U21. 103-წუთიან მატჩში კაპანაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში საკუთარ მოედანზე რუმინეთი 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა, მაგრამ პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, სწორედ მაშინ სწრაფი შეტევისას მარჯვენა მცველმა კაპანაძემ გულიაშვილის პასი მიიღო და მახვილი კუთხიდან დალაშქრა პოპას კარი. ცოტა ხანში მანვე შორიდან ასევე ძლიერი დარტყმით დუბლი შეასრულა და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. შემდეგ რამდენიმე წუთით სტადიონზე განათება გამოირთო, თამაშის განახლების მერე სტუმრებს ანგარიშის შემცირება შეეძლოთ, როდესაც მარკოვიჩის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და 90+13-ე წუთზე მსაჯმა მატჩი დაასრულა.

აღსანიშნავია,
რომ რამაზ სვანაძის გუნდმა ბოლო 7 შეხვედრიდან 6 მოიგო, ხოლო 1 ფრედ დაასრულა.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საქართველო - რუმინეთი 2:0
გოლები: 1:0 კაპანაძე (68), 2:0 კაპანაძე (74)

საქართველო: მეგრელიშვილი, კაპანაძე (ჯინჯოლავა 90+2), აბულაძე, ხვადაგიანი, კალანდაძე, გოჩოლეიშვილი, ნ. გაგნიძე, შ. ნონიკაშვილი (ლ. გაგნიძე 62), მოისწრაფიშვილი (ნ. ხორხელი 90+11), გულიაშვილი (ლ. ხორხელი 90+2), გაგუა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თამაშის მსვლელობისას შუქი ჩაქრა,ეს არის ფედერაციის სახე,კობიაშვილის,მუჯირის მთლიანად ფედერაციის,სამარცხვინოები…
nodo
10:38 04-06-2022
18
სვანაძე საკმაოდ კვალიფიციურ და კომპეტენტური მწვრთნელია. საერთო ჯამში საქართველოს ნაკრები დაბალანსებული დაცვას, მოძრავ და დინამიურ ფეხბურთს თამაშობს. გარდა ამისა, ფეხბურთელები ტაქტიკურადაც აზროვნებენ და იციან მოედანზე რა უნდა გააკეთონ. წარმატებები!
თენგაბი
09:51 04-06-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული