U16 | სლოვენია 3:1 საქართველო - მეორე ადგილი UEFA-ს განვითარების თასზე

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, სან-მარინოში გამართულ უეფა-ს განვითარების თასზე ჯგუფის ბოლო, მესამე ტურის შეხვედრა უშუალო კონკურენტის - სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 1:3 დამარცხდა.

შეხვედრაში ჩვენი ასაკობრივიდან ერთადერთი გოლი გიორგი მანუელ ჩუბინიძის ანგარიშზეა, რომელმაც ასაკობრივ დონეზე მეორე გოლის გატანა შეძლო. გიორგი ჩიტაურის გუნდმა ტურნირზე 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, კვიპროსში გასამართ 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, საკვალიფიკაციო რაუნდში დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
გიოს გამო ვუყურებ ხოლმე ხანდახან ბორნმუთის თამაშებს 2-3 წელიწადში იმედია შანსი მიეცემა და როგორც მის კლუბს ისე მას ვგულშემატკივრობ. დანარჩენი ისედაც ცხადია, საკლუბო ფეხბურთიდან მოდის სანაკრებო წარმატება. საკლუბო 0ზეა დასული ვინმე ნიჭიერი გამოჩნდება ეგრევე უცხოეთისკენ აქვს თვალი და ვერც გაამტყუნებ აქ ვერ განვითარდები. სადაც დინამოს ესტონეთის კლუბი აგდებს პირველ ეტაპზე, რომელმაც პირველად ითამაშა ევროპატურნირებზე, სხვას რა უნდა მოთხოვო. მამიკოს ბიჭები ნაკრებში გადაღეჭილი თემაა და ყველამ ვიცით
Haaland
10:28 10-04-2023
0
ამ გუნდს მწვრთნელი რომ ყავდეს კარგი იქნება..ვინც არის ეგ ძსლიან დიდი სირცხვილია
გაგა
10:01 10-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული