საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუზავდა (1:1) და ჯგუფიდან მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:
"გილოცავთ, მართლაც ისტორიული შედეგია. ურთულესი ჯგუფიდან მეოთხედფინალში ვართ, თანაც პირველი ადგილით. მადლობა ყველას - სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა და ძალიან მაგარ გულშემატკივრებს. მათი როლი დიდი იყო.
ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. ნიდერლანდები ამ ჯგუფში საუკეთესო მეტოქე იყო. პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. გუნდმა თავისი ძლიერი ხასიათი აჩვენა. ქართველ გულშემატკივარს ვეტყვი, რომ ამ თაობის იმედი აუცილებლად უნ
და ჰქონდეს.
ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. ნიდერლანდები ამ ჯგუფში საუკეთესო მეტოქე იყო. პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. გუნდმა თავისი ძლიერი ხასიათი აჩვენა. ქართველ გულშემატკივარს ვეტყვი, რომ ამ თაობის იმედი აუცილებლად უნ
ნიდერლანდები ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენი ფიზიკური და მორალური დაღლილობაც ჩანდა. ახლა 4 დღე გვაქვს და მაქსიმალურად ვეცდებით, ძალები აღვიდგინოთ. უკვე გადაწყდა, რომ "დინამო არენაზე" ვითამაშებთ.
პორტუგალიელებს ყველაზე უკეთ ვიცნობდით. ყველა მატჩი რთული იყო. დღეს პირველ ტაიმში მეტოქეს გატანა და ანგარიშის წაყვანა შეეძლო. ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა არ იყო ისეთი, როგორიც ამ თამაშს სჭირდებოდა. ასეთი ინტენსივობის თამაშს შეჩვეულნი არ ვართ.
ის სამუშაო, რაც ნაკრებში გაკეთდა, წლების განმავლობაში ძალიან დიდი იყო. მთავარი ისაა, რომ ყველაფერი, მათ შორის, სელექცია, სამართლიანობას ეფუძნება. ძალიან ბევრი არასასურველი დაკარგვა გვქონდა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. ამაზე ბევრს ვმუშაობთ. ჩვენ ძალიან დიდ გუნდებსა და ფეხბურთელებს ვეთამაშეთ, წლებია ამ დონეზე არიან. საუბარია მათ შორის პრესინგის ინტენსივობაზეც.
მატჩის მსვლელობისას გადაწყობას ხშირად ვახერხებთ, რაც მეტოქიდანაა გამომდინარე. მე-20 წუთიდან მათ რაღაცები შეცვალეს და ჩვენც გადაწყობა მოგვიწია. არ გვეტყობა ის, როცა სისტემიდან სისტემაზე გადავდივართ და ეს ძალიან კარგია. რაც შეხება ფორვარდის საკითხს, ზოგადად ალტერნატივებთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს".
დაიჩრდილებოდა სხვა ყველა.
ზურიკოს დასამტკიცებელი აქვს და ტოპ5-ისთვის თავის გამოჩენა ჭირდებოდა, მაგიტომაც ჩამოვიდა.
კვარაც და მიქაც უფრო გარისკავდნენ ვიდრე რაიმე სარგებელს მოუტანდნენ თავიანთ ნაკრებს.
და არც მაგათი აქ ყოფნა იქნებოდა ჯგუფიდან გასვლა - მე თუ მკითხავ უფრო გაგვიჭირდებოდა, მითუმეტეს მაგათზე ავაწყობდით თამაშს და მაგათი ამოკეტვით შეიძლება ჩამოშლილიყო გუნდი