ნაკრების შედეგები, მომავალი მეტოქეები, გიორგი არაბიძე - ინტერვიუ გია ცეცაძესთან

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი წარმატებულად დაიწყო - თბილისში ლიხტენშტეინი 4:0 დაამარცხა და სტუმრად აზერბაიჯანს 3:0 სძლია. საქართველოს ნაკრების ასპარეზობასთან დაკავშირებით ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შევეხმიანეთ.

- პირველ რიგში, გილოცავთ შესარჩევის წარმატებულად დაწყებას. როგორ შეაფასებდით ნაკრების თამაშს, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ? რას შეცვლიდით?
- შედეგის მიხედვით, იდეალურად არის ყველაფერი, 7 გატანილი გოლი და არცერთი გაშვებული. ჩვენ შევეცდებით, ასე გაგრძელდეს, რაც რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება. მომავალი შეხვედრებისთვის არის რაღაცები გამოსასწორებელი.

უფრო ძლიერ გუნდებთან სათამაშოდ ვემზადებით. გამოსასწორებელია ხარვეზები, ეს ფეხბურთელებს
ესმით და ამისთვის თავდაუზოგავად შრომობენ.

ჯერჯერობით პროგრესისკენ მივდივართ და იმედია, ასე გავაგრძელებთ. იმის მიუხედავად, რომ შეკრებებზე მცირე დრო გვაქვს, ვცდილობთ, ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

- წინ საკმაოდ რთული სამი გასვლა გველის. რა მოლოდინები გაქვთ? რას ფიქრობთ, რისი მიღწევა შეგვიძლია?
- ჩვენი პროგრამა-მინიმუმი არის, რომ არცერთი თამაში არ წავაგოთ, მაქსიმუმი კი - გავიმარჯვოთ, სადაც შევძლებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რთული იქნება, ძლიერ გუნდებს ვეთამაშებით, რომლებიც ფავორიტებად ითვლებიან. შესარჩევი ეტაპი ხანგრძლივი პროცესია. წელს შეიძლება გასვლითი შეხვედრები დაგვრჩა, თუმცა, სამაგიეროდ, მომავალ წელს ყველა შეხვედრას სახლში ჩავატარებთ.

ყველა მატჩში მოსაგებად გავდივართ. სურვილი ერთია და რა იქნება - მეორე. აუცილებლად შევეცდებით, ჩვენი თამაში მეტოქეს თავზე მოვახვიოთ, ამას კი დიდი მუშაობა უნდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესარჩევის ბოლოს ბევრი ქულები დაგვრჩეს.

- განსაკუთრებით ძლიერი გუნდები ჰყავს საფრანგეთსა და შვეიცარიას. რამდენად რთული იქნება თქვენთვის მათთან დაპირისპირება? 
- რაღაც ძალიან შეშინებული მელაპარაკებით, არ მომწონს ეგ. არ უნდა ამდენი გამეორება, რომ ძალიან ძლიერია. ჩვენც ნორმალური გუნდი გვყავს. შეიძლება არა ისეთი დახვეწილი და არა ისეთი ძლიერი, როგორც საფრანგეთს, თუმცა ჩვენებსაც შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. ძლიერს უნდა შეხვდე და აჯობო.

ამ ორი მატჩში დაგეგმილი მოგებები იყო. ეს არ არის ბედნიერება ქართული ფეხბურთისთვის, რომ აზერბაიჯანი და ლიხტენშტეინი დავამარცხეთ. ჩვენთვის ბედნიერება იქნება, შვეიცარიას თუ მოვუგებთ და საფრანგეთზე ლაპარაკიც არ არის. ძლიერ გუნდს უნდა მოვუგოთ, მაგიტომ ვართ ჩვენ. ძლიერ გუნდს თუ არ მოვუგეთ, არაფერს აზრი არ ექნება.

გავალთ და ვითამაშებთ. ღმერთის წყალობითა და ჩვენი ბიჭების მონდომებით, ვეცდებით, ჩვენი სახელი გავიტანოთ, როგორც გვეკადრება. წარმოუდგენელი არაფერი არ არის.

ჩემს პრაქტიკაში ახალგაზრდულ ნაკრებებში მითამაშია ისეთ გუნდებთან, რომლებიც გრანდები იყვნენ და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. პირიქით, იყო მომენტები, როცა მეტოქეს გაუმართლა და ჩვენ შეგვეძლო მოგება.

- ამ შეკრებაზე აქტიური საუბარი იყო, რომ ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია, ჯობდა, ახალგაზრდულ ნაკრებს დახმარებოდნენ. მომავალი შეკრებისთვის ხომ არ გეგმავთ,ამ საკითხზე ვლადიმირ ვაისს დაელაპარაკოთ, რადგან 21-წლამდელთა ნაკრებში მათი საჭიროება მეტია?
- ვლადიმირ ვაისთან მაქვს მუდმივი კავშირი, ასე ვთქვათ, ის ჩემი ხელმძღვანელია. გვაქვს საკმაოდ ჯანსაღი კომუნიკაცია. ის საკმაოდ კარგი პიროვნებაა და გახსნილია ურთიერთობაში. რასაც ვაკეთებთ, პირველ რიგში, მისი მოთხოვნითა და დახმარებით ხდება. ჩვენ შეთანხმებულნი ვართ ყველაფერზე. ის ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი, ასე თვლის მთავარი მწვრთნელი და მიჰყავს.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ 18 წლის ფეხბურთელი ნაკრების ისეთივე სრულფასოვანი წევრია, როგორიც კაშიაა, ან კანკავა-ყაზაიშვილი. ყველა ფეხბურთელმა თავისი შესაძლებლობები ჯერ ასაკობრივ ნაკრებში უნდა დაამტკიცოს. არაფერს არ ნიშნავს, ზემოთ ითამაშებენ თუ ქვემოთ. მთავარი არის, რომ ბალანსი იყოს ისე დაცული, რომ არცერთი ნაკრები არ დაზარალდეს.

- გიორგი არაბიძეზეც მინდა გკითხოთ, ის ახალგაზრდულ ნაკრებში კარგად გამოიყურებოდა და ზოგადად, თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ ის ნაკრებში საკმაოდ გახსნილია. თუმცა საკლუბი ფეხბურთში ასე არ არის. თქვენი შეფასებით, რა არის ამის მიზეზი?
- ძირითადად გარემოებები. რაც პორტუგალიაში გადავიდა, ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, რადგან მამა გარდაეცვალა, რაღაც აირია. ამჟამად თურქეთში გადავიდა, მეორე ლიგის კლუბში, რომელიც უმაღლესში აღზევებისთვის იბრძვის, ვარჯიშებზე ხუთი ათასი ადამიანი დადის. თურქეთში ფეხბურთი რა დონეზეა, მოგეხსენებათ და დარწმუნებული ვარ, რომ თავის სიტყვას იტყვის.

ახალგაზრდაა ჯერ, ჩვენს ნაკრებში გამოკვეთილი ლიდერია, ის თამაშობს გუნდზე და გუნდი თამაშობს მასზე. როგორც ყველა ფეხბურთელის შემთხვევაში, ინდივიდმა უნდა ითამაშოს გუნდზე და გუნდმა - ინდივიდზე. მადლობა ღმერთს, რომ ბოლომდე იხარჯება და ნოემბრის მერე, რაც ახალი გუნდი გაკეთდა, სტატისტიკას რომ გადახედოთ, ნახავთ, რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენი ნაკრებისთვის.

მან თავისი საქმე კარგად იცის, იცის, რა უნდა გააკეთოს, რადგან საკმაოდ ჭკვიანია. მას ნამდვილად არ სჩვევია ხელების ჩამოშვება. დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებს გამოადგება, სიჩქარე არ არის საჭირო და ნახტომებით სიარული, ნაბიჯ-ნაბიჯ თავის სიტყვას იტყვის. პრობლემა ყველა ადამიანს აქვს. მთავარია, ამას როგორ გადალახავ.

- დაბოლოს, გკითხავთ, როგორც ფეხბურთის სპეციალისტი, როგორ შეაფასებთ ეროვნული ნაკრების ასპარეზობას სამხრეთ კორეასთან და დანიასთან?
- დანიასთან ფრე თამამად შეიძლება, რომ კარგ შედეგად ჩაითვალოს. თუმცა იყო იმის შესაძლებლობაც, რომ ეს შეხვედრა მოგვეგო და პოტენციალი ჩანს.

მთავარი კი ის არის, რომ ავისრულოთ ჩვენი ოცნება და მოვახერხოთ ევროპის ჩემპიონატზე თამაში.

არ უნდა ვიყოთ პრაგმატულები. თუ ამ შესარჩევში იქნება გარკვეული წარუმატებლობა, ამას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. მწვრთნელი და ფეხბურთელები ადამიანები არიან, ყველა ნეგატივი მოქმედებს მათზე. რა თქმა უნდა, მათი მოვალეობაა, ეს მოითმინონ და გადალახონ. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსზე უნდა ვიფიქროთ. არ უნდა ვინერვიულოთ ზედმეტად და უნდა ვიფიქროთ მომავალ პლეი-ოფზე.

altU21. საქართველოს ნაკრები გამარჯვებას ზეიმობს - ფოტო გასახდელიდან

altU21. საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანსაც დამაჯერებლად მოუგო და სამი მძიმე გასვლა ელის [VIDEO]

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
აბა რაა,მოვიგებდით,თუ ბოლოს 93წუთზე დანიშნულ ჯარიმას,აუღებლად დაარტყავდა რომელიმე. ვაი ჩვენს პატრონს. ეროვნული ნაკრები 93ე წუთზე ურტყავს პირველად კარში ბურთს და ამაზე იძახის,რომ მოგებაც შეიძლებოდაო. არადა წაგება უფრო შეიძლებოდა,რომარა ლორია. შეფასებებშიც კი არვარგივართ..
jemali
19 სექტემბერი 2019 14:22
1
ცეცაძე, მოუმატე ცოტა. წაიკითხე, უამრავი ლიტერატურა და მასალაა ინტერნეტში მწვრთნელების ნააზრევი, მათ სათამაში ფილოსოფიაზე, ტაქტიკაზე. კარგი სასტავი შეიკრიბა 21 წლიანებში. მაგრამ, ნაკრების კარგი თამაში უფრო ფეხბურთელების ინდივიდუალური შემოქმედებაა, ვინემ მწვრთნელის ტაქტიკური ნააზრევის დამსახურება. ძირითადი ნაკრების მსგავსად აქაც შეტევის დინჯი, ნელი დაწყება, ფეხბურთელები ძირითადად სტატიკურ მდსგომარეობაში არიან. ზოზინა და უმოძრაო თამაშის გამო ჭირს მეტოქის დაცვის დაძლევა, რის გამოც მობილურ და მაღალი დონის გუნდებთან გაგვიჭირდება და დავმარცხდებით არა იმიტომ, რომ უარესი ნაკრები გვყავს, არამედ იმიტომ, რომ მწვრთნელი უფრო უკეთ ვერ აზროვნებს.
კოკო
13 სექტემბერი 2019 10:34
8
სწორი სთქვა ველაფერი. რაბიძეს დიდი შესაძლებლობა აქვს. ძნელია ახალგაზრდა ადამიანისძთვის ასდ ადრეულად მამის დაკარგვა. მამა სულ გვერდშ ედგა და. მისი დიდი დამსახურებაა რომ ტექნიკური და ჭკვიანი ფეხბურთელია. თან ამ თამაშებზე უფრო ჯანზე მოსული მეჩვენა. ცოტა უკან უნდა დაიწიოს დროულად რომ შუა ხაზს დაეხმარობს სირად ჩენტრთან ახლოს დგას და ელოდება. იშა მესხიც ელოდებოდა მაგრამ მაგ თამაშდ დრო წავიდა. ტექნიკურუ და ჰოლანდიისმაგვარი ტოტალური ფეხბურთი უნდა ითამაშონ სცადონ მაინც. დრე ყველას შეეძლო სხვადასხვა პოზიციებზე თამაში რადგან ყველა ქუჩის ფეხბურთიდან იწყებდა და იქ ყველას ყველაფრის გაკეთება უწევდა. ღოგორც რაგბის უფრო გასავითარებლად არის საჭირო შვიდკაცას თამაში ეზოს ან მინი ფეხბურთს თამაში ხსირად ასევე საჭიროა.ომეწონა ეს ნაკრები ვარტომაც კარგად ითამაშა და კიდევ ბევრმა. თამაში ყველასთან შეიძლება და მოგებაც. ამ ბიჭებს აქვთ დიდი პოტენციალი და სწორ გხზას ადგანან გონიერი მწვრთნელით. წარმატება
ნიკო
13 სექტემბერი 2019 08:33
1
მოუგებთ ლიხტენშტეინს და თუმცა მაგენმაც ისტავლეს ბურთის გორება, ჩვენ არ შევცვლილვართ თვარა, ეგე სომხები! ქდრე სხვის კალათში ბურთს რავა ჩააგდებდნენ, ეხლა ისტე იცილებენ, თითქპს ჭიანი ბურთი შეხვდათ... სტავლაო ლენინმა თქვა, სწავლა და მონდომება თვარა, შეგვჭაამენ!!!
კ ო მ ბ ლ ე
13 სექტემბერი 2019 01:48
7
სწორად ისაუბრა მომეწონა. უნდა მოუგოთ შვეიცარიას საფრანგეთს და ეგ იქნება წარმატება,თორემ ჩვენზე უარესებს მოუგეთ მაგით ვერ გავალთ ვერსად. თან კარგია,რო იცის ნორმალური ნაკრები ყავს და შეუძლებელი არაფელია. წარმატებები
გოგა
12 სექტემბერი 2019 21:38
1
ვაისი თუ მაგის ცელმძღვანელია დავღუპულვართ და ეგაა
გრიგოლ1408
12 სექტემბერი 2019 21:01
13
სასწრაფოდ ჩააბარეთ ამ კაცს მთავარი ნაკრები... ვაისი უკან, ყაზახეთში.
მახო
12 სექტემბერი 2019 17:57
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული