U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენჯერმე გაჩერდა - მოედანზე ძაღლის შერბენის და ფეხბურთელთა მცირე ტრავმების გამო. 43-ე წუთზე კი დავითაშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის მერე ჩვენი გუნდი დააწინაურა. სამწუხაროდ, მეექვსე
დამატებულ წუთზე ტეილორმა გაგვიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ნიდერლანდელების შეტევებით დაიწყო, ტეილორს ახლო მანძილიდან დარტყმული მცველებმა დაუბლოკეს. ჩვენი გუნდი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, რომლებსაც გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს. მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა, დაწოლა გააძლიერა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვიზავის მეკარე ჩვენს საჯარიმოში ჩამოვიდა, ბურთს გოჩოლეიშვილი დაეუფლა, მაგრამ შორიდან ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრები 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ მეოთხედფინალში იმ გუნდს შეხვდება, რომელიც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავა.

თბილისი. „დინამო არენა“. 43 043 მაყურებელი
საქართველო - ნიდერლანდები 1:1
გოლები: 1:0 დავითაშვილი (43), 1:1 ტეილორი (45+6)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე (გაგნიძე 46), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (ო. მამაგეიშვილი 90+2), წიტაიშვილი (ხვადაგიანი 58), აზაროვი, გაგუა (გულიაშვილი 79)

მკითხველის კომენტარები / 106 /
როგორც ვატყობ აქ ბევრს სიხარულის გამოხატვა არ შეუძლია ნორმალურად. იქ ასე რომ ამბობდითო, იქ კვირას წაკბინეს. ზანგებიო, თეთრებიო. მოკლედ რა....
ასე როგორ უნდა დაეცე ადამიანი
დავით 67
28 ივნისი 2023 02:47
12
ყველაზე მთავარი რაცაა, ყველა ქართველმა უნდა ირწმუნოს რომ ჩვენც შეგვიძლია, მეტიც, ჩვენ"ც" კი არა, ჩვენ!!! საუკუნეებია ცდილობენ მავანნი დაგვარწმუნონ ქართველები, რომ არაფერი შეგვიძლია და ეს კინაღამ დავიჯერეთ, ხოდა ბიჭებო, საერთოდ ქართველებო, ბევრი რამ შეგვიძლია, უნდა ვირწმუნოთ ჩვენი თავის და გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს (თუმცა ბრძოლა მუდმივად საჭიროა, გაუთავებლად)... მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის!!!
Zviads
28 ივნისი 2023 01:17
4
ნეტა რა არ მოეწონათ დისლაიქის დამწერებს? ალბათ შემთხვევით დეჭირათ ხელი.
გიზოგ
28 ივნისი 2023 13:06
0
"გოჩოლეიშვილს შორიდან , რომ არ დაერტყა და პასი მიეცა გულიაშვილისთვის , ცარიელ კარში უეჭველი გაიტანდა"- თამაშგარე იქნებოდა, ჩემო ბესო, მეკარე კარში არ იდგა და ერთი მოწინააღმდეგე წინ, თამაშგარეა.
goga
28 ივნისი 2023 01:14
1
რომ გაიძახით ხვიჩ და ჟორჟიკაო ეგენი რომ ყოფილიყვნენ შეიძლება ვერც გავსულიყავით ჯგუფიდან მთელი აქცენტი ხვიჩაზე გაკეთდებოდა ვერც გაგუა გამოიჩენდა თავს ვერც წიტაიშვილი და ვერც ზურიკო…რაც არ კეთდება ყველაფერი უკეთესობისკენაა…მაგათ
არ ყოფნაში მიეცათ შანსი სხვებს და გაათმაგებული ენერგიით თამაშობენ რომ დაამტკიცონ არავისზე ნაკლები რომ არიან და ეროვნულში გამოძახებას იმსახურებენ!ამოტომ უბრალოდ მივულოცოთ ბიჭებს გავიხაროთ და უაზრო კომენტარებს შევეშვათ…და შევეშვათ ამ ხვიჩას ხალხნო შევეშვით მაგ ბიჭის დამსახურებაა დღეს ყველა ქართველი ფეხბურთელი ასეთი მოტივაციით და ენერგიით რომ თამაშობს!მან დაარწმუნა ყველა რომ ქართველს შეუძლია ოქროს ბურთის ათეულში იყოს დღეს!!!გახდეს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი და სეზონის ულამაზესი გოლის ავტორი და სხვა მრავალის დამბყრობელი!და კიდევ იმეფია ვილი სანიოლი უყურებს ყველა თამაშს დაწვრილებით და განაახლებს ეროვნუი ნაკრების შემადგენლობას და მიატოვებს ისეთი ფეხბურთელების გამოძახებას როგორებიც არიან კვეკვესკირი აბურჯანია კვერკველია კაკაბაძე (თუმცა კაკაბა ჯერ კიფევ შეიძლება) უმაგრესი ახალგაზდები მოდიან განსაკითრებით დაცვაში სადაც უჭირს ეროვნულს….გელაშვილი ხვადაგიანი ლომინაძე საზპნოვი იმსახურებენ ეროვნულს
შახრუდინი
28 ივნისი 2023 01:04
5
ვიღაცა ლიბერასტი რომ ითხოვს დასჯას. აბა რას ითხოვ ჩემო ჰუმანურო? ეკლესიას რო ლანძღავ ეგ თავისუფლებაა, მაგრამ ზანგებს რომ შეეხებიან ეგ დასჯადი? ზანგები რაც შეიძლება ნაკლები უნდა ცხოვრობდნენ საქართველოში, იმიტომ რომ ლიბერასტბმა რაც არ უნდა გადაუსვათ ყველაფერს ხაზი, რასა და გენი ყოველთვის იქნება ჯანსაღი ფაქტორი. (დიახ ჯანსაღი ფაქტორი) მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ტურისტებად არ უნდა ჩამოვიდნენ თუნდაც რამდენიმე თვე.
28 ივნისი 2023 00:34
28
ფინალამდე თუ მივედით დასწრების რეკორდების ხუთეული ჩვენია)
გიუშა
28 ივნისი 2023 00:25
0
მივიდეთ ფინალამდე და დავჯერდეთ 4საუკეყესო შედეგს, ფინალი ბათუმშია და იქ ვერ დაესწრება 40000, თუმცა სურვილი დიდი იქნება
La masia
28 ივნისი 2023 09:01
0
რა მაინტერესებს იცით-ჩვენი მსაჯები ამ ევროს არ ემსახურებიან?თუ ბატონმა ჯენერიმ და მურვან ყრუ-აშვილმა მარტო ჩვენ უნდა გვაწამონ?!)))
გიუშა
28 ივნისი 2023 00:23
3
ბიჭებო! გენაცვალეთ ჯიგარშიიიიი!
იიფ???
28 ივნისი 2023 00:10
0
დაანებეთ ამ კვარაცხელიას თავი შაბათს ქორწილი აქვს, რაც შეეხება ამ ბიჭებს შეუძლებელი შეძლეს რა დონის გუნდებში პირველი ადგილი დაიკავეს სამივე ტურნირის ფავორიტი იყო, ვინც არ უნდა შეგვხვდეს ყველას თან შეიძლება თამაში თან იმხელა თვით დაჯერება მიიღეს თავის თავში
Soso
28 ივნისი 2023 00:03
7
ლომინაძე არ გამოტოვებს შემდეგ მატჩს.პირველი ყვითელი ბარათი იყო მისთვის 3 თამაშში,შესაბამისად იქნება მეოთხედფინალში.
გიორგი
27 ივნისი 2023 23:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული