U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენჯერმე გაჩერდა - მოედანზე ძაღლის შერბენის და ფეხბურთელთა მცირე ტრავმების გამო. 43-ე წუთზე კი დავითაშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის მერე ჩვენი გუნდი დააწინაურა. სამწუხაროდ, მეექვსე
დამატებულ წუთზე ტეილორმა გაგვიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ნიდერლანდელების შეტევებით დაიწყო, ტეილორს ახლო მანძილიდან დარტყმული მცველებმა დაუბლოკეს. ჩვენი გუნდი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, რომლებსაც გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს. მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა, დაწოლა გააძლიერა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვიზავის მეკარე ჩვენს საჯარიმოში ჩამოვიდა, ბურთს გოჩოლეიშვილი დაეუფლა, მაგრამ შორიდან ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრები 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ მეოთხედფინალში იმ გუნდს შეხვდება, რომელიც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავა.

თბილისი. „დინამო არენა“. 43 043 მაყურებელი
საქართველო - ნიდერლანდები 1:1
გოლები: 1:0 დავითაშვილი (43), 1:1 ტეილორი (45+6)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე (გაგნიძე 46), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (ო. მამაგეიშვილი 90+2), წიტაიშვილი (ხვადაგიანი 58), აზაროვი, გაგუა (გულიაშვილი 79)

მკითხველის კომენტარები / 106 /
ჰოლანდიის მწვრთნელს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს ტულპანების სათბურში დარაჯად
Levani
27 ივნისი 2023 22:43
4
ვულოცავ ჩვენს ბიჭებს და გილოცავთ ყველას,თავგანწირვით თამაში შეგვძლებია. მადლობა ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს. მაინტერესებს ყვითლები გადაყვებათ მეოთხედფინალში? მადლობა
Mr.kostaia
27 ივნისი 2023 23:33
2
ფინალამდე თუ მივედით დასწრების რეკორდების ხუთეული ჩვენია)
გიუშა
28 ივნისი 2023 00:25
0
მივიდეთ ფინალამდე და დავჯერდეთ 4საუკეყესო შედეგს, ფინალი ბათუმშია და იქ ვერ დაესწრება 40000, თუმცა სურვილი დიდი იქნება
La masia
28 ივნისი 2023 09:01
0
სერიოზული შედეგია. ყოჩაღ, ძმაო!!
Odala
27 ივნისი 2023 23:46
0
არ შეიძლება კვარა და მიქაუტაძე რომ შეუერთდნენ ეხლა მაინც .ისტორიული მომენტი და უდიდებულესი წამი დაგვიდგა ბიჭებო რა გაჩერებთ სახში მიბაძეთ ზურიკოს .
dato
27 ივნისი 2023 23:26
12
ყველას გვინდოდა რო ეთამაშათ, რა მიზეზიც იყო ეხლა აღარ აქვს მნიშნოლობა ახლა და დღეს მგონია რომ ამ ბიჭებს აქვთ უფლება თავი გამოიჩინონ თუნდაც შემდეგ ეტაპზე რომ გავარდნენ, კვარაც და მიქაუტაძეხ ტოპ ლიგებში არიან და ამ ბიჭებსაც შეუძლიათ ხვალ კარგ გუნდებში ამოყონ თავი, წარმატებები და ისევ წარმატებები ჩვენს ბიჭებს
ეჰჰ
28 ივნისი 2023 00:16
1
რანაირად უნდა შეუერთდნენ, როცა შოტლანდიასთან თამაშის მერე არ უვარჯიშიათ.
დავით 67
28 ივნისი 2023 02:38
2
ხვალ ჩეხეთი იმედია ფრეს გააგორებს ებრაელებთან და გავა ჩვენზე.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
27 ივნისი 2023 22:13
12
როგორც ვატყობ აქ ბევრს სიხარულის გამოხატვა არ შეუძლია ნორმალურად. იქ ასე რომ ამბობდითო, იქ კვირას წაკბინეს. ზანგებიო, თეთრებიო. მოკლედ რა....
ასე როგორ უნდა დაეცე ადამიანი
დავით 67
28 ივნისი 2023 02:47
12
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო მაგ მებრძოლ სულში!!! გილოცავთ!!! წარმატებები მეოთხედფინალში!!! უფალი გფარავდეთ❤️
გულშემატკივარი
27 ივნისი 2023 23:52
0
ვულოცავ მთელ ქვეყანას.
ამ თამაშშიც კი გამოჩნდა რომ ბევრი სამუშაოა. და ეს არი გლობალური მოქმედების აუცილებლობა.
აჩვენა ამ 3 მა თამაშმა რომ ქართული ფეხბურთი უკან მიჩანჩალებს ევროპას.
ჩვენი გუნდი ვერაფერა უპირისპირებდა მოწინააღმდეგის ტემპს. პრესინგს და საფეხბურთო ინტელექტს.
გავედიდ მხოლოდ ნიჭიერი მოთამაშეების ინდივიდუალიზმით.
ასე რომ ვისაც ეხება ეს ამ პრობლემას უნდა მიხედოს :)
Las
27 ივნისი 2023 23:12
36
ლომინაძე არ გამოტოვებს შემდეგ მატჩს.პირველი ყვითელი ბარათი იყო მისთვის 3 თამაშში,შესაბამისად იქნება მეოთხედფინალში.
გიორგი
27 ივნისი 2023 23:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული