გიორგი ლომაია: აზერბაიჯანი ჩემი მეორე სამშობლოა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლები ბაქოში 2:1 დაამარცხა. ჩვენს ნაკრებში კი ვასილ მაისურაძის დამხმარე მწვრთნელი გიორგი ლომაიაა, რომელმაც azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა.

- სასიამოვნოა აზერბაიჯანში დაბრუნება?
- რა თქმა უნდა. აზერბაიჯანი ჩემი მეორე სამშობლოა. ყოველთვის ბედნიერი ვარ აქ ჩამოსვლით. სასიამოვნოა, როცა ჩემს მეგობრებს ვნახულობ.

- რას ფიქრობთ მატჩზე?

- თანაბარი თამაში იყო. აზერბაიჯანის ნაკრებს დაეტყო რაშადა სადიხოვას მუშაობა. ორივე გუნდს ბევრი მომენტი ჰქონდა, თუმცა იღბალი ჩვენკენ იყო და გავიმარჯვეთ.

- ამ თამაშის მიხედვით ქართული ფეხბურთი უფრო ძლიერია თუ აზერბაიჯანული?
- ჩვენ
ყოველთვის ვიბრძვით გამარჯვებისთვის, მოწინააღმდეგის მიუხედავად. მინდა ვუსურვო თქვენს ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატება და ერთა ლიგა არის კარგი შანსი ჩვენი გუნდებისთვის.

- რით შეგიძლიათ ახსნათ ქართველი ფეხბურთელების შემცირება აზერბაიჯანის ჩემპიონატში,  იქნებ ჩვენს ფეხბურთში საკმარისი ფული არ არის?
- უკეთესი იქნება, ამას თუ თქვენს კლუბებს ჰკითხავთ და ისინი უფრო გასაგებად გეტყვიან.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანს თამაში შემოუტრიალა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
აზერები თუ ფულის ნაკლებობას უჩივიან ჩვენ სად ვართ?!
გენო
13:57 17-05-2018
0
იერითაც გავს))
davits
15:20 17-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული