U21. საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისრაელთან 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ. 27-ე წუთზე გაგუას მიერ მოპოვებული პენალტი გულიაშვილმა ვერ გამოიყენა. შესვენების შემდეგ სტუმრები უპირატესობას დაეუფლნენ, სტანდარტულები კარგად გამოიყენეს და 2:0 დაწინაურდნენ. უნდა აღინიშნოს მეკარე კუტალაძის კარგი თამაში, რომელმაც რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი. შეცვლაზე შესულმა სიგუამ 82-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, კონტრშეტევაზე კი მეკარის უხეში შეცდომის შედეგად ნ. ხორხელმა ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში სვანაძის შეგირდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადეს.

შემდეგ შეხვედრას
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 21 ნოემბერს უკრაინასთან გამართავს.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საქართველო - ისრაელი 1:2
გოლები: 0:1 ლემკინი (49), 0:2 ბარი (56), 1:2 ნ. ხორხელი (84)
გამოუყენებელი პენალტი: გულიაშვილი (27)
გაძევება: სიგუა (82)

საქართველო: კუტალაძე, კაპანაძე (მაისურაძე 73), გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი, აზაროვი, ო. მამაგეიშვილი (ნ. ხორხელი 60), ოსიყმაშვილი (სიგუა 60), გულიაშვილი (ლომთაძე 73), გაგუა (ნ. ხორხელი 87), ნ. გაგნიძე (ჯინჯოლავა 87)

მკითხველის კომენტარები / 20 /
საქართველომ უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო თამაშები. საქართველოში ფეხბურთი არ გამოდის
Гиорги
17 ნოემბერი 2022 22:29
1
დროზეა საჭირო ცვლილებები სამწვრთნელო შტაბში, თორემ მომავალ წელს ჩვენს გუნდს იგივე დაემართება, რაც კალათბურთში მოხდა ამ შემოდგომაზე
სიმართლე
17 ნოემბერი 2022 15:34
0
ყველაზე სუსტი ნაკრები სან მარინოს შემდეგ!!! რა არა???
წაიკითხე ხმამაღლა
17 ნოემბერი 2022 08:03
0
დღეს თამაშის შემდეგ სვანაძეს ოჯახის წევრი კონკრეტულად ბიძა და მამა ფეხბურთელებს უდიერად იხსენიებდნენ..ეს კომუნისტები თბილად არიან ნაკრებში,ფედერაციას აწყობს მსგავსი ფორმატი იმიტომ რომ სოლიდური ანაზღაურებიდან გარკვეული პროცენტი უკან ბრუნდება..
zura
16 ნოემბერი 2022 23:52
6
გაითვალისწინეთ რომ კვარაცხელია, მამარდაშვილი, დავითაშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი ამ ასაკის არიან და პირველ ნაკრებს ჰყავს წაყვანილი. ათხოვეთ ეს ხალხი სვანაძეს და შემდეგ მოვთხოვოთ შედეგი. მეორე შემდაგენლობაა ფაქტობრივად.
ნუგზარი
16 ნოემბერი 2022 23:36
22
მომენტი უნახავს მამიკოს ბიჭების შესაყრელად და მაყუთის საკეთებად!
Giusha3232
17 ნოემბერი 2022 02:44
3
Ara mgonia romelime normaluri nakrebi amden ukan pass aketebdes da ase zozinit tamashobdes sheidzleba chamogedzinos kacs,,es ra seni gvaqvs qartvelebs?!ar vici 17,19,21 nakrebebi arafer shedegebs deben(gacilebit uketesi shedegebi iko wina wlebshi)da am dros kargi akademiebit da nichieri taobebit viwonebt tavebs,amas droze tu ar miexeda marto kvara da mamarda ver gvishvelis damijeret...
Givi
16 ნოემბერი 2022 23:07
0
რატომ არის სვანაძე ოჯახით ნაკრებში დასაქმებული?მამა,ბიძა,თვითონ..თანაც სოლიდური ანაზღაურებით ოჯახის წევრები..
zura
16 ნოემბერი 2022 22:42
1
Shtabewdileba damrcha rom shesvenebisas ragac gaimaza...samwuxaroaa
Givi
16 ნოემბერი 2022 21:19
2
რა გახდა ეს მაფიოზის სვანაძე?! მოიყვანეთ ისეთი პატიოსანი მწვრთნელი,რომელიც უპატროენებიდანაც აარჩევს ნიჭიერ ბიჭებს,ხომ ხედავთ რომ ამ მამიკოების ბიჭებით ფონს ვერ გადიხართ.აუტანელე ხდება დღითიდღე ამ მაფიოზების ქვეყანაში ცხოვრება.
Giusha3232
16 ნოემბერი 2022 21:14
1
მე არ ვიცი ფედერაცია ამ ასაკობრივი ნაკრებების თამაშს არ უყურებს? რაღაც სისტემაში უნდა მოვაქციოთ მოვაქციოთო რომ ჰკითხო და ფაქტია რასაც მე ვუყურებ ყველა ასაკობრივის თამაშს გუნდი თამაშობს გეგონება მეტოქის კარები არ არსებობს, უაზრო გადაგორება გადმოგორება, ის რომ აკადემიები მუშაობენ კარგად ესეც ტყუილია, შეხედეთ ჩვენი 17 წლამდელები ანდა 19 წლამდელები რომ თამაშობენ ფიზიკურად მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ასაკით უფროსები გეგონება, აქაც იგივე ხდება რაც კალათბურთში რამოდენიე გამორჩეული ტალანტი გაისვრის მაგალითად კვარაცხელია იქ იყო ფაჩულია და მისი თაობა და ამას ამოეფარებიან ფიფიები იტყვიან აი აკადემია კვარაცხელია გავზარდეთო არადა ვისაც გახსოვთ კვარაცხელიაზე დოკუმენტური ფილმი რუბინში რომ იყო იქ პირდაპირ ითქვა რომ სრულიად მოუმზადებელი ჩავიდა დიდი ფეხბურთისთვის უბრალოდ ძალიან ნიჭიერი იყო და იქ ამოაქაჩინეს ბევრი სხვა რამე, ამიტომაც არის რომ წინ ვერ მივდივართ, იმიტომ რომ 2-3 კაცის მეტი არ გვყავს სისტემა არ მუშაობს რეალურად, თორემ მასე ნიჭიერი ბავშვები ყველთვის იყვნენ ყველაზე ცუდ დროსაც გვყავდა მჭედლიძე და ყენია მაგრამ როგორც ამთავრებდნენ კი ვიცით, ამ ფედერაციამ ცოტა გაახილოს თვალები კვარაცხელიას წარმატებას თავის წარმატებად ნუ გვასაღებენ.
ნიკო
16 ნოემბერი 2022 21:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული