U21. საკამათო პენალტი, გაძევება, ლ. გაგნიძის ტრავმა და შეხლა-შემოხლა - საქართველოს ნაკრები ისევ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გასვლაზე თურქეთთან 0:1 დამარცხდა.

პირველ ტაიმში მასპინძლები მას შემდეგ დაწინაურდნენ, რაც საზონოვთან ბრძოლაში თავდამსხმელი საჯარიმოში წაიქცა, მსაჯმა საკამათო პენალტი დანიშნა და ბეიაზმა ანგარიში გახსნა. სვანაძის შეგირდები შესვენებამდე აქტიურად ვერ უტევდნენ და სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ.

მეორე ტაიმის დასაწყისში გოჩოლეიშვილი მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ კარში არ დაარტყა, გადაცემა კი არაზუსტი გამოუვიდა. 67-ე წუთზე თურქეთის ნაკრების შემტევმა ქარათაშმა საჯარიმოს წინ ლ. გაგნიძე მოცელა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მისი გუნდი კაცნაკლული დარჩა. სამწუხაროდ, ლ. გაგნიძემ
ტრავმა მიიღო, მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და შეცვალეს. ამის მერე მოედანზე ორივე გუნდი აგრესიულად თამაშობდა, შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი და არბიტრმა რამდენიმე ფეხბურთელი გააფრთხილა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა საპასუხო გოლის გატანა ვერ შეძლო და ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

სტამბოლი. „ქაზიმფაშა“
თურქეთი - საქართველო 1:0
გოლი: ბეიაზი (41, პენ)
გაძევება: ქარათაში (67)

საქართველო: კუპატაძე, კალანდაძე, საზონოვი, გელაშვილი, გოჩოლეიშვილი, ხარაბაძე (კვერნაძე 57), ლ. გაგნიძე (კაპანაძე 69), ოსიყმაშვილი (შ. ნონიკაშვილი 57), მოისწრაფიშვილი, გულიაშვილი (ნ.ხორხელი 69), გაგუა (ლ.ხორხელი 69)

მკითხველის კომენტარები / 14 /
დიდი მადლობა ხვიჩაზე, კი ბატონო კარგად შეასრულე შენი საქმე და ბიჭმაც დაგლიჯა, მაგრამ ხო არ შეიძლება ყველა შენი "კლიენტი", მამიკოების შიშით თუ ვინ იცის კიდევ რისთვის ე-ლიგაში და ნაკრებებში ტენო, რო იმსახურებდნენ ვინ ოხერი? მარა კუნძებივით რომ დგას მინდორზე? არაუშავს?
ჯუღელს
18:48 28-09-2022
1
Vukure tamashs sazonovi kargad gamoikureboda im vitom penaltis momentis garda,mekarec mshvenieri iko,etkoba orives klasi da kidev moumateben ashkarad,ai shetevaze ra gitxrat sul amas vambob am bolos kargi mekareebi da naxevarcvelebi chndebian da ara gamtani forvardebi,arada qartvelebs sisxlshi gvqonda da istoriashic romelu erti chamovtvalot...es tema dasafiqrebelia da saswrafod gamosasworebeli bavshvta skolebshi...arada sul mekare gvichirda da naxet ra kargi biwebi modian...
Givi
13:43 28-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული