ევროშესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრები საფრანგეთმა საკუთარ მოედანზე კომპენსირებულ დროში მსაჯის მიერ მოგონილი პენალტით 3:2 დაამარცხა. ასეა, დიდი ქვეყნების ნაკრებებს არბიტრები მუდამ ეხმარებიან - დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი?
ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს საფრანგეთთან და თანაც ასეთ დროს, ასეთ პენალტს არავინ დაუდებდა.
თერთმეტმეტრიანისას ჩვენი გუნდის მეკარეს, ლუკა გუგეშაშვილს ირონიული ღიმილი დასთამაშებდა, მეტოქეზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენას ცდილობდა და ყვითელი ბარათი მიიღო.
ნამატჩევს ლუკამ თავის "ფეისბუქის" გვერდზე მოკლე და მრავლისმთქმელი წინადადება დაწერა:
"ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი!"