ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს "დინამო არენაზე" პორტუგალიასთან მატჩით გახსნის. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ტურნირისთვის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი,
პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი).

გაფართოებული სიის სამი წევრი - გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი) და შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ევროპის ჩემპიონატამდე გუნდთან ერთად მოემზადება და საჭიროების შემთხვევაში მზად იქნებიან, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარონ.

გაფართოებულ სიაში მყოფმა ფეხბურთელებმა - გიორგი მიქაუტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ, შემადგენლობაში არყოფნის მიზეზებზე საკუთარი სოციალური მედიის არხებით ისაუბრეს.

ხვიჩა კვარაცხელია ("ფეისბუქის" პოსტი): "დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

გიორგი მიქაუტაძე ("ინსტაგრამის" პოსტი): "ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს და გულშემატკივარს. მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ მინდა იცოდეს გულშემტკივარმა, რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლოებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში რთული იქნება.

წარმატება საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ."

U21 | მატჩების განრიგი

21 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | 20:00
24 ივნისი | საქართველო V ბელგია | 20:00
27 ივნისი | საქართველო V ნიდერლანდები | 20:00

უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს "ბათუმი არენა" უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 52 /
დღევანდელ თამაშს აჩვენებს რომელიმე არხი ?
ვანო სანაია
15 ივნისი 2023 19:00
1
მერე პაკისტანურ სერიალებს რაღა უყონ?
დდდ
15 ივნისი 2023 20:40
0
აი რაზე უნდა ელაპარაკო ადამიანს, ვინც კომენტარებში წერს, ნაკრებს როცა დაჭირდა სულ რაღაც მოიმიზეზა კვარამოო.
ხალხო სულ დაკარგეთ ნამუსი?
ფეისბუქი გადაჭრელებულია მსგავსი კომენტარებით. ასეთი უმადურები როგორ ხართ?
შარშან ამ დროს ერთა ლიგაზე ყველა თამაში რომ მოიგო ასე მალე დაგავიწყდათ? მაკედონიასთან ის სასწაული გოლი ასე მალე დაგავიწყდათ?
სხვა თამაშებზე და ესპანეთთან, შვედეთთან გოლებზე აღარ ვსაუბრობ, ეგ უკვე ისედაც დავიწყებული გაქვთ.
ჩემამდე არ მოდის რატომ ჰყავს მაინცდამაინც ხვიჩას ამდენი მოძულე საქართველოში.
რატომ მაინცდამაინც ხვიჩას?
მის გამოჩენამდე ბრწყინავდა ნაკრები და მან რამეში ხელი შეგვიშალა?
როცა ნაკრებს დაჭირდა სპეციალურად თავი აარიდა და არ ჩამოვიდა? რაიმე არასწორი და არაპატრიოტული გააკეთა?
რა გჭირთ რატომ ხართ ასეთი ბოროტები და ბოროტებასთან ერთად მოკლე მეხსიერებიანები?
მე არ ვარ იმ დონეზე პატრიოტი, რომ ჩემმა ქვეყანამ მიწასთან გამასწოროს და მაინც ამათთვის თამაში მომინდეს.
ხელფასს ნაკრებიდან არ იღებს, პლიუს ლანძღვა-გინება, აქეთ ვიღაცასთან ფოტო ვერ გადაიღოო და კიდე დამატებული ლანძღვა, აქეთ u21 ში ვერ თამაშობსო და აუყროლეს კედელი. თქვენ ეგ ადამიანი მართლა უთავმოყვარეო რობოტი ხო არ გგონიათ?
ერთი მიზეზიც არ არსებობს, კეთილი ნების გარდა, რომ ასეთი გულშემატკივრისთვის დაიხარჯო.
რატომ ვერ გრძნობთ თქვენს წილ პასუხისმგებლობას?

!!
16 ივნისი 2023 12:36
1
21 წლამდელთა გუნდმა უკვე ჩამოაყალიბა თავისი შემადგენლობა კარგა ხნით ადრე.რამდენი ვარჯიში და თამაში ჩაატარეს ერთად. ხვიჩა 18 წლის ასაკიდან უკვე ეროვნულშია და ასაკობრივთან შეხება არც ჰქონია.
როგორ ფიქრობთ, ეროვნული თამაშებიდან დაბრუნებული უცებ თუ შეუერთდებიდა ახალგაზრდულს, შემადგებლობა უნდა შეცვლილიყო, გუნდი ხვიჩაზე აწყობილიყო, ვინც მის ადგილას თამაშობს სკამზე უნდა გადამჯდარიყო და სრულიად ახალ სქემაზე გადაწყობილიყო გუნდი? იქნებ ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ გუნდში არეულობის შეტანა არუნდოდა?
გადაღლილობა რომც ეგრძნო და მაგიტომ ეთქვა უარი, ეგეც სრულიად გასაგებია, რადგან დატვირთული სეზონი ჰქონდა, მაგრამ ზემოთ რაც დავწერე ის უფრო დიდი მიზეზია ვიდრე მისი გადაღლილობა.
ეს ჩემპიონატი ბევრ ტალანტს აღმოაჩენს ჩვენთან და დარწმუნებული იყავით მარტო ხვიჩას გამო ვინც უყურებთ ფეხბურთს და მარტო ხვიჩას გამო იყიდეთ ბილეთები, ეს არც პატრიოტიზმში წერია და სხვა ბიჭებსაც ამიტ მოტივაციას უკლავთ, ხვიჩას კი უდიდეს ზიანს აყენებთ არასწორად და შეუგნებლად წამოსროლილი კომენტარებით!
Skeleton
16 ივნისი 2023 11:46
0
რამდენი ავადმყოფი აკომენტარებს, წარმოუდგენელია. ბილომდე ვერ ჩავიკითხე კომენტარები. მაგრად შემრცხვა.
აკო
16 ივნისი 2023 09:19
0
https://www.livescores.bz/?id=1934408&s=a
ლაშა
15 ივნისი 2023 21:31
0
უბრალოდ სირცხვილია რა ლოგიკით დააყენე კუტალაძე როცა ძირითადში დინამოში კერესელიძე დგას
ირაკლი
15 ივნისი 2023 20:38
0
Ras lanzgavt kvaras da miqautaze, roca nakrebs mwvrtneli ara yavs. Svanazit verafers miagwev tundac 11kvara gvyavdes.ubnis chempioni kiaraa.milionebs mwvrtnelebs tyuilad kiar uxdian, tu rame shedegs dadebaze iyo fiqri profesionalze unda chaebarebiat nakrebi.
Gia
16 ივნისი 2023 12:15
0
არავინ იცით სტრიმი თამაშის
Me
15 ივნისი 2023 21:07
0
ხალხო თამაშს არ აჩვენებენ დღევანდელს ?მიპასუხეთ თუ არის სადმე
Dato
15 ივნისი 2023 20:19
1
არსად არაა @ მადლობა ჩვენს ფედერაციას და "ტელევიზიებს" @@
zura222
15 ივნისი 2023 21:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული