U17. რა მატჩი! რა ბრძოლა! რა გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად უნგრეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში უნგრეთში მასპინძელ თანატოლთა გუნდი დაძაბულ მატჩში 1:0 დაამარცხა და თითქმის გაინაღდა ელიტრაუნდის საგზური.

გოლი პარკაძის პასით მატჩის დასასრულს ნარიმანიძემ გაიტანა.

მეოთხე ჯგუფში პარალელურ შეხვედრაში ესტონეთმა ისლანდიას 2:1 სძლია.

შეგახსენებთ, პირველ ტურში ჩვენი გუნდი ისლანდიას დაუზავდა (1:1), 4 ქულით ლიდერია და 28 ოქტომბერს, ბოლო ტურში ესტონეთს შეხვდება.

ტელკი. „საფეხბურთო გლობალ პარკი“

უნგრეთი - საქართველო 0:1
გოლი: ნარიმანიძე (86)

საქართველო: კოპალიანი, ნარიმანიძე, გობეშია, ხარჩილავა, სადღობელაშვილი, ტაბატაძე (ხაჩიძე
90+3), ციკოლია, სიგუა, ალიბეგაშვილი, ცეცხლაძე (პარკინაშვილი 68) (ბასილაძე 90+6), ფარცვანია (პარკაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 6 /
მე ვუყურე მეორე ტაიმს. დაცვაში ვიდექით, წინ დიდი არაფერი გაგვიკეთებია. ბურთი ჯარიმიდან გავიტანეთ. შეეშვით არასწორ მოლოდინებს, შესაქები იყო - მონდომება და ბრძოლის სურვილი.
ბებიკომ
18:11 26-10-2021
0
გილოცავთ!!!
tngh
17:55 26-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული