21 იანვარს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში განვითარების თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი ისლანდიასთან გამართა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი მე-19 წუთზე საბა ხვადაგიანი გახდა.
მომდევნო მატჩს გიორგი ჩიტაურის შეგირდები 23 იანვარს ტაჯიკეთთან, ჩვენი დროით 13:00-ზე გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ მატჩში საქართველოსა და ისრაელს შორის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.