U21. ევროპირველობის ბრწყინვალე დასაწყისი - საქართველომ ვიცე-ჩემპიონს სძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ძალიან ძლიერი გუნდი 2:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა ჩვენი გუნდი თავს უნარიანად იცავდა, მომენტების შექმნის შესაძლებლობას არ აძლევდა, შუა პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე აწევა, თამაშის მეტ-ნაკლებად გათანაბრება და ანგარიშის გახსნა შეძლო. წიტაიშვილის მიერ გადაკიდებულ ბურთზე ბრძოლა გაგუამ არაუხოს მოუგო და ბიაის კარი დალაშქრა. სტუმრებმა კარში პირველად მხოლოდ 43-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც სოუზას გასროლილი მეკარე კუტალაძემ მოიგერია. კომპენსირებულ დროში კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საზონოვმა პორტუგალიელთა კარში მიუჩინა ადგილი.
მოკლედ, ორიდან ორივე შანსი გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

მოწინააღმდეგის მწვრთნელმა რუი ჟორჟემ შესვენებაზე შეტევაში ორმაგი ცვლილება განახორციელა და დიდი ძალებით იერიშებზე გადმოვიდნენ. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემაც გააკეთა ცვლილებები - ჯერ პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული გოჩოლეიშვილი და აზაროვი წიტაიშვილისა და გულიაშვილის ნაცვლად შეუშვა მოედანზე, შემდეგ მოისწრაფიშვილი დავითაშვილით შეცვალა. სამწუხაროდ, ადრე მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა ჩვენს კაპიტან მექვაბიშვილს, რომელიც ლომინაძემ ჩაანაცვლა. კონტრშეტევაზე გაგუას პასით გოჩოლეიშვილი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, არაუხომ წააქცია და ის მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა ტურნირი შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო.

პარალელურ მატჩში ბელგია და ნიდერლანდები დაზავდნენ (0:0) და A ჯგუფში ჩვენი გუნდი გალიდერდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 24 ივნისს ბელგიას, ხოლო პორტუგალია ნიდერლანდებს შეხვდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 გაგუა (37), 2:0 საზონოვი (45+1)
გაძევება: არაუხო (76)

საქართველო: კუტალაძე, ხვადაგიანი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე, წიტაიშვილი (აზაროვი 58), გულიაშვილი (გოჩოლეიშვილი 58), მექვაბიშვილი (ლომინაძე 67), ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი (დავითაშვილი 67), გაგუა (სიგუა 90+4)

მკითხველის კომენტარები / 85 /
ნეტავ განათლება და განვითარება ერისა იყოს პრიორიტეტი სრულიად ქართველებისა… მერე უფრო გასაგები იქნება ყველაფერი. ფეხბურთს აღარ ვჩივი… ძმაო ძალიან მდაბიო აზროვნება გვაქვს ქართველებს! ძალიან თვითდაჯერებული გაუმათლებელი იდიოტები ვართ! ძალიან ტეხავს….კავკასიელი=ემოციური, მაგრამ უტიფარი როდემდე უნდა ვიყოთ ???
მინდა რომ…
22 ივნისი 2023 02:08
9
მართლა რა სჭირს ამ ხალხს?! ან დიდების ნაკრებისგან რა გინდათ, ან კვარაცხელიასგან? ითამაშა ორივე შეხვედრაში. კიდევ აქ ჩამოსვლა და ახალგაზრდულში თამაში, ძალიან ნამეტანი იქნებოდა. ზედმეტს ითხოვთ. მაგრამ თქვენ კი არაფერს ითხოვთ სინამდვილეში. უბრალოდ ჩასაფრებულები ხართ, ან ხელისუფლებაზე გაბრაზებული, ან ოჯახის წევრზე, ან ცხოვრებაზე გაბოროტებული. ადამიანმა შეიძლება მხოლოდ გითანაგრძნოთ და გითანაგრძნობთ. თქვენზე არ შეიძლება გაბრაზდეს კაცი. თქვენს პოლიტიკურ გემოვნებასაც არ შევეხები. ყველაფერი ნათელია :)
odala
22 ივნისი 2023 01:33
18
კვარასადმი პრეტენზიები ვისაც გაქვთ და ვერ აანალიზებთ რატო არ/ვერ თამაშობს ამ ჩემპიონატზე, შეგიძლიათ მითხრათ ჰალანდი რატომ არაა ნორვეგიის უ21-თან ერთად ევროპაზე ? (ეგენიც თამაშობენ D ჯგუფში)
nk
22 ივნისი 2023 01:24
14
გაგნიძემ გუშინ და დღეს 2თამაში ითამაშა გადაბმულად?
გაგუაზე ვიტყოდი-პირველ ნაკრებში დაუძახებენ ალბათ მალე და ისედაც-ბევრი დაწინაურდება პირველ ნაკრებში.
როცა ასეთი ბიჭები მოდიან რაის ქვილითაია-კვეკვე-აბუ-კაშია(მადლობა მაგათ იმისთვის რაც აქამდე გაიღეს)
Levani
22 ივნისი 2023 01:13
6
არის კიდევ დომენტი გაგნიძეც, ოღონდ ახლა ვეტერანია და უკვდავების წამლებს ამზადებს საკატრი საიდუმლო რეცეპტით - "გაგენოლი" და "დომენტოლი" არის მისი სასაქონლო (საფირმო) ნიშანი.
1
22 ივნისი 2023 02:32
17
ლუკა სათადარიგოებში,სკამზე იჯდა.მოედანზე,ნიკა გაგნიძე იყო.
სოსო
22 ივნისი 2023 02:27
0
ყველა გამოხმაურება
ცოტა სასაცილოები ხართ ეს ერთ დღეს მაგინებლები და მეორე დღეს მადიდებლები.
ამ ბიჭებსვე ერთი რო დაუცდებათ პატარაზე ფეხი, გინებას დაუწყებთ ეჭვიც არ მეპარება . . .

მადლობა როგორც ახალგაზრდულს, ასევე ეროვნულს, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ ორი თამაში წააგეს და თითმის ყველა თამასი მოიგეს.
გუშინდელ თამაშს რაც შეეხება, წყალბურთი იყო და ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნენ, მარტო იმ ფაქტითაც, რომ გოლის გაშვების მერე მაშინვე შეაჩერა თამაში (როცა მანამდე უნდა შეეჩერებინათ ! ).

დიდი მადლობა კვარას ყველაფრისთვის რაც გააკეთა. კი გულდასაწყვეტია კვარა და მიქა, რომ არ იქნებიან, მაგრამ გუნდური თამაშისა და შედეგებისთვის ალბათ ესეც აჯობებდა. (დაიწყებდნენ მარტო კვარა-მიქაზე გუნდის აწყობას და შეიძლება უარესი შედეგი მოეტანა).

წარმატებები ჩვენ 21 წლამდელებს ამ ევროზე, იქნებ სამეულში მოვახერხოთ გასვლა.
nk
22 ივნისი 2023 01:08
4
ამ ბიჭებს უნდა ეთამაშათ შოტლანდიასთან, თავმოყვარეობა მაინც აქვთ მინიმუმ და ჟილკა.................
nika
22 ივნისი 2023 01:07
11
ამ თამაშით,მწვრთნელმა რამაზ სვანაძემაც დაამტკიცა,რომ მწვრთნელია და ფეხბურთელებმაც,რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.თუ ვინმეს ჰგონია,რომ პორტუგალიის ნაკრებია სუსტი და ამიტომ მოვუგეთ,მათი სტატისტიკა და ისტორია წაიკითხოს.ჩვენმა ნაკრებმა,ამ გამარჯვებით,ძალიან ხმამაღალი განაცხადი გააკეთა და იმედი ვიქონიოთ,ასევე გააგრძელებს.ასე ორგანზებულად,ჩვენს პირველ ნაკრებს რომ ეთამაშა,შედეგი,სულ სხვა იქნებოდა.ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას და ვთხოვ,ეიფორიას არ მიეცნენ.წინ კიდევ უფრო მძიმე თამაშებია,სტადიონიც ამ გამარჯვების შემდეგ,ალბათ ბოლომდე გაივსება და ამისათვის,ფსიქოლოგიურად,მზად უნდა იყვნენ.სხვა ნაკრებები,ახლა გაცილებით უფრო სერიოზულად რომ მოგვეკიდებიან,ეგეც ცხადია და შესაბამისად, პორტუგალიელებივით თავქუდმოგლეჯილები აღარ შემოგვიტევენ.ჩვენ უკვე მეტნაკლებად პირველ ნომრად მოგვიწევს თამაში და ვნახოთ,რამდენად გამოგვივა ეს ყველაფერი.გილოცავთ ბიჭებო და კიდევ უკეთეს თამაშს გისურვებთ!
სოსო
22 ივნისი 2023 00:55
2
ვინ სად გადაიღალა - არ ვიცი, მარა
ის ბიჭები - ვინც გიშინ გლაზგოში ითამაშა და დღეს თბილისში - საქართველოს სიყვარულში იღლებიან. მამარდა, დავითაშვილი, აზაროვი, გაგნიძე, გოჩო, საზონოვი - თქვენს კაცობას გაუმარჯოს!!!
პავლე
22 ივნისი 2023 00:43
3
ასპროცენტიანი ხარ პავლე. ვინც ამ კომენტარზე დისლაიქები დაგიწერა, ერთი მოვუსმენდი რა მოტივით....
jeko
22 ივნისი 2023 14:54
0
ვულოცავ ჩნენს ნაკრებს ამ გამარჯვებას , ყოჩაღ ბიჭებო. რაც შეეხება კვარაცხელიას, არ გცვენიათ რეებს კადრულობთ ? მესი გაიხსენეთ არგენტინის ნაკრებში რო ვერ თამადობდა, მაგრამ
მერე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩვენ კვარაცხელიას ღირსები არ ვართ
ლაშა 19
22 ივნისი 2023 00:32
16
არა მაგ დროს არვამბობ ენამახვილო მე იმ პერიოდს ვამბობ როდესაც მესი ვერ თამაშობდა და არგენტინელები ამბობდნენ ეგ კატალონიელია და არა არგენტინელიო გაიგე
კაი ერთის
23 ივნისი 2023 00:39
0
და როდის ვერ თამაშობდა მესი არგენტინის ნაკრებში? აი მაშინ ხომ არა, მაშინდელი უმწვრთნელო, გათიტოკაცებული არგენტინის ნაკრებები რომ პირადად ათრია და ერთხელ მსოფლიო თასის ფინალში ათამაშა (ეს გუნდი, რომელიც ჯგუფიდან ვერ გადიოდა მესი რომ არა და როგორც მახსოვს 6 გატანილი გოლიდან 3 მესიმ გაიტანა და ერთი კიდევ მისი ასისტით იყო) და სამჯერ კიდევ კოპა ამერიკის ფინალში? ან მაშინ, ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლე რომ გახდა კარგა ხნის წინ პლეიმეიკერი კაცი?
კაი ერთი
22 ივნისი 2023 14:30
1
ყველა გამოხმაურება
ჩემპიონები რომ გახდნენ, მერე ინანებენ ხვიჩა და გიორგი რატო მონაწილეობა არ მივიღეთო
კობა
22 ივნისი 2023 00:14
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული