U21. ევროპირველობის ბრწყინვალე დასაწყისი - საქართველომ ვიცე-ჩემპიონს სძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ძალიან ძლიერი გუნდი 2:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა ჩვენი გუნდი თავს უნარიანად იცავდა, მომენტების შექმნის შესაძლებლობას არ აძლევდა, შუა პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე აწევა, თამაშის მეტ-ნაკლებად გათანაბრება და ანგარიშის გახსნა შეძლო. წიტაიშვილის მიერ გადაკიდებულ ბურთზე ბრძოლა გაგუამ არაუხოს მოუგო და ბიაის კარი დალაშქრა. სტუმრებმა კარში პირველად მხოლოდ 43-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც სოუზას გასროლილი მეკარე კუტალაძემ მოიგერია. კომპენსირებულ დროში კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საზონოვმა პორტუგალიელთა კარში მიუჩინა ადგილი.
მოკლედ, ორიდან ორივე შანსი გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

მოწინააღმდეგის მწვრთნელმა რუი ჟორჟემ შესვენებაზე შეტევაში ორმაგი ცვლილება განახორციელა და დიდი ძალებით იერიშებზე გადმოვიდნენ. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემაც გააკეთა ცვლილებები - ჯერ პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული გოჩოლეიშვილი და აზაროვი წიტაიშვილისა და გულიაშვილის ნაცვლად შეუშვა მოედანზე, შემდეგ მოისწრაფიშვილი დავითაშვილით შეცვალა. სამწუხაროდ, ადრე მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა ჩვენს კაპიტან მექვაბიშვილს, რომელიც ლომინაძემ ჩაანაცვლა. კონტრშეტევაზე გაგუას პასით გოჩოლეიშვილი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, არაუხომ წააქცია და ის მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა ტურნირი შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო.

პარალელურ მატჩში ბელგია და ნიდერლანდები დაზავდნენ (0:0) და A ჯგუფში ჩვენი გუნდი გალიდერდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 24 ივნისს ბელგიას, ხოლო პორტუგალია ნიდერლანდებს შეხვდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 გაგუა (37), 2:0 საზონოვი (45+1)
გაძევება: არაუხო (76)

საქართველო: კუტალაძე, ხვადაგიანი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე, წიტაიშვილი (აზაროვი 58), გულიაშვილი (გოჩოლეიშვილი 58), მექვაბიშვილი (ლომინაძე 67), ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი (დავითაშვილი 67), გაგუა (სიგუა 90+4)

მკითხველის კომენტარები / 85 /
ის ხალხი სად არის გუშინ რო ამბობდა არაფერი გვეშველებაო, მერე რო წავიდნენ მოედნების მოსახნავად. წადით ეხლა და გაასწორეთ ის გადახნული მოედნები.დ.დ.
baba
21 ივნისი 2023 22:18
3
ყოჩაღ!!! იმიტო კიარ ვამბობ რო მოიგეს არამედ იმიტო რო იბრძოლეს. რო წაეგოთ ამ ბრძოლის გამო მაინც არ გავაკრიტიკებდი, გუშინ კიდე ერივნულის ხალხს ბურთან მისვლა ეზარებოდა და ყველა სადაო ბურთი მეტოქეს დაუთმეს. არ მინდა გავაკრიტიკო კვარა და მიქაუტაძე მაგრამ უდიდეს შეცდომას უშვებენ აქ რომ არ დგანან
ქართველი
21 ივნისი 2023 22:18
11
აგინეთ ახლა სვანაძე ან ადიდეთ:) საქმე კი იმაშია რომ მან შესაძლოა გაითავლისწინა, რომ ფედერაციის შეტენილი ფეხბურთელები კი არ უნდა ათამაშოს, არამედ ვინც რეალურად იმსახურებს. ამავე დროს ეს ძალიან მოგებიანი პოზიციაა მისთვის, როგორც მწვრთნელისთვის. განსხვავებით სანიოლისა, რომელსაც ჯერაც არ ყოფნის პრინციპული პოზიცია, რომ ფედერაციის რჩევებით დანაფტალინებული ფეხბურთელები არ გააძროს, როგორც ეს კვიპროსის და მითუმეტეს შოტლანდიასთან მატჩის დროს იყო.
ირაკლი
21 ივნისი 2023 22:17
12
რა მაგრად ითამაშეს,განსაკუთრებით გამიკვირდა დინამოს მცველებისგან,ჩვენს ჩემპიონატში უამრავ გოლს უშვებს დინამო,ასე თუ ითამაშეს ასტანა ვინ ჩემი...
Givi
21 ივნისი 2023 22:16
2
გული გაუსკდებათ ნაცებს. რასაც ეგენი სვანაძეს ლანძღავდნენ..
odala
21 ივნისი 2023 22:16
35
არ უნდოდა ევროპის ჩემპიონობა პენალტისტს?
xuta
21 ივნისი 2023 22:16
48
არ იყო კვარაცხელია და მიქაუტაძე,რა ვერ მოვიგეთ? ვინმემ რამე დააკლო თუ არ იბრძოლა? ამას ვიძახდი სწორედ,ეს ბიჭები იმსახურებენ მეტ პატივისცემას და მეტ შანსს. არ ვიძახი რო კვარაცხელია ან მიქაუტაძე დაგვასუსტებდა,თუმცა უსამართლობის განცდა იქნებოდა,ამიტომაც სწორად მოიქცა ორივე. ეს გაგუა რა ბიჭია,კი მქონდა ინფორმაცია მასზე,თუმცა გადააჭარბა ჩემს მოლოდინს. ქართველი დიეგო მილიტოა რა,ყველა მაღალი ბურთი მიიღო და პასი გააკეთა,ამოწევაში დაეხმარა გუნდს,როგორც ამას მილიტო აკეთებდა ინტერში. ჯიქია იყო 17 წალმდელებში ეგეთი,თუმცა ვერ განვითარდა მისი კარიერა კარგად და იმედი მაქვს,გაგუა უფრო იღბლიანი იქნება. მალადეც ბიჭები,ასე უნდა თამაში ფეხბურთის. ამ ტურნირზე შედეგი უმნიშვნელოა ჩემთვის,ასაკობრივისგან ველოდები კარგ თამაშს და კარგ გუნდებში ამ ბიჭების გადასვლას,რათა ეროვნულს გამოადგნენ.
ამას ვიძახდი
21 ივნისი 2023 22:15
5
გულოცავთ და ვულოცავ ბიჭებს!

გაგუა საღოლ!

კომენტატორებო, თქვენი თავისთვის მოგისმენიათ? 2:0 ვიგებთ და ესეთი შიშნაირი ვაიმე ოღონდ მალე მორჩეს თუნდაც ეხლავე მორჩეს...სირცხვილია ბიჭო
კოტე
21 ივნისი 2023 22:10
1
არ ველოდი ასეთ თამაშს! სვანაძესთან ბოდიში! ბევრი რამ გამოუსწორებია ან სპეციალურად მალავდა ევროპის ჩემპიონატამდე!
მწრთვნელი
21 ივნისი 2023 22:09
3
რამდენი უცოდინარი ბინადრობს ამ საიტზე) სვანაძე არაა კაცო წვრთნელიო) არა ბიჭო კვარაცხელოვია მარადონა. გაიხარეთ ბიჭებო. წარმატებები ბელგიასთან.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
21 ივნისი 2023 22:09
69
შენ გგონია ხვიჩაზე მაგრა გიყვარს არა საქართველო ან ხვიჩაზე მეტი გაგიკეთებია ხო საქართველოსთვის კი ენას არ ააქვს ძვალი მაგრამ ამ კლავიატურაზე რო აწკაპუნებ ამ თითებს ძვალი არ ააქვს მაგ თითებს?
გიორგი
22 ივნისი 2023 00:04
4
ნუ წაიღე ტვინი. თუ ხუმრობ, სასაცილო არვარის ნაღდად. და თუნარ ხუმრობ, მითუმეტეს
ირაკლი
21 ივნისი 2023 22:21
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული