U21. საზონოვი სიმბოლურში, პირველი სკანდალი და ბათუმით მოხიბლული უეფა [PHOTOS]

AutoSharing Option
საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ტური დასრულდა. ქართველმა ახალგაზრდებმა გაგვახარეს და პორტუგალიელები (2:0) დაამარცხეს. რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფს ლიდერობს და ბელგიელ თანატოლებთან დაპირისპირებისათვის ემზადება - 24 ივნისს, 20:00 საათზე. ბელგიელები პირველ ტურში ნიდერლანდებს (0:0) დაუზავდნენ.

Sportall.Ge

ავტორიტეტულმა სააგენტო Sofascore-მა განვლილი ტურის სიმბოლური ნაკრები გამოავლინა, სადაც ჩვენგან მხოლოდ საბა საზონოვია - მოსკოვის "დინამოს" ცენტრალური მცველი, რომელმაც უშუალო მოვალეობაც კარგად შეასრულა და გოლიც გაიტანა.

Sportall.Ge

21-წლამდელთა პირველობის ოფიციალურმა გვერდმა ბათუმის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასაც შენიშნავთ, რომელიც ჩემპიონატზე არ მონაწილეობს. ზღვისპირეთში
ერთი შეხვედრა უკვე ჩატარდა, ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებმა ჩეხეთი (2:0) დაამარცხა.

Sportall.Ge

პირველ ტურს სკანდალის გარეშეც არ ჩაუვლია, იტალიელებს ფრანგების წინააღმდეგ აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს და ფაქტობრივად, ფრე ხელიდან გამოგლიჯეს (შეხვედრა 2:1 დასრულდა). ვიდეოგამეორების სისტემა არ მოქმედებს და იმედია, მსგავს პრობლემებს მომავალში ავირიდებთ. ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა, გერმანიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ქუთაისში ისრაელის დამარცხება (1:1) ვერ შეძლო, რაც ასევე მოულოდნელი შედეგია.

მეორე ტურს დაველოდოთ!..

altძლიერ მეტოქეს მოვუგეთ, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა - მთავარი გამოწვევა მე-2 ტურის წინ...

altმატჩები ბათუმსა და ქუთაისში - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო, გერმანია ისრაელთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
ცოტა ხნის წინ აქვე კომენტარებში რუს ღორს ეძახდა ბევრი საბას, მოკვეთეს რუსეთი და იმიტომ აირჩია საქართველოო, არ გვინდა ეგეთიო... ღორს, არ აქვს მნიშვნელობა რუსი იქნება, ქართველი, სომეხი, თუ უცხოპლანეტელი - ყველა თავისნაირი ღორი გონია... მიდი საბა, მიდით ბიჭებო, მიაწექით! საქართველო გიყურებთ!
დათო
16:17 23-06-2023
3
ნეტა იმ დროს მომასწრო, აფხაზეთში ერთი სამი სტადიონი რომ იქნება, სვანეთში მისასვლელი კარგი გზა და იქაც სტადიონი, დაახლოებით 10/15 კაი სტადიონი საქართველოში და ევროპის ჩემპიონატი დიდებში. ვიღაცას ეს შეიძლება უტოპია გონია, მაგრამ ჩვენი ნიჭი საბჭოეთის დროს რუსების ნიჭად საღდებოდა მსოფლიოში, არავინ იცოდა ქართველი, საბჭოეთის შემდეგ დანგრეული ინფრასტრუქტურა და სისტემა დღეს დგამს პირველ ნაბიჯებს და უკვე უდიდესი ტალანტები მისცა მსოფლიოს, თუ მშვიდობა იქნა და სწორი მუშაობა გაგრძელდა ყველაფერი რეალურია.
გიო
15:19 23-06-2023
6

სიახლეები პოპულარული