სლოვაკთა მწვრთნელი საქართველოზე: თანაბრად რომ ვყოფილიყავით, იგივე შედეგი იქნებოდა

AutoSharing Option
სლოვაკეთის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადრიან გულამ საქართველოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ჩვენი მხრიდან შესანიშნავ გუნდურ მოქმედებას ჰქონდა ადგილი. ძალიან კარგად ვითამაშეთ და მინდა ვთქვა, რომ საოცარი თაობა გვყავს. ლოჩოშვილის გაძევება დაგვეხმარა, ბუნებრივია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მოედანზე თანაბრად რომ ვყოფილიყავით, იგივე შედეგი დაფიქსირდებოდა. ლუკას გაძევების მომენტი ვერ დავინახე, ჩემ ზურგს უკან ხდებოდა ყველაფერი, თუმცა, როგორც ვხვდები, რაღაც დარღვევა იყო.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან ძლიერ გუნდს მოვუგეთ. ყველამ დაინახა, რომ ქართველებს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავდათ და
ჩემს ბიჭებს მათ დასამარცხებლად ბოლომდე დახარჯვა დასჭირდათ. 3:1-ზე, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა მოწინააღმდეგემ აჩვენა, რომ შეტევა შეეძლო. ჩვენ თამაშში დავრჩით. ეს დიდი მიღწევაა. ჩემი ფეხბურთელები ასეთ შეხვედრებში იზრდებიან. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ, თუმცა ბევრი სამუშაო გვაქვს კიდევ.

რაც შეეხება დაპირისპირების ეპიზოდს მატჩის ბოლოს, ვიღაც თავზე შემომახტა, თუმცა მე ყვითელი ბარათი უკვე მქონდა და უკან დავიხიე, თავი შევიკავე. სხვებსაც დამშვიდებისკენ მოვუწოდე".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჟურნალისტებო რატო არ ამახვილებთ ყურადღებას ერთერთი სლოვაკი მწვრთნელის უღირს საქციელზე? თუ თქვენი ქვეყნის გაკიცხვაში ხართ მარტო მაგრები? ცეცაძის შეფურთხება ხო გახადეთ ჰიტი და იმ მომენტს როცა იმათი მწვრთნელი ქართველ ,,ბავშვს,, ჩაგრავს არცკი ინტერესდებით რატომ გსიამოვნებთ თქვენი ქვეყნის სახელის შელახვა
ლადო
11:15 20-11-2019
0
ყველა პარაზიტი ზემოდან გვიყურებს ... გინდ წინიდან უქენი გინდ უკნიდან ბოლოს მაინც რომ ბლატაობენ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული