საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლიეტუვასთან ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ჯგუფის აუტსაიდერის ლიეტუვას დამარცხება ვერ შესძლო - 0:0.

მატჩი 2 000-იანი კოპწია სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა, თუმცა  გოლი ვერ გაიტანა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.

პირველ ტაიმში ჩვენი გუნდი ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, სადაც შულაია აქტიურობდა, მარცხენა ფლანგი კი პასიური გახლდათ. ბევრი მომენტი არ შექმნილა, დასამახსოვრებელი იყო მატევილიჩიუსის მომენტი, რომელმაც ახლო მანძილიდან ააცილა ბურთი კარს და ზარანდია - შულაიას კომბინაცია, რომელიც ზუსტი დარტყმით მაჭარაშვილმა ვერ დააგვირგვინა.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები უპირატესობას
დაეუფლა და უფრო მწვავე იერიშების მიტანა დაიწყო. 49-ე წუთზე ცენტრიდან მეკარესთან პირისპირ გაჭრილმა ზარანდიამ ვერ მოახერხა გოლის გატანა. 75-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხარაიშვილი გაიხსნა, თუმცა დარტყმა დაახანა და წააქციეს, მსაჯმა კი პენალტი არ დანიშნა.

დარჩენილ დროში გიორგი ცეცაძის შეგირდები ბევრს უტევდნენ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს.

საქართველოს ნაკრებმა 8 მატჩში 9 ქულა მოიპოვა და ჯგუფში მე-4 ადგილზეა.

გარგზდი. "მიესტო სტადიონასი"
ლიეტუვა - საქართველო 0:0

ლიეტუვა: კრაპიკასი, სადაუსკასი, შვეიკაუსასი, სილკატისი (დომბრაუსკისი 68), ლევშინასი, შიმკუსი, მატელივიჩიუსი, ვირკშასი, იანკაუსკასი (მილაშიუსი 87), ანტანავიჩიუსი, ბანიულისი (გიზასი 78)

საქართველო: გუგეშაშვილი, კობოური, ქანთარია, გიორგაძე, ზარანდია, შულაია (არველაძე 88), ხარაიშვილი, თევზაძე, ბერიძე (კოხრეიძე 71), მაჭარაშვილი (ნინუა 88), მიქელთაზე
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლიეტუვა კიარა ლიტვა ავტორ ლიტვა
Avtors
14:29 08-09-2018
10
მწვრთნელმა რაქნას,საჯარიმოში შესულ ფეხბურთელს ხომარ ჩაანაცვლებს და თითონ ხომარ დაარტყამს....
euhh
11:41 08-09-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული