გია ცეცაძე: გიორგი არაბიძე კარგ გუნდში გადადის და ამიტომ არ გამოვიძახე

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა უელსელ თანატოლებს ფრე 2:2 ეთამაშა. შეხვედრის შემდეგ, მატჩზე მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ისაუბრა.

- თამაში დადებითად უნდა შეფასდეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ისე ვერ იყო დალაგებული, როგორც მეორე ტაიმში. მადლობა ჩვენს ფედერაციას, რომ ასეთ კარგ გუნდს შევხვდით.

ვარჯიშებზე მინდა ვთქვა, დიდი ხანია ასეთი კმაყოფილი არ ვყოფილვარ და ეს ყველაფერი მოედანზე ჩანდა.

უელსის ნაკრებს ცუდი გუნდი არ ეთქმის და შეხვედრა კარგი გამოვიდა. შედეგს ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომ მოგვეგო, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა.

შეცდომები იყო
როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. თუმცა, შეცდომები ყველას აქვს, თუნდაც გერმანიის ნაკრებსაც.

კარგი კონტიგენტია, დამაკმაყოფილებელია და ამ ფეხბურთელებს შეუძლიათ ქვეყანა გაახარონ.

ამავდროულად ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვაყვს, რომელიც სათვალავშია.
საბედნიეროდ არის ფეხბურთელები, რომლების გამოძახებაც შეგვიძლია.

- მეორე შეხვედრაში შემადგენლობაში იქნება ცვლილებები?

- დიახ, იქნება, იმ ფეხბურთელებს, რომელსაც ცოტა დრო მიეცათ, მათ უფრო მეტი დრო დაეთმობათ და ვისაც არ უთამაშია, იმათაც გამოვცდით.

- გიორგი არაბიძეზე გკითხავთ, რატომ ვერ მოხვდა განაცხადში?
- არაბიძე ჩვენი გუნდის უცვლელი წევრია და ლიდერია. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ არ თამაშობს და ისვენებს.

სასიხარულოა, რომ უფრო კარგ გუნდში გადადის და ცოტა გაეწელა ეს ამბავი. მეც ვნერვიულობ ამაზე, არაბიძე კარგა ხანია აღარ არის დუბლების ფეხბურთელი.

უკვე არის ის დრო, რომ არაბიძე დიდ ფეხბურთში ჩაერთოს. მას აქვს საამისო პოტენციალი. ჩვენ მივეცით იმის საშუალება, რომ მოსალაპარაკებლად წასულიყო.

არაბიძე ზოგადად ახლანდელ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იყო, უბრალოდ არ უვარჯიშია. ის მიდის თავისი საქმეების მოსაგვარებლად და ღმერთმა ხელი მოუმართოს.

altU21. საქართველოს ნაკრები უელსს დაუზავდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბარსელონაში მოდისო. მესის უთქვამს წუხელ.
KOKA
04 ივნისი 2018 14:57
4
არაბიცეზე მოიტყუეს..უბრალოდ არ გამოიცახეს..
kika
04 ივნისი 2018 12:04
3
კარგ გუნდში გადასვლა, კარგი თამაშის გარეშე არ არსებობს. საქმეებს კიდე აგენტი აგვარებს. მაგი ახლა მანდ უნდა ვარჯიშობდეს და გულს და სულს უნდა დებდეს, თავს უნდა გადაახტეს, რომ გოლი შეაგდოს, პასი გააკეტოს, გამოირჩეს და კაი გუნდიც არ დააყოვნებს. მასე წამოწოლილი ვერსადაც ვერ გადავა. ხომ ხედავს გ ა ე წ ე ლ ა ა. ესააა არაპროფესიონალიზმი და ამპარტავნება, რომელიც დაღუპავს მაგას, კიარი მაგ გზაზე. წარმატებები
vaso
04 ივნისი 2018 09:05
4
რას მიედ მოედები, სად წევს, კაცი გეუბნება წასულია გუნდთან შესახვედრადო, რა სულს და გულს უნდა დებდეს?!!!!
ვტფ???
04 ივნისი 2018 12:32
3
ჩინეთის გუნდში მიდის ჩემპიონატის ლიდერი რომაა იმ გუნდში, წარმატებებიიი, მაგრად გამიცწორდა მიდი ნიკაააა...
zaza
04 ივნისი 2018 07:22
4
საიდან იცი?
!!!!!!
04 ივნისი 2018 10:45
1
ხარებასვილი რატომ არ გამოიცახეტ? სულ გააქვს გოლები..ტუ ისევ ახლობლობა მეგობრობიტ ხდება გამოცახება..ან პაცაცია რატომ არ ატამასეტ? უკეტესი ვინ არის
lako
04 ივნისი 2018 00:43
0
სად მიდის არაბიძე?
araba
03 ივნისი 2018 23:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული