U21. წიტაიშვილის გოლი და საგოლე პასი - საქართველომ კვიპროსს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპირველობისთვის ემზადება, საკუთარ მოედანზე კვიპროსი 2:0 დაამარცხა.

გოლით და საგოლე გადაცემით თავი გიორგი წიტაიშვილმა გამოიჩინა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 21 ივნისს პორტუგალიასთან ჩაატარებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - კვიპროსი 2:0
გოლები: 1:0 წიტაიშვილი (3), 2:0 ხვადაგიანი (51)

საქართველო: კუტალაძე (ყალიჩავა 84), გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი (კაპანაძე 62), საზონოვი, მოისწრაფიშვილი (სიგუა 75), წიტაიშვილი (ჯინჯოლავა 84), ნ. გაგნიძე (შ. ნონიკაშვილი 84), ლომინაძე (ო. მამაგეიშვილი 62), გულიაშვილი, გაგუა (ნ. ხორხელი 75)


მკითხველის კომენტარები / 35 /
ლოკომოტივიდან რომ რეპორტაჟს არცერთი ტელევიზია არ გააკეთებს რა უნდა ილაპარაკო?!
ლაშა
15 ივნისი 2023 22:10
2
ამხელა მოლოდინი,ინტერესი და რატომ დაუმალეთ ხალხს ეს მატჩი? რა,ვინმეს "ვემალებით" ტურნირის დაწყებამდე,ესაოდა არ გაგვშიფრონ დროზე ადრეო? დილიდან კაი განწყობით ველოდი რვა საათს,ვერ წარმოვიდგენდი,რომ რომელიმე არხზე არ იქნებოდა პირდაპირი ეთერი.მეწყინა და ძალიან გავბრაზდი.უამრავი იქნებოდა ჩემსავით.რათა ჰქენით ასე?
მინდია
15 ივნისი 2023 22:20
2
ტელერეპორტაჟი რატომ არ იყო?
aaa
15 ივნისი 2023 22:06
1
რეპორტაჟი არ იყო და ვიდეო მაინც დაგედოთ,
ტტტ
15 ივნისი 2023 22:03
1
სავარაუდოდ, ფედერაციამ ინერციით იმოქმედა და საკუთარ თავსაც ძვირი დაუფასა რეპორტაჟი და სანამ თავის თავს ევაჭრებოდა, ამასობაში მატჩიც დამთავრდა, თორემ რატომ არ გვიჩვენებდნენ?!,,,
დდდ
15 ივნისი 2023 22:22
4
რადიოში მაინც გაგეშვათ. ძველ დროში რომ იყო ისე.კომენტატორიც ვერ იპოვეთ?
დავით 67
16 ივნისი 2023 01:33
0
ლუდები მოვარაგეთ. ველოდებოდით როგორ ითამაშებდნენ ბიჭები. ძაან მოვემზადეთ. ვერაფრით ვერ დავიჯერეთ რომ რეპორტაჟი არ იყო. ეს რა უდედურებაა, ვინმემ პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე. ვიდეო მაინც დადეთ
ვანჩოპე
15 ივნისი 2023 23:56
3
ძალიან კარგია,რომ გიო გამოირჩა.ძალიან სჭირდებოდა!ამ თამაშის არ ჩვენება,არ არის გულშემატკივრის უპატივცემულობა?მერე ხალხი სტადიონზე რომ არ მოვიდეს,იქით იტყვით საყვედურებს,მაგრამ შენ თუ არ მცემ პატივს,მე რატომღა უნდა გცე?ბიჭებმა რა დააშავეს,თორემ,თქვენ ნამდვილად იმსახურებთ!
სოსო
15 ივნისი 2023 23:38
3
ესენი არიან მაზოხისტები. პირველი ნაკრების თამაშს როგორ აჩვენებენ. იმასაც წინასწარ არ გატყობინებენ, რეპორტაჟი სად ეძიო. არაადამიანები.
ჭიჭე.
19 ივნისი 2023 19:59
0
მშვენიერი შემადგენლობაა ხვიჩას და მიქაუტაძის გარეშეც, იგივე წიტაიშვილი (ევროპის ჩემპიონია სხვათაშორის უკრაინის სახელით), ლუკა გაგნიძე ზურიკო დავითაშვილი ხელწამოსაკრავი ძალა კი არ არიან. საზონოვი აზაროვი და სხვებიც კარგი ბიჭები არიან. ერთი მწვრთნელი მაფიქრებს თორე შემადგელობა იმაზე სერიოზულია ვიდრე გგონიათ
ერთი
16 ივნისი 2023 06:38
2
შენიშვნა წიტაიშვილს აქვს მოგებული მსოფლიოს 20(წლამდელები)
simartle
16 ივნისი 2023 11:24
0
მსოფლიო ჩემპიონია გიორგი წიტაიშვილი!
ლაშა
16 ივნისი 2023 09:22
0
ყველა გამოხმაურება
მობილურიტ გადაგებული მაიმწ გვანახეთ გოლები
ემიგრანტი
15 ივნისი 2023 23:58
1
თამაში დავუმალეთ პორტუგალიას:)
gio
16 ივნისი 2023 00:38
1
ფარნიანი ნოკიის მეტი არ ჰქონდათ
ი.ს.
16 ივნისი 2023 00:11
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული