U17. საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს სძლია და ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვს

AutoSharing Option
შოტლანდიაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 2:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ნარიმანიძემ დააწინაურა. 55-ე წუთზე ჩეხები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მაგრამ მაინც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. 77-ე წუთზე კი პარკაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

29 მარტს საქართველოს ნაკრები მასპინძელ შოტლანდიას შეხვდება, რომელიც დღეს გერმანიასთან 0:4 განადგურდა.

შეგახსენებთ, პირველ ტურში გიორგი ჩიტაურის გუნდი გერმანიასთან დამარცხდა, ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში კი დიდი ალბათობით ევროპირველობაზე გავა.

ფალკირკი. „კომუნიტი სტადიუმი“
ჩეხეთი - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 ნარიმანიძე (35), 1:1 რუსი (63),
1:2 პარკაძე 77)
გაძევება: პუდილი (55)

საქართველო: კოპალიანი, ხარჩილავა, ნარიმანიძე, ტაბატაძე (ცეცხლაძე 65), გობეშია, ხაჩიძე (ფარცვანია 89), პარკაძე, ალიბეგაშვილი, ციკოლია (ლორთქიფანიძე 65), სიგუა, რობაქიძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული