U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენჯერმე გაჩერდა - მოედანზე ძაღლის შერბენის და ფეხბურთელთა მცირე ტრავმების გამო. 43-ე წუთზე კი დავითაშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის მერე ჩვენი გუნდი დააწინაურა. სამწუხაროდ, მეექვსე
დამატებულ წუთზე ტეილორმა გაგვიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ნიდერლანდელების შეტევებით დაიწყო, ტეილორს ახლო მანძილიდან დარტყმული მცველებმა დაუბლოკეს. ჩვენი გუნდი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, რომლებსაც გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს. მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა, დაწოლა გააძლიერა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვიზავის მეკარე ჩვენს საჯარიმოში ჩამოვიდა, ბურთს გოჩოლეიშვილი დაეუფლა, მაგრამ შორიდან ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრები 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ მეოთხედფინალში იმ გუნდს შეხვდება, რომელიც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავა.

თბილისი. „დინამო არენა“. 43 043 მაყურებელი
საქართველო - ნიდერლანდები 1:1
გოლები: 1:0 დავითაშვილი (43), 1:1 ტეილორი (45+6)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე (გაგნიძე 46), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (ო. მამაგეიშვილი 90+2), წიტაიშვილი (ხვადაგიანი 58), აზაროვი, გაგუა (გულიაშვილი 79)

მკითხველის კომენტარები / 106 /
გილოცავთ ბიჭებო!!! ვულოცავ სრულიად საქართველოს!!! ჩემი აზრით 1981-ის მერე საუკეთესო შედეგი ქართული ფეღბურთის ისტორიაშო...
ბაჩო
27 ივნისი 2023 22:09
4
ფეღბურთი რა ჯანდაბაა, შვილო, წერა-კითხვა არ გასწავლეს?
Odala
28 ივნისი 2023 00:14
7
ბიჭოო, დღეს მაინც როგორ ახერხებთ ბოღმა, დამრიგებლური ან პოლიტიკური კომენტარების კეთებას? ბიჭებმა სასწაული მოახდინეს. გაიხარეთ უბრალოდ რაა.
გიორგიპირველი
27 ივნისი 2023 23:15
1
ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან ერთად მადლობა ყველას, ვისაც იოტისოდენა წვლილი მაინც მიუძღვის ამ შედეგის მიღწევაში, მადლობა ბრძოლისა და თავდადებისათვის, თქვენ გაიხარეთ ქართველებო.
შალვა73
27 ივნისი 2023 22:19
1
სად არის ის ბელგიის მწვრთნელის ასისტენტი (ოლივე დეშახტი) საქართველოს ბოლო ადგილზე გავუშვებთო რომ იძახდა- შეგრჩა თუ არა ზანგისა? შენი დეგენერატი Dს. რო შ*****
C
27 ივნისი 2023 22:25
5
გილოცავთ საქართველოოოოოო!!!!!! ამ თამაშში დმარადონას სული დავითაშვილში ჩასახლდა!იმედია სამუდამოდ!
ლუკა
27 ივნისი 2023 22:13
0
არა ეგ ქინქლაძე იყო ჯოისტიკი ეჭირა მემგონი
fifa
27 ივნისი 2023 22:17
2
გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ემიგრანტებს ვინც ჩემსავით ხარობდა ტელევიზორთან. მადლობა ბიჭებო თავდადებისთვის და ქართველი ხალხის გახარებისთვის. საქართველოს გაუმარჯოს
Fratelini
27 ივნისი 2023 23:00
1
ამაყი ვარ, ჯგუფში სადაც, პორტუგალია ბელგია ნიდერლანდები გვყავდა პირველ ადგილზე გავედით, მადლობა ყველას ასეთი თავდადებისთვის, აწი პირადად მე პრეტენზიები პასსსს, საქართველოს გაუმარჯოს!!!!!!!!!!!
პაპა
27 ივნისი 2023 22:23
0
მიაკვდნენ ბიჭები რა მართლაც ამას ქვია გმირობა და ქვეყნის და ხალხის სიყვარული ესააა ზუსტადაც თავგანწირვა ბოლომდის ბრძოლა როდესაც ფეხები არ გიჯერებს უკვე !!!! აი ზუსტად ეგეთ მომენტში იყო საჭირო ერთი-ორი მაღალი კლასის ( სახელს და გვარებს არ დავასახელებ მაგრამ მაგრად მკიდია რა რეალი იქნება ბარსა თუ რომელიმე სხვა უცხოური კლუბი …როდესაც ქვეყანას იცოდი რომ სჭირდებოდი და მანდამაინც მაშინ დაიღალეეე ….საინტეროსოა ქორწილში ცეკვას თუ შეძლებს თუ იქაც დაღლილი იქნებაა)…ბიჭებოოოო მადლობააააა მჯერა რომ ოლიმპიადის საგზურს დაითრევთ და თუ იღბალიც ფინალშიც გნახავთ … ღმერთი თქვენსკენ !!!!!!
მდაა
27 ივნისი 2023 22:17
33
შენი ბოღმა შენთვისშეინახე ჩვენ გვკიდია.
გიორგი
27 ივნისი 2023 23:00
8
რა იყო ამ კომენტარში ბოღმა.მსჯეკობს აამართლიანად
რა იყო აქ ბოღმა
27 ივნისი 2023 23:27
6
ყველა გამოხმაურება
აი რას ნიშნავს შრომა და კარგი დამრიგებელი. არ გაჩერდეთ, წინ დიდი ფეხბურთი გელოდებათ. გენაცვალეთ გულებში.
გიორგი
27 ივნისი 2023 22:16
1
ყოველთვის დიდი რისკია, თერთმეტი კაცით კარებში რომ დგახარ. მადლობა ღმერთს რომ გაგვიმართლა და არ წავაგეთ
ზურაბ
27 ივნისი 2023 22:23
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული