18-წლამდე ნაკრებს ლაშა ფირცხალაიშვილი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებს, ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი - ლაშა ფირცხალაიშვილი უხელმძღვანელებს.

ფირცხალაიშვილი, 2011-17 წლებში ვიტ ჯორჯიას ასაკობრივ გუნდებს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2017-19 წლების სეზონებში, კლუბის პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ, სადაც 2018 წელს, ვიტ ჯორჯიას კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაწინაურება შეძლო.

18-წლამდელთა ეროვნული გუნდი, მომდევნო კალენდარული წლიდან 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები გახდება და ოფიციალური შეხვედრების სერიას, 2023 წლის, მალტაზე გასამართი 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი): "ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული გუნდების სტრუქტურაში, თავის წარმოჩენის საშუალება
ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ მწვრთნელებს მიეცეთ. წარმატება მინდა ვუსურვო ლაშას და მის სამწვრთნელო შტაბს."

ლაშა ფირცხალაიშვილი (18-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველ რიგში, გამოჩენილი ნდობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. ნებისმიერ ასაკობრივ დონეზე, ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. დიდი მოლოდინით ველი სამუშაო პროცესის დაწყებას და იმედი მაქვს, რომ თავდაუზოგავი შრომით შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევას."

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
დამსახურებისთვის თუ პო ძმაკაცუ დანიშნეს პარაზიტებმა რომლებმაც ფეცბურთი შემაჯავრეს უკვე?!
Giusha3232
19:47 20-09-2021
3
ნაკრების ძირითადში მოხვედრას რამდენად აფასებთ? ფული თამაშამდე გინდათ თუ თამაშის შემდეგ?
ირაკლი
22:04 20-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული