საქართველოს 17 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა ლიეტუვასთან გამარჯვებით დაასრულა. რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე გიორგი ხიზანიშვილის გუნდმა მეტოქე ნომინალური სტუმრის სტატუსით - 3:0 დაამარცხა.
ჩვენი ასაკობრივი გუნდიდან შეხვედრაში პირველი გოლი 32-ე წუთზე ავთანდილ მაშავამ გაიტანა, რომელმაც ვახტანგ სალიას დაწყებული შეტევა ზუსტი დარტყმით დააბოლოვა. მეორე გოლი 83-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა თემურ ოდიკაძემ გაიტანა, ხოლო 89-ზე ოდიკაძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება შეძლო.
17-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და მიმდინარე შესარჩევ ციკლს გამოეთიშა. ევროპის
ჩემპიონატის მომდევნო საკვალიფიკაციო რაუნდს 17-წლამდელთა ნაკრები 2023 წლის შემოდგომაზე ითამაშებს.

nakrebi.ge