გიორგი მამარდაშვილი: საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით

AutoSharing Option
ბათუმში გამართულ ამხანაგურ მატჩში ინგლისელი თანატოლების დამარცხების (3:2) შემდეგ მოკლე კომენტარი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა.

"კარგი და დაძაბული მატჩი გამოდგა, როგორც ჩვენთვის, ალბათ ასევე ინგლისელებისთვისაც. მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით. სტადიონზე კარგი ატმოსფერო იყო და გულშემატკივარს მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო", - ციტირებს მამარდაშვილს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ მინდორზე ასაკობრივი ნაკრები იყო, თუ ხმას ჩაუწევდი და იყურებდი ტოპ ჩემპიონატის შეხვედრა გეგონებოდა. ასევე, არ ეტყობოდა, რომ ამხანაგური თამაში იყო. ხალხო, რა ემართება ამ ბიჭებს 4-6 წლის შემდეგ, რომ მათგან მხოლოდ საშუალო კლასის ფეხბურთელი ყალიბდება? დღეს ისინი რით ჩამოუვარდებოდენ ინგლისელებს? კი არა ჯობდენ კიდეც. იმათგან წლების შემდეგ 4-5 მაღალი კლასის ფეხბურტელი დადგება, ჩვენებისგან კი ერთიც არა? იქნებ დასვას ვინმემ ამის დიაგნოზი.
ჟორა გაბრიჭიძე
10:59 18-11-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული