U21. ევროპირველობის ბრწყინვალე დასაწყისი - საქართველომ ვიცე-ჩემპიონს სძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ძალიან ძლიერი გუნდი 2:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა ჩვენი გუნდი თავს უნარიანად იცავდა, მომენტების შექმნის შესაძლებლობას არ აძლევდა, შუა პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე აწევა, თამაშის მეტ-ნაკლებად გათანაბრება და ანგარიშის გახსნა შეძლო. წიტაიშვილის მიერ გადაკიდებულ ბურთზე ბრძოლა გაგუამ არაუხოს მოუგო და ბიაის კარი დალაშქრა. სტუმრებმა კარში პირველად მხოლოდ 43-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც სოუზას გასროლილი მეკარე კუტალაძემ მოიგერია. კომპენსირებულ დროში კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საზონოვმა პორტუგალიელთა კარში მიუჩინა ადგილი.
მოკლედ, ორიდან ორივე შანსი გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

მოწინააღმდეგის მწვრთნელმა რუი ჟორჟემ შესვენებაზე შეტევაში ორმაგი ცვლილება განახორციელა და დიდი ძალებით იერიშებზე გადმოვიდნენ. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემაც გააკეთა ცვლილებები - ჯერ პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული გოჩოლეიშვილი და აზაროვი წიტაიშვილისა და გულიაშვილის ნაცვლად შეუშვა მოედანზე, შემდეგ მოისწრაფიშვილი დავითაშვილით შეცვალა. სამწუხაროდ, ადრე მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა ჩვენს კაპიტან მექვაბიშვილს, რომელიც ლომინაძემ ჩაანაცვლა. კონტრშეტევაზე გაგუას პასით გოჩოლეიშვილი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, არაუხომ წააქცია და ის მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა ტურნირი შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო.

პარალელურ მატჩში ბელგია და ნიდერლანდები დაზავდნენ (0:0) და A ჯგუფში ჩვენი გუნდი გალიდერდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 24 ივნისს ბელგიას, ხოლო პორტუგალია ნიდერლანდებს შეხვდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 გაგუა (37), 2:0 საზონოვი (45+1)
გაძევება: არაუხო (76)

საქართველო: კუტალაძე, ხვადაგიანი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე, წიტაიშვილი (აზაროვი 58), გულიაშვილი (გოჩოლეიშვილი 58), მექვაბიშვილი (ლომინაძე 67), ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი (დავითაშვილი 67), გაგუა (სიგუა 90+4)

მკითხველის კომენტარები / 85 /
არ ვიცი მერე რა იქნება, მაგრამ ამ კონკრეტულ თამაშში ჩვენმა მწვრთნელმა დაცვა გაცილებით უკეთ დაალაგა ვიდრე სანიოლმა გუშინ. სანიოლი 20-30 წლის წინანდელ დაცვას ათამაშებს ნაკრებს. დღევანდელ თამაშს რაც შეეხება ძალიან სწორად და კარგად ითამაშეს მეორე ნომრად. ვნახოთ ,პირველ ნომრადაც თუ ასეთი ხარისხის თამაშის ჩვენება შეუძლიათ მოწინააღმდეგესთან. წარმატებები!
არტ
22 ივნისი 2023 00:01
1
ჯგუფში,ნიდერლანდებიც და ბელგიაც,შემტევი სტილის ფეხბურთს თამაშობენ.ასე რომ მხოლოდ დაცვიდან,არც ჩვენთან ეცდებიან თამაშს.ჰოლანდიელები,სულაც სამი თავდამსხმელით თამაშობენ,ყველა ნაკრები და ყველა გუნდი.
სოსო
22 ივნისი 2023 02:12
1
ბრავო სვანაძეს პირველ რიგში, გუნდში დააკლდა 2 სუპერ შემსრულებელი, მაგრამ არჩამოუყრია ყურები, გაიყვანა გუნდი სწორი ტაქტიკით და შედეგიც დადო! რაც შეეხება აზარას, ზუკას, მამარდას, გაგნიძეს და გოჩოლეიშვილს, მათ ცალკე ეკუთვნით მადლობა, იმ თავდადებისთვის და ქვეყნის სიყვარულისთვის რაც გააკეთეს, მადლობა ბიჭებო! თქვენ ხართ ჯარის კაცებინდა ქვეყნის სახე, შწსაბამისად დავიღალე და ა.შ. არარის გამართლება, წარმატებები ჩვენს მგელ ბიჭებს U-21 ნაკრებს! პ.ს. კვარა და ჟორჟის წარმატებები, მაგრამ დღეს აქ უნდა იყვნენ და ამაზე შევთანხმდეთ!
ჯიჯი
21 ივნისი 2023 23:50
3
არ უნდა იყვნენ კვარა და ჟორჟი იმიტომ რომ სხვა ახალგაზრდები გამოჩნდნენ. ძნელი მისახვედრია?
გიორგი
22 ივნისი 2023 13:54
1
სამშობლო ერთია და როდესაც მის სამსახრში ჩადგომაზე უარს ამბობ 21 წლის ბიჭი გაფაღლილობის საბაბით, უბრლოდ სირცხვილია.
კახელი
21 ივნისი 2023 23:46
13
წიტაიშვილის თამადობით ბიჭები ღირსები არიან უკეთეს კლუბებში ითამაშონ და დარწმუნებული ვარ ასე იქნება!
ლაშა
21 ივნისი 2023 23:39
0
გილოცავთ ბიჭებო!!! ესე გააგრძელეთ!!! წარმატებები❤️
ახლა მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას მლანძღველებს: შორს თქვენი ბინძური ხელები კვარასგან!!! ზუსტად ხვიჩას დამსახურებაა დღეს საერთოდ ქართულ ფეხბურთს რომ განვიხილავთ!!! გულის ამრევია ქართველებისგან მისი ლანძღვა!!! ბიჭი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია და თქვენ როგორ მოიხსენიებთ!!! შეგრცხვეთ მართლა და მართლა!!! საუკეთესო სეზონი ქონდა კვარას და მომავალში კიდე უკეთესი ექნება თქვენი გულის გასახეთქად!!! მადლობა ხვიჩას!!! მადლობა ნაკრების ყველა მოთამაშეს,რომლებმაც ბრძოლა არ დააკლეს გუშინდელ ძალიან რთულ შეხვედრას!!!
გულშემატკივარი
21 ივნისი 2023 23:34
18
დღეს კვარა მარცხენა სანაპიროზე ვისოლის კალონკაზე თავის სუპერ მერსედესის კუპეთი იყო ,მაგრა გამიხარდა ხო ვნახე მაგრამ მერე როცა თამაშზე ვიყავი და ზურიკო და აზაროვი შემოვიდნენ მოედანზე მაგრა შემრცხვა კვარას მაგივრად ))
Devkalion
21 ივნისი 2023 23:28
33
მეტი არაფრის შეგრცხვენოდეთ მეგობარო ცხოვრებაში და მაგ ერთ სირცხვილს გაუძლებთ როგორმე.
Devkalion-ს
22 ივნისი 2023 08:57
1
კვარას შესაძლოა სანანებელი გაუხდეს U21-ის ჩემპიონატზე არმონაწილეობა, თუმცა არამგონია ეს მისი ინიციატივა ყოფილიყო და სიმართლეს არც თვითონ იტყვის დარწმუნებული ვარ!
ლაშა
21 ივნისი 2023 23:38
1
ევროპის ჩემპიონატი კი არა მაგას ჯობია მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინაში რომ ჩატარდეს მთავარი გუნდით ჯგუფიდან რომ გავიდეთ ვაა რა მაგარი იქნება
კიკი
21 ივნისი 2023 22:54
12
კიკი კი არა კიკა ხარ
kikis
22 ივნისი 2023 00:48
2
ბიჭები კითხულობენ ხოლმე კომენტარებს და პირველ რიგში საკუთარ თავს ეცით პატივი და მერე ბიჭებს!! სირცხვილია რეებს წერთ ცოტა დაფიქრდით
Lebron
21 ივნისი 2023 22:52
5
კარგით რა ხალხო ღმერთი დაგვსჯის, კვარაზე საყვედური, როგორ გცდებათ, კრიტიკა და შენიშვნა კი ბატონო.
რრრ
21 ივნისი 2023 22:51
16
გილოცავთ!
აი ვინ არიან მამაცი გულის ბიჭები!
3-4 თვეა სვანაძეს აგინებდა ყველა ამ საიტზე და ახლა სად ხართ? მე პირადად არც გამეგო ეს მწვრთნელი და თქვენ საიდან იცოდით რომ საგინებელი იყო? გუშინ ვწერდი რომ გაგნიძე ვნახეთ და ხვალ საზონოვ შევხედოთ მეთქი. თურმე გელაშვილიც შესახედი ყოფილა. ბრავო ბიჭებს, ასეთ პორტუგალიასთან ჩვენ პირველ ნაკრებს გაუჭირდებოდა და პორტუგალიის პირველ ნაკრებსაც არ ექნებოდათ ადვილი თამაში.
G.LA
21 ივნისი 2023 22:47
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული