ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემ პორტუგალიასთან გასულ შეხვედრასთან განსხვავებით სასტარტოში პირველი ნაკრების ფეხბურთელები მამარდაშვილი, დავითაშვილი, ლ. გაგნიძე და აზაროვი დააყენა. უპირატესობას თავიდანვე სტუმრები დაეუფლენ და უმეთვალყურეოდ დატოვებულმა განაპირა მცველმა დე კუიპერმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ოპენდას დარტყმული ბურთი მეკარე მამარდაშვილმა მოიგერია, ცოტა ხანში იგივე ოპენდა საჯარიმოში გაგნიძესთან ბრძოლაში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, მერე რამაზანიმ შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა და მალე მეორე გოლი გავუშვით - თავურით მამარდაშვილს რამაზანიმ გაუტანა. საქართველოს ნაკრები შეტევების განხორციელებას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.
შესვენებაზე სვანაძემ ხვადაგიანი, ლ. გაგნიძე და მოისწრაფიშვილი გოჩოლეიშვილით, ნ. გაგნიძითა და წიტაიშვილით შეცვალა და თამაშის სურათი შეიცვალა. წიტაიშვილმა ანგარიში შეამცირა. მორიგი იერიშისას დავითაშვილმა აზაროვი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა და მის დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. ტრავმირებული ნ. გაგნიძის ნაცვლად 70-ე წუთზე მოედანზე გულიაშვილი შევიდა. სტუმრები სახიფათო შეტევებით გვპასუხობდნენ, დე კეტელერმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა. 87-ე წუთზე კი აზაროვის პასით გულიაშვილმა თავით ანგარიში გაათანაბრა და ფრე - 2:2.
ჩვენს ჯგუფში პარალელურ შეხვედრაში პორტუგალია და ნიდერლანდები დაზავდნენ - 1:1. საქართველოს ნაკრები 4 ქულით ლიდერია და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის.
27 ივნისს საქართველო ნიდერლანდებს, ხოლო ბელგია პორტუგალიას დაუპირისპირდება.
თბილისი. „დინამო არენა“. 41 887 მაყურებელი
საქართველო - ბელგია 2:2
გოლები: 0:1 დე კუიპერი (15), 0:2 რამაზანი (38), 1:2 წიტაიშვილი (52), გულიაშვილი (87)
საქართველო: მამარდაშვილი, ხვადაგიანი (გოჩოლეიშვილი 46), კალანდაძე, გელაშვილი (ლომინაძე 81), საზონოვი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი, ლ. გაგნიძე (ნ. გაგნიძე 46, გულიაშვილი 70)), აზაროვი, მოისწრაფიშვილი (წიტაიშვილი 46), გაგუა
დიდება საქართველოს!