ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლუკა წულუკიძის ჰეთ-თრიკით მასპინძელი ისრაელი 3:2 დაამარცხა.

ქართველი ახალგაზრდები პირველივე წუთზე დაწინაურდნენ. ამის შემდეგ მეტოქემ წინ გასვლა მოახერხა, თუმცა 61-ე და 77-ე წუთებზე წულუკიძემ, რომელიც "საბურთალოს" შემტევია, კიდევ ორი გოლი გაიტანა და მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

შემდეგ ტესტ-მატჩს ისევ ისრაელთან 13 თებერვალს ვითამაშებთ.

საქართველო: ხარატიშვილი, დუნდუა, პირტახია, ო. მამაგეიშვილი, გოგოტიშვილი (იობაშვილი 46), გოგლიჩიძე ( უგრეხელიძე 46), გვიშიანი, გეგუჩაძე, გ. მამაგეიშვილი (ხაბულიანი 86), წულუკიძე, კვერნაძე

altU19 - შემადგენლობა და ისრაელთან მატჩების განრიგი

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვასილ მაისურაძე ყველაზე სუსტი ბავშვებითაც კი რაღაცას ახერხებს. ყველა შემთხვევაში მაქსიმუმს გამოწურავს და გუნდს დაამსგავსებს. ხან ვის მიუყრიან ხოლმე ხან ვის, იმ 17 წლამდელების მერე არ ღირსებია ნორმალური გუნდი
Sakartvelo
12 თებერვალი 2022 09:15
0
კი შედეგი კარგია მაგრამ თამაში ვინც ნახა,დამეთანხმება რომ ამ თამაშით ძალიან გაუჭირდებათ ევროპაზე გასვლა.ძალიან ხშირად კარგავენ ბურთს.ფლანგები არ დარბიან და შეტევები საერთოდ არ ხდება ფლანგიდან.შუიდან კიდევ ერთი ორი პასი და ბურთი იკარგება,ვერ ინახავენ სათანადოდ ბურთს.ბევრი სამუშაოა ძალიან.წარმატებები ვუსურვოთ ბიჭებს.მაგრამ ბევრი სირბილია საჭირო და ბურთის მეტი კონტროლი
დავითი
11 თებერვალი 2022 22:03
0
ერთადერთი კვალიფიციური მწვრთნელი ასაკობრივებში და შედეგებსაც ეტყობა.
ცაი
11 თებერვალი 2022 19:30
0
ჩვიდმეტწლამდელების გამეორებას ცდილობს
შოკირებული გულშემატკივარი
11 თებერვალი 2022 18:42
1
კარგია!!!
tngh
11 თებერვალი 2022 16:16
0

სიახლეები პოპულარული