ამაზე კომენტარს არასოდეს გავაკეთებ - გია ცეცაძის პირველი შეფასება საფრანგეთთან დასანანი მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გასვლაზე საფრანგეთს დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი 0:2-ს აგებდა, ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ბოლო მსაჯმა საკამათო პენალტი დანიშნა.

შეხვედრის შესახებ კომენტარი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა გია ცეცაძემ გააკეთა, რომელიც სფფ-ს პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა.

"შედეგით ცხადია ძალიან უკმაყოფილო ვარ. თამაში წავაგეთ და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო მეტოქე. წაგება და კმაყოფილება ერთად ჩემთვის მიუღებელია. კმაყოფილი ვარ მხოლოდ იმით, რომ ბიჭებმა მოინდომეს, იბრძოლეს, გული დადეს და ყველაფერი გააკეთეს, რათა თავიანთი ქვეყანა ესახელებინათ.

სამწუხაროდ, არ
გამოვიდა. რაც შეეხება მსაჯობას, ეს ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა შეაფასონ. მე მსაჯობაზე კომენტარს არასოდეს ვაკეთებ", - ამბობს ცეცაძე.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ერთი 100 გრამი დაუსხი და გააკეთებს :)) რა პურისმჭამელი ტიპის სიფათი აქვს ამას კიდევ.
odala
16 ნოემბერი 2019 19:10
15
კვარაცხელიას მსგავს ტოპ ფეხბურთელს ძირითადში არ ათამაშებ,რომ შემოვიდა კიდევ ერთხელ დაგანახათ თუ რა შეუძლია,მაგრამ გასაკვირი არ არის კვარაცხელიას მსგავს საუკეთესო ფეხბურთელთან არც უმუშავია,თუ მართლა შემდეგ თამაშს წააგებს ნაკრები უნდა წავიდეს თავის დამცველ კლავიატურის ლომებთან ერთად
luka
16 ნოემბერი 2019 19:44
16
baka,kika,luka ერთი ხელწერა გაქვს, მერე kuta იქნები ალბათ
ვის გვთავაზობ ეგეც დაწერე რა
zura
16 ნოემბერი 2019 22:23
1
ძალია დაგვწყდა გული ყველას... და მაინც, ყოჩაღ ცეცაძე და ბიჭებო თავდადებისათვის.... ასეთი თამაშით სლოვაკებს უნდა მოვუგოთ....
გიორგი 50
18 ნოემბერი 2019 14:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული