რამაზ სვანაძე: ეს მუშა პროცესია - გაძლიერებისთვის დიდი რესურსი გვაქვს

AutoSharing Option
21-წლამდელებს შორის ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ისრაელთან 1:2 დამარცხდა. ნამატჩევს nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:

"ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. ყველაზე საწყენი ისაა, რომ ძალიან კარგი, დალაგებული პირველი ტაიმის შემდეგ გუნდი, განსაკუთრებით, გაშვებული გოლის მერე, ფსიქოლოგიურად მოიშალა, უკვე არ სრულდებოდა დავალება, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო მიცემული. ამ კომპონენტზე ბევრი გვაქვს სამუშაო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა გამოცდილების ფაქტორს უნდა გავუსვა ხაზი, რადგან დღეს ბევრი ახალწვეული გვყავდა, ბევრს დებიუტი ჰქონდა, ბევრმა მეორე-მესამე მატჩი ჩაატარა და ყველაფერი უფრო ამით
აიხსნება. საერთო ჯამში, ეს შეკრება ორი შეხვედრისგან შედგება. ახლა მეორე თამაშისთვის სერიოზულად მოვემზადებით. გაძლიერებისთვის ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, რაც ყველასთვის კარგად ცნობილია.

ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოსვლა და წარმატების მიღწევაა. ეს ყველაფერი მიღწევადია, ყველაფერი წინ გვაქვს, ამაზე უარი არავის უთქვამს. მე მესმის გულშემატკივრის, რომ მესამე მარცხი განვიცადეთ, მაგრამ ეს მუშა პროცესია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება".

მკითხველის კომენტარები / 8 /
წლის ბოლოს ნეტა რომელს გადასცემენ წლის ყველაზე უნამუსო მწვრთნელის ჯილდოს ამას თუ მაისაშვილს?????? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ხალხი ფულის გამო რას არ აკეთებს........ ხო ხედავთ რო თქვენს ხელში რეგრესი აქვთ გუნდებს განა რამდენს იღებთ მაგ ხელფას რომ ასე გაანადგურეთ ნაკრები?!
რონი
17 ნოემბერი 2022 11:41
1
შემდგომ თამაშში უნდა გვანახოთ,რომ ძლიერდებით.შემართება და აგრესიულობა და სულ გახსოვდეთ ვის წარმოადგენთ!
მერაბი
17 ნოემბერი 2022 10:59
2
ამ მწვრთნელით ვაპირებთ ევროპაზე თამაშს? მასპინძელი ქვეყანა ხარ და უპირატესობა გაქვს მაგ მხრივ, გამოიყენე რა, მოიყვანონ ვინმე ნორმალური მწვრთნელი. რაც დანიშნეს მე არაფერი პოზიტიური არ მინახავს ამისგან ჯერ
დავით
17 ნოემბერი 2022 10:10
0
ახალი მწვრთნელის მოყვანა-ეს არის მუშა პროცესი
გიგი
17 ნოემბერი 2022 01:53
1
მუშა პროცესი სულ იქნება,მაგრამ მთავარი ისაა რომ გუნდი საშინელ უსახურ ფეხბურთს თამაშობს, არანაირი გააზრებული კომბინაცია ან სქემა. მწვრთნელის ხელი არ ეტყობათ.დღეს მსაჯიც ჩვენკენ იყო, მაგრამ გოლი ვერ გააქვთ, თავდასხმა მხოლოდ ბურთის უკან დასაგდებად ჰყავთ. დაცვა უსუსტესია ბურთის ამოტანისასაც და სტანდარტულების დროსაც.და ნახევარდაცვა სრულიად მოშლილი იყო, არ არსებობდა.იმხელა ზონებს ტოვებდნენ ცენტრში,ყველა ვერტიკალი პასი გაუვიდა ისრაელს.უამრავი ტექნიკური წუნი იყო და ბევრი ელემენტარულად,უკლასო ბავშვი.მეკარე რომ არა, ობიექტურად 1-4 ან 1-6 იც შეიძლებოდა ყოფილიყო. მუშა პროცესია რაა.
გია
17 ნოემბერი 2022 00:46
1
რა ვიცი, რა ვიცი!
კალათბურთელთა მწვრთნელი ზუროსიც სულ საბოლოო მოგებას გვპირდებოდა, მაგრამ რაც მოხდა ყველამ ერთად ვნახეთ!
პლეხანოვზე გაზრდილი
16 ნოემბერი 2022 23:28
2
ზუროსაც ეგრე იძახდა ევროს წინ )))))))))))))))))
აბო
16 ნოემბერი 2022 23:26
2
Yvelam vicit musha roa procesi axali tqvi rame sami tamashi ro usaxurad atamashe gundi
Tbilis
16 ნოემბერი 2022 23:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული