საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თბილისის ზღვაზე, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე განაგრძობს.
რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს 24-კაციანი შემადგნელობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესს გუნდის კაპიტანი - ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა, რომელსაც საზარდული აწუხებს და მოსამზადებელ ეტაპს რამდენიმე დღე ინდივიდუალური პროგრამით გაივლის.
U21 | გაფართოებული შემადგენლობა
რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს 24-კაციანი შემადგნელობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესს გუნდის კაპიტანი - ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა, რომელსაც საზარდული აწუხებს და მოსამზადებელ ეტაპს რამდენიმე დღე ინდივიდუალური პროგრამით გაივლის.
U21 | გაფართოებული შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).
მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), მათე აბულაძე (სამტრედია),
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ცოტნე ფაცაცია (შუქურა ქობულეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი).
თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ლადო ჩიხრაძე (სამგურალი).
შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძის გუნდი 15 ივნისს, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, კვიპროსს უმასპინძლებს და ამხანაგურ მატჩს გამართავს. მატჩის შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს "დინამო არენაზე" პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.
U21 | მატჩების განრიგი
21 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | 20:00
24 ივნისი | საქართველო V ბელგია | 20:00
27 ივნისი | საქართველო V ნიდერლანდები | 20:00
უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს "ბათუმი არენა" უმასპინძლებს.
nakrebi.ge