U17. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი ტურნირი წაგებით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში უკრაინასთან 0:2 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმში კი მეტოქემ ორი უპასუხო გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

ჩვენს ჯგუფში პორტუგალიამ ალბანეთს 4:0 სძლია და 16 ნოემბერს გიორგი ჩიტაურის შეგირდები პორტუგალიას შეხვდებიან.

საქართველო: ასათიანი, ზოსიაშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გაგნიძე, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გ. მამაგეიშვილი, აბუაშვილი, თუთაშვილი (თურაზაშვილი 67)

შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასულები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თბილისის ნაკრები უკრაინის სახელმწიფო ნაკრებს ვერ მოუგებს ვერასოდეს. თბილისის კი არა საქართველოს ნაკრები უნდა გვყავდეს წესით
გოგა
09:14 14-11-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული