uefa.com: ქართველების გმირობა - წიტაიშვილმა და გულიაშვილმა ყველაფერი თავდაყირა დააყენეს

AutoSharing Option
ახალგაზრდულ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობას უცხოური მედია სუპერსენსაციად მიიჩნევს, სადაც ჩვენმა გუნდმა A ჯგუფში პორტუგალიას სძლია, ბელგიასთან კი ქამბექი შემოგვთავაზა.

უეფას საიტმა გუშინდელ მატჩს და რამაზ სვანაძის გუნდის მიღწეულ ფრეს წერილი მიუძღვნა:

"საქართველომ ორბურთიანი ჩამორჩენა გმირულად შემოატრიალა. 0:2-ზე შეცვლაზე შესულმა გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი გულიაშვილმა თამაში თავდაყირა დააყენეს. მათი ზუსტი დარტყმების წყალობით ქართულმა გუნდმა ახალგაზრდული ევროს საფინალო ტურნირზე სარეკორდო აუდიტორიის წინაშე შეხვედრა ფრედ დაასრულა და ორქულიანი უპირატესობით პირველ ადგილზე დარჩა.

თბილისში ჩატარებულ მატჩს ევრო U21-ის ფინალური ტურნირების ისტორიაში ყველაზე მეტი
მაყურებელი დაესწრო - სტადიონზე 41 887 გულშემატკივარი მივიდა".

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები 27 ივნისს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, რომელიც გუშინ პორტუგალიას დაუზავდა (1:1) და საკვალიფიკაციოს ჩათვლით ბოლო 8 შეხვედრაში პირველი გოლი გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
გიორგი50-ს ენის შეურაცყოფა უკვე ბარბარიზმია
1408
28 ივნისი 2023 07:27
0
ვულოცავ ბიჭებს თამაშის გადარჩენას... ვეთანხმები მეგობრებს ,,დავაი''-სთან დაკავშირებით, ასევე ,,იმენნო'' არის ძალიან გავრცელებული... და ყველაზე გულსატკენია, რომ ამ ბარბარიზმებს ბარბაროსების ენიდან სკოლის ასაკის ბავშვებიც ხმარობენ... ჩვენ ეს პირადი მაგალითით უნდა გამოვასწოროთ,....
გიორგი 50
26 ივნისი 2023 10:45
3
წიტაიშვილს ალბათ მეტი მონდომება და ვარჯიში ჭირდება.
დღეს ვერ მიაღწევ წარმატებას მარტო ნიჭით..
იყო ეპიზოდი თამაშში. ბურთი მიიღო ცენტრში და დაიძრა კარისკენ და ბელგიელი 20 მეტრიდან დაეწია და ბურთი წაართვა
Las
26 ივნისი 2023 05:44
12
და ვერა 27-ივნის კიდევ ერთხელ დამყარდეს თბილისში დასწრების რეკორდი? დაე გაიგოს მსოფლიომ და უეფამ რომ, არანაკლებ უყვართ ფეხბურთი საქართველოში, ვიდრე სხვა ევროპის უეფასგან პრივილიგებულ ქვეყნებში.
პაპა
25 ივნისი 2023 22:47
0
ალბათ ეგრეც იქნება ჯერ 35 საათია დარჩენილი მატჩის დაწყებამდე და იმაზე მეტი ბილეთია გაყიდული რაც საქართველო-ბელგიის მატჩზე იყო
გუჯა
26 ივნისი 2023 04:52
1
წიტაიშვილის უთამაშებლობა კლუბში, ეს არის დიდი უსამართლობა. უნივერსალური ფეხბურთელია, ბევრ პოზიციაზე შეუძლია იყოს ეფექტური. ჩემამდე არ დადის რა ხდება.ნამდვილად ჭირდება ამ ბიჭს კარგი აგენტი. წარმატებები გიორგი.
Mr.kostaia
25 ივნისი 2023 22:08
2
აუცილებლად უნდა გავიდეთ პირველ ადგილზე,თორემ ინგლისთან ძალიან გაგვიჭირდება 1/4 ფინალში.მეორეზე დიდი ალბათობით ჩეხეთი გავა,მათთან კი შეგვიძლია ბრძოლა და ნახევარფინალში გასვლა.ევროპის 4 საუკეთესო ნაკრებში მოხვედრა და ოლიმპიადის საგზური უნდა იყოს ჩვენი პროგრამა მინიმუმი.
მეზღვაური
25 ივნისი 2023 22:06
1
ამავე ინგლისს 3:0-ს ვუგებდით და 3:2 დავასრულეთ ანგარიში სულ რაღაც 1 წელი არ იქნება გასული. ამავე ბიჭებმა მოუგეს, ვინც დღესაა მოედანზე!
ასე რომ ინგლისი ჩვენთან უპირობო ფავორიტი ვერ იქნება...
ლაშა
26 ივნისი 2023 00:02
0
რაბგისტებიც "დავაის" ხმარობენ სამწუხაროდ.. ისე მეც))
Zviads
25 ივნისი 2023 21:27
12
გიორგი გაგუა არის საოცარი ბიჭი!!!!
!!!
25 ივნისი 2023 20:31
3
ფეხბურთელებო ერთი თხოვნა მაქვს!!!დავაი ბიჭებოს ნაცვლად, მიდით ბიჭებო იყვირეთ ხოლმე!!!!არ არის ლამაზი როცა ქართული სიტყვის ნაცვლად რუსულს იყენებთ!!!!!
ლია
25 ივნისი 2023 20:15
9
ჩვენც მასეთი ბანერებით უნდა მივიდეთ დავაი ბიჭებო!!ესიამოვნებათ?!
ლია ს
25 ივნისი 2023 23:09
9
წიტაიშვილი შეუცვლელია!
ეხლა მიხვდებიან პოლონელები თუ რაოდენ დიდი გოიმები ბრძანდება!
იმედია გრანდიოზული გადავა. ის ნამდვილად იმსახურებს უმაღლეს ტოპ ლიგაში თამაშს. აი ჩაკვეტაძის კი რა ვთქვა, სამწუხარო რეალობის წინაშეა...
ლაშა
25 ივნისი 2023 19:46
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული