"ინგლისის სამარცხვინო მარცხი ბათუმში, გულიაშვილის ზალპი და გოჩოლეიშვილის ცეკვა" - ბრიტანული მედია

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მიერ ბათუმში ინგლისელ თანატოლთა დამარცხებამ (3:2) ძალიან გააკვირვა ბრიტანული მედია. გთავაზობთ რამდენიმე გაზეთიდან ამონარიდს.

Daily Mail: "ახალგაზრდა ლომებმა", ლი კარსლის ხელმძღვანელობით, მიუხედავად გვიანი გამოღვიძებისა, სამარცხვინო მარცხი განიცადეს. ინგლისი საქართველოსთან 0:3 მარცხდებოდა, საბოლოოდ 2:3 წააგო, შემდეგი შეხვედრა ოთხი თვის შემდეგ აქვს და ამ ხნის განმავლობაში დაძაბულობაში მოუწევს ყოფნა.

გულიაშვილმა ანგარიში ზალპით გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისშიც გაიტანა, მისი ჰეთ-თრიკი გარდაუვლად მოჩანდა, თუმცა ვერ მოახერხა. საქართველო ყველაფერში უფრო პროგრესული იყო და გოჩოლეიშვილმა, რომელმაც იქამდე საგოლე პასი გააკეთა, თავადაც დალაშქრა გრინის
კარი".

skysports: "ძლიერ სახეცვლილი ლი კარსლის გუნდი სპარინგში იქნა ძლეული. გულიაშვილმა ორი გოლი გაიტანა, შემდეგ კი მესამის გატანა მართებდა, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხი გახლდათ. გოჩოლეიშვილმა თითქოს წაიცეკვა პირით ხაზთან, სუპერ სოლო-რეიდით საჯარიმოში შეიჭრა და გრინის კარი დალაშქრა".

BBC: "ინგლისის ნაკრებმა ბათუმში აღფრთოვანებული პუბლიკის წინაშე მოულოდნელი მარცხი განიცადა. ორი გოლი გულიაშვილმა გაიტანა, მერე მარცხენა მცველმა გოჩოლეიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგის განხორციელების შედეგად გრინი დაამწუხრა. ინგლისი ძალიან გვიან გამოერკვა და ბოლო 10 წუთში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა".

მკითხველის კომენტარები / 8 /
უძლიერესი ნაკრები გვყავს დამიჯერეთ, ევროპის მოგების დიდი შანსი გვაქვს თუ იქამდე სწორად ვივლით და მივალთ. ხარვეზებიც გამოსწორდება, დიდი დროა ჩემპიონატამდე.
იმედა
17:34 17-11-2021
3
ძლიერ გუნდთან დამარცხება სამარცხვინო წაგება სულაც არ არის. აბა ბიჭებო 4 თვის თავზეც დაუმტკიცეთ ინგლისელებს, რომ თქვენი მოგება შემთხვევითი არ ყოფილა და რომ ინგლისელები ცდებიან თავის შეფასებებში, გოჩოლეიშვილმა კი skysports-ის კომენტატორის მოჩვენებების გასაფანტად, აუცილებლად უნდა გაიტანოს გოლი და იცეკვოს მოწინააღმდეგის პირით ხაზთან:)))
გია
14:21 17-11-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული