მატჩის დღე! ერთ ნაბიჯში მიზანთან - რა შემთხვევაში შეასრულებს მას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები...

AutoSharing Option
დღეს, 27 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრას გამართავს. ყველა ბილეთი გაყიდულია და სრულ ანშლაგს ველით!.. იქნებ არც ისე ცოტას ეგონა, "უმცროსი ჯვაროსნებისთვის" ყველაფერი დღეს დასრულდებოდა, მაგრამ ორი მატჩის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 4 ქულა დააგროვა და პლეი-ოფთან ერთ ნაბიჯშია. პორტუგალიელ თანატოლებთან (2:0) გამარჯვებაზე დეტალურად ვისაუბრეთ, ახლა კი ბელგიელებთან (2:2) ფრის შესახებ და მომავალში მოვლენების შესაძლო განვითარებაზე ვიმსჯელოთ.

წინა მატჩი

ნებისმიერი მატჩის განხილვა შემადგენლობით იწყება. როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე ჟურნალისტებისთვის რთული გასაგები იყო, რატომ აღმოჩნდა გიორგი
წიტაიშვილი სასტარტო თერთმეტეულს მიღმა. ბოლო მატჩებში და მათ შორის ახლაც, მან დაამტკიცა, რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშეა. იქნებ ის არაა მზად, 90 წუთი ითამაშოს. გიორგი გოჩოლეიშვილის არყოფნას უფრო მარტივად ავხსნით, პორტუგალიელებთანაც ვნახეთ, მატჩის ბოლოს მისი სისწრაფის გამოყენებას როგორ ვახერხებდით და რამაზ სვანაძის გადაწყვეტილება იქნებ სწორედ ამას უკავშირდებოდა.

Sportall.Ge

ასე იყო თუ ისე, საწყისი 45 წუთი ჩვენთვის კრახი გამოდგა - ზედმეტად დაცვაზე ორიენტირებული მარჯვენა ფლანგიდან სიმწვავეს ვაკლებდით, შეტევაში ბურთის მისატანად, ფაქტობრივად, ერთადერთი გზა გვქონდა - საბა საზონოვის გრძელი პასები გიორგი გაგუაზე, რომელიც ძალიან ბევრს იბრძვის, კოორდინაციასაც ინარჩუნებს და მასზე საკმაოდ ხშირად ჯარიმდებიან. იყო ეპიზოდები, როცა ჩვენს ფორვარდს პასის გაკეთებით შეტევის ტემპისა და ინტენსივობის გაზრდა შეეძლო, თუმცა ის უფრო ჯარიმის მოპოვების გზით მიდიოდა. ამასობაში ჩვენ მიერ ძალიან ნაქები დაცვის ხაზი ჩავარდა, მოწინააღმდეგის ხანგრძლივი და პოზიციური შეტევის დროს მოთამაშე (ბელგიელთა მარცხენა მცველი) მარტო დაგვრჩა, საზონოვი მასთან ახლოს არ აღმოჩნდა, ჩვენი გუნდი საპირისპირო მხარეს გადალაგდა და გოლი გავუშვით. სამწუხაროდ, შესვენებაზე მხოლოდ ერთბურთიანი ჩამორჩენით გასვლა ვერ შევძელით; ეგ კი არა, უფრო მეტის გაშვებასაც გადავურჩით...

კარგია, როცა მწვრთნელი საკუთარ გადაწყვეტილებებს კრიტიკული თვალით მალევე უყურებს, ამა თუ იმ ფეხბურთელს, რომელსაც კარგი დღე არ აქვს, იმაზე მეტ დროს არ აძლევს, ვიდრე იმსახურებს და "ცვლილებებისთვის ტრადიციულ წუთებს" არ ელოდება. შესვენების შემდეგ სამმა ახალმა მოთამაშემ გუნდში სულ სხვა მუხტი შემოიტანა, სწრაფმა გოლმაც თავისი ქნა და შეხვედრის გადარჩენა მოვახერხეთ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ზურიკო დავითაშვილის, როგორც ლიდერის, როლი. ის ყველა ბურთისთვის თავდაუზოგავად იბრძოდა, ამავდროულად, შეტევებს ამწვავებდა და მას გაცილებით სახიფათოს ხდიდა. ირაკლი აზაროვის მიერ გულიაშვილზე გაკეთებულმა უზადო პასმა ბევრს ძველი დრო და თბილისის "დინამო" გაახსენა. ბელგიასთან მატჩმა ბევრი დასამახსოვრებელი ეპიზოდი გვაჩუქა...

Sportall.Ge

სატურნირო მდგომარეობა და ოლიმპიადა

საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლასთან ახლოსაა, თუმცა ბოლომდე კონცენტრაცია თუ არ შეინარჩუნა, შესაძლოა, ხელმოცარული დავრჩეთ. თუკი ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებს დავამარცხებთ, ჯგუფიდან პირველი ადგილით გავალთ. ფრის შემთხვევაში, 5 ქულას დავაგროვებთ, თუმცა, თუ ბელგია პორტუგალიას აჯობებს და ბურთების უკეთესი ბალანსი ექნებათ, პირველ ადგილზე ისინი იქნებიან. არის ვარიანტი, დამატებითი მაჩვენებლების ჩართვაც კი გახდეს საჭირო. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ბელგიელები ორბურთიანი სხვაობით მოიგებენ, ჩვენ კი შეხვედრას ფრედ დავასრულებთ.  მართალია, ამაზე ფიქრი გვაშინებს, თუმცა, თუ პორტუგალია ბელგიასთან მოიგებს ან ფრედ ითამაშებს, მომდევნო ეტაპზე (მეორე ადგილით) წაგებითაც გავალთ, რადგან პორტუგალიელებს ურთიერთთამაშებში ვჯობნით. თავის მხრივ, მათ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ მოიგებენ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კი არ წააგებს. ამით მეორე ადგილს დაიკავებენ. იმისთვის, რომ პორტუგალიელებს ბელგიელებთან მოტივაცია მაღალი ჰქონდეთ, მნიშვნელობა პარალელურ შეხვედრასაც ექნება და ყველაზე ცუდ სცენარში, თუკი ნიდერლანდელები ჩვენთან დაწინაურდებიან, ეს რუი ჟორჟეს გუნდის ჟინს შეამცირებს. ამდენი მსჯელობა დამაბნეველია, მთავარია მინიმუმ, არ დავმარცდეთ და მიზანი შესრულებული იქნება!..

მოქმედ ჩემპიონ გერმანიას ცუდი პერიოდი უდგას. ამიტომ დიდი შანსია, მეოთხედფინალში ჩვენი ჯგუფის პირველადგილოსნის მეტოქედ (1-ელ ივლისს) ჩეხეთის 21-წლამდელთა ნაკრები ვიხილოთ. ეს მატჩი "მიხეილ მესხზე" უნდა ჩატარდეს, თუმცა მასში საქართველოს ნაკრების მონაწილეობის შემთხვევაში, ინტერესიდან გამომდინარე, "დინამო არენაზე" გამართვის გადაწყვეტილების მიღებაცაა მოსალოდნელი. რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მეორეადგილოსანს, მას ინგლისის ნაკრები ქუთაისში, "რამაზ შენგელიაზე", დაელოდება.

რადგანაც საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებები ჯგუფიდან აუცილებლად გადიან,  მათი ნახევარფინალში მონაწილეობა ოლიმპიადის საგზურს სხვა ნაკრებებს გაუხსნის, რადგან ერთი 2024 წელს ჩასატარებელი ოლიმპიადის მასპინძელია, მეორე კი დამოუკიდებლად არ ასპარეზობს. თუკი ეს ორი ნაკრები ფინალში გადასასვლელ მატჩში ითამაშებს, ოლიმპიადის მესამე საგზური საუკეთესო მეოთხედფინალისტებს შორის გათამაშდება. თუკი ნახევარფინალში ერთ-ერთი მათგანი გავა, საგზურს დარჩენილი სამი გუნდი ავტომატურად მიიღებს, ხოლო თუკი საუკეთესო 4 გუნდში არც ფრანგები იქნებიან და არც ინგლისელები, მესამე საგზური მათ შორის გათამაშდება, ფინალში ვინც ვერ გავა.

იმედია, საუკეთესო სცენარს ვიხილავთ!..

Sportall.Ge

დღევანდელი მატჩი

საქართველოს ნაკრებმა იცის, რომ ნიდერლანდებთან არწაგება მას მომდევნო ეტაპზე გაიყვანს. როგორც წესი, ეს ფაქტორი ამა თუ იმ გუნდზე მაინც მოქმედებს, ამიტომ მთავარი მწვრთნელის მუშაობას დიდი როლი ექნება. რამაზ სვანაძის ძირითადი ტაქტიკა ინიციატივის აღებას არ გულისხმობს, თუმცა ბელგიელებთან მეორე ტაიმში კარგად დაამტკიცა, შეტევაში რა შეგვიძლია. ბიჭების მოტივაცია კვლავ ძალიან დიდი იქნება და გულშემატკივრების ფაქტორიც - სერიოზული ძალა.

სამწუხაროდ, ნიკა გაგნიძე ვეღარ იასპარეზებს. წინა მატჩში მისი შემოსვლა გუნდს ძალიან დაეტყო, მაგრამ სამწუხაროდ, ცოტა ხნით ითამაშა. მოსალოდნელია, რომ ნოდარ ლომინაძე სასტარტო შემადგენლობაში იქნება და ანზორ მექვაბიშვილთან ერთად მოედნის ცენტრს გაამაგრებს. ლომინაძე ცოტა დროშიც ახერხებს დაამტკიცოს, რომ გუნდისთვის სასარგებლოა როგორც დაცვით, ასევე შეტევით ნაწილში. სასტარტოს მიღამა შესაძლოა, გიორგი მოისწრაფიშვილი დარჩეს. ახლა ცენტრში ბრძოლა "ბაიერნის" ფეხბურთელ რაიან გრავენბერხთან მოგვიწევს. გიორგი გულიაშვილის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ყოფნა გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს.

ქართველებიდან ფრთხილად საკმაოდ ბევრი მოთამაშე უნდა იყოს, რათა ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, მათ მეოთხედფინალის გამოტოვება არ მოუწიოთ, რაც ძალიან სამწუხარო იქნება - მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, კალანდაძე, ხვადაგიანი, გულიაშვილი, გაგუა.

სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე - მექვაბიშვილი (C), ლომინაძე - წიტაიშვილი, დავითაშვილი, აზაროვი - გაგუა. 

altU21. 0:2-დან გადარჩენილი თამაში - საქართველოს ნაკრები ისევ ლიდერია [VIDEO]

alt"მიზანთან ახლოს ვართ... რთულ თამაშს ველოდებით" - სვანაძისა და გულიაშვილის პრესკონფერენცია

მკითხველის კომენტარები / 55 /
ზუსტად ეს შემადგენლობაა
ზვიადი
27 ივნისი 2023 18:57
0
რავი ასე მგონია - ამ სასტავს ხვიჩა, ჟორჟი, კიტე და საბა ლობჟანა რომ დაუმატო კი უნდა იყოს ეროვნული ნაკრების ბირთვიც!!!!
სხვებს ერივნულში არაფერი ესაქმებათ

და მარადიშვილიც დაგვხატავდა!





დიდგორელი
27 ივნისი 2023 18:15
1
დიდგორელი-ს! გავიწყდება ალბათ, რომ მოწინააღმდეგის ძირითად ნაკრებებში სხვა ფეხბურთელები თამაშობენ. ბელგიაში ლუკაკუ დე ბრუინი და ა.შ .არ მგონია ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები მათ გაუმკლავდნენ. მთავარი ის არის რომ ამ ეტაპზე თავიანთ ასკობრივ ნაკრებებთან თავი ღირსეულად გაიჩინეს. ეროვნული ნაკრები სხვა დონეა, რაც ამ ეტაპზე საშუალოზე დაბალია.
დავით 67
29 ივნისი 2023 17:39
0
ქართული შრიფტით მაინც აკრიფეთ კომენტარები ,მხოლოდ სიტყვით პატრიოტებო,სანამ წაიკითხავს კAცი,....
გიორგი
27 ივნისი 2023 18:12
0
ჩვენ იცით როგორი გულშემატკივრობა ვიცით? საკუთარ გუნდს სტრესში ვამყოფებთ - ანუ ფსიქოლოგიურად ვძალადობთ და ფეხბურთელებიც იძაბებიან
1212
27 ივნისი 2023 16:55
1
ბიჭების განწყობა ვნახეთ რომ საბრძოლოა. ახლა მწვრთნელზეა მოგებაც და წაგებაც. სწორი ტაქტიკური სქემითა და სწორად შერჩეული შემადგენლობით უნდა მოვიგოთ. უნდა შეეშვას ამ უაზრო ექსპერიმენტებს.
გიორგი
27 ივნისი 2023 16:09
2
ვისაც ჩვენი ბიჭების არ გჯერათ, აქ ჰაერის გაფუჭებას, ჰოლანდიაზე დადექით თქვენი ავლა-დიდებით და ჩვენც ბედნიერ წაგებას გისურვებთ...
დდდ
27 ივნისი 2023 14:13
2
საუკეთესო მეოთხედფინალისტებს რა პრინციპით გამოავლენენ? ეს თუ იცის ვინმემ დაწეროს რაა.
გიორგი
27 ივნისი 2023 13:28
3
Giorgi dislaiqze damechira xeli shemtxvevit,, rac sheexeba shens kitxvas matchi mesame adgilistvis gaimarteba rogorc xdeba xolme yvela did sanakrebo turnirze,,magram albat gecodineba rom inglisi an safrangeti tu gavidnen finalamde mat sagzurs moipovebs momdevno sami gundi,,magram me mjera chveni bichebis tavdadebis da brdzolis, vici arafers daakleben da finalistvis ibrdzoleben da girchev shenc gjerodes,,ufro meti ambicia gulshematkivaro davijerot da chveni tavdajereba bichebsac gadavdot chveni gulshematkivrobit stadionidan,,ratomac Ara?? Am bichebma mouges ingliss,,Portugalias,,ar waages safrangettan da belgiastan da magatze dzlierebi agarc darcha aravin,,sakutar qveyanashi gulshematkivris tvalwin upiratesoba gveqneba yvela damatebit tu penlebis dros da Unda gamoviyenot eg upiratesobebi tan yalichava chveni mesame mekare ostatia penlebis agebis,,mokled warmatebebi bichebo DA qartvelo ero
Gel-100
27 ივნისი 2023 15:35
2
სავარაუდოდ, ქულები, ბურთები, ბარათები. აბა, პირდაპირ რეიტინგს ხო არ მიახტებიან?
ჩორტ ივო ზნაეტ
27 ივნისი 2023 15:23
0
ვერ გავიმარჯვებთ ,ვერც ერთ საქმეში თუ ბოლომდე,ამომწურავად,საჯაროდ,სიმართლეს არ ვიტყვით.ნუ გეშინიათ სიმართლის თქმისა,რაც არ უნდა მწარე იყოს,გამარჯვების უმთავრესი იარაღია ,მაქსიმალურად მზადყოფნისათვის, ჯამურად.
ზ.მ.
27 ივნისი 2023 13:23
11
Z,M,,jigar risi tqma ginda??rame xdeba da gvimalaveen??daje shenc ki ici ro simartles ar amboben da gvatyuebeen??ar tqva exla orive tamashi wavaget da ar gveubnebiano,,ra intrigebs xlartav tu rame ici tqvii tuarada ra namiokobanas gvetamashebi!! Fexi ro daucdet bichebs ((jvari gvweria)) rogorc tarsi ise chaitvlebi icode da kargi dge ar dagadgeba
Gel-100
27 ივნისი 2023 15:43
2
თუ ეროვნულ ნაკრებში,თუნდაც ახალგაზრდულში გვეღირსა მითუმეტეს შანსით ,პირველად,ქართული ფეხბურთის მონაწილეობით ოლიმპიურ თამაშებში,პირველად, გაჩემპიონების შანსით,უნდა გესმოდეს!ჯერ სამშობლოს სიძლიერე,მერე ყველაფერი დანარჩენი.მამარდაშვილი,დავითაშვილი და სხვა უნიჭიერესი ,სხვაზე არანაკლებად,თავის საქმეში ,ბიჭები,დღეს იბრძვიან საქართველოს სიძლიერის თვის,ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე,ქართველთ დედა ქალაქში,კვარაცხელიამ,მიქაუტაძემ.....კი იჭაკეს და არავითარი გამართლება არა აქვს გადაღლილობას,მათი კლუბების ინტერესებს,ანაზღაურებას ....უნდა ეთამაშათ!ბრტყელ სიტყვებს არ დაესწრება,საქმეს კი....
ლონდონიდან
27 ივნისი 2023 13:00
12
კვარაცხელია უფრო დიდ საქმეს აკეთებს. ამას გარდა, კვარაცხელიას თამაში შანსს წაართმევდა სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელს, რაც არ იქნებოდა სამართლიანი. ჰოლანდიც არ ჩამოვიდა იგივე მოსაზრების გამო.
გიორგი
27 ივნისი 2023 15:53
4
წიტაიშვილი და გოჩოლეიშვილი აუცილებლად ძირითადში
რავიცი მე პირადად დავითაშვილის დიდი ფეხბურთელობის არ მჯერავს. იმედია ვცდები
las
27 ივნისი 2023 12:57
14
100%
თემო
27 ივნისი 2023 16:20
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული