U19 ნაკრებმა ტაჯიკეთთან ფრედ ითამაშა

AutoSharing Option
ფოტო: gff.ge

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში, თურქეთის ქალაქ სიდეში ტაჯიკეთის 19-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა. გოლის გატანის შანსი ორივე ნაკრებს ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მატჩი გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.


ტაჯიკეთი - საქართველო 0:0

​საქართველო: კუტალაძე (46' ლომიძე), კაპანაძე (58' აწყურელი), გელაშვილი, ჯანგიძე (83' სამსონია), ხარაიშვილი (72' ჭავჭანიძე), მექვაბიშვილი, მესიაჩენკო (58' ფარულავა), გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი (15' ნონიკაშვილი), იაკობიძე, კალანდაძე (83' მამულაშვილი)

სათადარიგო შემადგენლობა: გაგნიძე

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

გაფრთხილება: 20' კალანდაძე, 28' კაპანაძე, 33' გულიაშვილი, 37' იაკობიძე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდის მესამე ჯგუფში შოტლანდიის, საფრანგეთისა და რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრებს 25 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით საფრანგეთი უმასპინძლებს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩემი ნება რომ იყოს ეხლავე დავშლიდი გუნდს , ეხლავე ! ტაჯიკეთთან ფრე ?!!!!!!!!!!! ალბათ სინაარსობრივად კარგ სპარინგად ჩათვალეს
zaza
21:23 13-02-2020
2
აუ ეს ცუდი საქმეა, ეროვნულ ნაკრებს 26 მარტს ბელარუსთან თამაში ელის და 19 წლამდელთა ნაკრების ორი უძლიერესი ფეხბურთელი (დავითაშვილი, კვარაცხელია) არა მგონია რომ ვაისმა 19 წლამდელებს დაუთმოს. ამათ გარეშე კი საფრანგეთთან და რუსეთთან არანაირი შანსი არ გვაქვს!
აზრი
21:22 13-02-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული