17-წლამდელთა ნაკრებიდან გოლები ლაშა გადილიამ და შეცვლაზე შესულმა გიორგი ტაბატაძემ გაიტანეს. გადილიამ გიორგი რობაქიძის მიერ ფლანგიდან შესრულებული გადაცემა ზუსტად გამოიყენა, ხოლო ტაბატაძე აკაკი გიუნაშვილის მაღალი პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
მონტენეგრო-საქართველო 2:2
გოლები: 0:1 გადილია (28. რობაქიძის პასით). 1:1 მრავალიევიჩი (53. რადონიჩის პასით). 2:1 ბადნიარი (74. ვრაჩარის პასით). 2:2 ტაბატაძე (84. გიუნაშვილის პასით)
საქართველო: 1. სოსო კოპალიანი, 3. საბა ხარჩილავა, 19. აკაკი გიუნაშვილი, 2. დავით გოგიჩაიშვილი (90+1. 16. თენგიზ ალიბეგაშვილი), 20, დემეტრე ციკოლია, 18. დაჩი ლორთქიფანიძე, 15. ლაშა გადილია (58. 13. ალექსანდრე ჩიხაძე,), 18, ალეკო ბასილაძე, 17. ამინ კარაევი (58. 10. ლუკა პარკაძე/70. 14. გიორგი მაღრაძე), 5. გიორგი რობაქიძე, 11. ნიკოლოზ ცეცხლაძე (46. 7. გიორგი ტაბატაძე,)
სათადარიგო: 12. რევაზ კურტანიძე, 4. ალექსანდრე ნარიმანიძე. 8. გივი ხაჩიძე, 9. გიორგი პარკინაშვილი
გაფრთხილება: ბადნიარი (25). ლეჩიჩი (41). ციკოლია (53). მრავალიევიჩი (64)
გაძევება: ლეჩიჩი (45), ბასილაძე (45). კრივოკარპიჩი (72). ხაჩიძე (72)
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის 15 თებერვალს გამართული პირველი შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. 17 წლამდე ვაჟთა ნაკრები მომდევნო მატჩებს 6 და 8 მარტს მალტის 17-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
nakrebi.ge
U17. შეხლა-შემოხლა, გაძევება - საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა მონტენეგროს სძლია [VIDEO]