი გამოვიდა და კარგია, რომ მოვიგეთ.

თანაბარი თამაში იყო და გამარჯვება მოვიპოვეთ. არასრული შემადგენლობა მყავდა, 2000 წელს დაბადებული 3-4 ფეხბურთელი  ვათამაშე.

წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას რაშიდ სადიხოვს. ჩვენმა მწვრთნელმა გიორგი ლომაიამ მასზე ბევრი რამ მითხრა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული