21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა შვეიცარიისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოეს ორ შეხვედრას გორში გამართავს. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ვასილ მაისურაძის ფეხბურთელები შვეიცარიისა და აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. საქართველოში დაგეგმილი მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), დავით კერესელიძე (გაგრა, საქართველო), ლუკა სანიკიძე (თელავი, საქართველო)

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლუკა ლაკვეხელიანი (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), დავით კობოური (დინამო, თბილისი, საქართველო), ივა გელაშვილი (სპარტა, პრაღა, ჩეხეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლუკა ასათიანი (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), თორნიკე ძოწენიძე (თელავი, საქართველო)

ნახევარმცველები:
ნიკა ნინუა (პაოკი, სალონიკი, საბერძნეთი), ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), რევაზ ინჯგია (რადნიჩკი, სერბეთი), ლუკა სილაგაძე (ვალმიერა, ლატვია)

თავდამსხმელები:
ვატო არველაძე (კარაგუმრუკი, სტამბოლი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო).

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ლიხტენშტაინთან მიღებული წითელი ბარათის გამო შვეიცარიასთან დისკვალიფიცირებულია. აღნიშნულ შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო აგრეთვე გიორგი კუცია გამოტოვებს. ორივე ფეხბურთელი ახალგაზრდულ ნაკრებს აზერბაიჯანთან შეხვედრაში შეურთდება.

მატჩების განრიგი
9 ოქტომბერი - 20:00 საათი
საქართველო - შვეიცარია

13 ოქტომბერი - 19:00 საათი
საქართველო - აზერბაიჯანი

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
დინამო თბილისის ფეხბურთელებს რა პონტში იძახებთ ნაკრებში? მწყემსებს ვერ უგებენ ეგენი
eeeeee22
16:02 01-10-2020
3
დინამოს ვაი მოთამაშეებს ნამუსიც არ აქვთ ამათ რა პროფესიონალიზმს სთხოვთ? მართლა უნდა შევიკრიბოთ სვარჩიკები მწყემსები ტაქსისტები ბირჟავიკები და ეს უნამუსო ხალხი გამოვიწვიოთ თამაში!!! ბუცები უკუღმა გაცვიათ? რაგინდა კაი პროფესია აქვთ აგებენ კაი ხელფას იღებენ ნადგურდებიან მაინც კარგ ხელფასს იღებენ. ეს მამარდაშვილი კარგი ბიჭი ჩანს ისიც ეტყობა რომ გული შესტკივა ყოველ გოლზე და ჯიგარს დებს დამაშში. ლორია სკამზე და ეგ პატარა ბიჭი ძირითადში თუ მოუვა შეცდომა ეგ არაფერი შეეჩვევა გუნდს და მერე აღარ დაუშვებს შეცდომებს
ვავავა
17:39 01-10-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული