საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
17 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა რუსთავის აკადემიის სტადიონზე თურქი თანატოლების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქესთან 3-ბურთიანი სხვაობით - 0:3 დამარცხდა.

25 ივნისს, პირველ ამხანაგურ მატჩში, 17-წლამდელებმა მეტოქეს 2:1 სძლიეს - შეხვედრა, მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებით, უამინდობის გამო 66-ე წუთზე შეწყდა.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს მიმდინარე წლის ოქტომბერში ითამაშებს. 17-წლამდელთა ნაკრები ჯგუფში ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება.

მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე - 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.

nakrebi.ge


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული