გუნდს დღეს 21-წლამდელთა კაპიტანი გიორგი გულიაშვილი შეუერთდა და ვარჯიშის შემდეგ მოახლოებული შეხვედრის შესახებ თანაგუნდელთან - გიორგი მოისწრაფიშვილთან ერთად ისაუბრა.
გიორგი გულიაშვილი: "შარშანდელის მსგავსად, გვინდა წელი გამარჯვებით დავიწყოთ. ამას გარდა, ლატვიასთან მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო შეხვედრაა და გვსურს ტურნირს კარგი განწყობით შევხვდეთ."
გიორგი მოისწრაფიშვილი: "მესამე დღეა, რაც შეკრებაზე ვართ. იდეალური გარემოა სავარჯიშოდ და კარგი იქნება, რომ ეს მომზადება 26-ში, შედეგში გარდავსახოთ. ლატვია კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ
ჩვენი ფეხბურთის თამაშს შევეცდებით და იმედია, წლის პირველ მატჩს გამარჯვებით დავასრულებთ."
nakrebi.ge