U21. სლოვაკების კაპიტანი საქართველოზე: იმ მომენტში არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა

AutoSharing Option
სლოვაკეთის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანმა კრისტიან ჰერცმა საქართველოსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ადგილობრივი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ბოლოს ანგარიში 3:2 გახდა და ეს კარგი ნამდვილად არ გახლავთ. ბოლო წუთები ძალიან რთული გამოვიდა. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გავუშვით გოლი და თავდაცვა ადვილი არ იყო, რადგან 10-10-ზე ვთამაშობდით, თუმცა ბიჭებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს. ჩემი გოლიც კარგი გამოვიდა. იმ მომენტში არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა და დავარტყი. საბედნიეროდ, გამიმართლა", - აღნიშნა "ვიქტორია პლზენის" ნახევარმცველმა.

საქართველოსა და სლოვაკეთის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს შორის
განმეორებითი მატჩი 2020 წლის 26 მარტს თბილისში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული