ზურიკო დავითაშვილი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა - ახლა მეოთხედფინალზე უნდა ვიფიქროთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუზავდა (1:1) და ჯგუფიდან მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა, რომელმაც ჩინებული გოლი გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს:

"მადლობა გულშემატკივრობისთვის. ჩვენ გვჯეროდა, რომ პირველი ადგილის დაკავება შეგვეძლო. მადლობა გულშემატკივრებს, რომელთაც ეს საოცარი გარემო შექმნეს. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა. ახლა ეს თამაში უნდა დავივიწყოთ და მეოთხედფინალზე ვიფიქროთ. ვეცდებით, კვლავ გაგახაროთ.

ვხედავთ, ჩვენ წინააღმდეგ რა ფეხბურთელები თამაშობენ. როგორც ეროვნულ ნაკრებში აღვნიშნავ გოლს, ის ემოციები იყო ახლაც. ამ ნაკრებთან და ბიჭებთან ერთად
დიდი ხანია მოვდივართ და დღეს მოედანზე ყველაფერი დავდეთ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
რაც მახსოვს სულ წყნარად და შეუმჩნევლად აკეთებდა თავის საქმეს. დადგა დრო და ადგილი იყოს ნომერი პირველი. დაიმსახურა! უბრალოდ ბოლომდე ვუგულშემატკივროთ და ვისიამოვნოთ ყველამ ერთად
ზურიკოს
28 ივნისი 2023 12:32
0
ძალიან მაგრად ითამაშა ზურიკომ,სუპერ გოლიც გაიტანა,წინა თამაშებშიც ძალიან კარგი იყო და ვერ გამოგია ბათუმის დინამოში,უდრტვინველად რომ გაატანა ბორდოს,მისი კონტრაქტი.დალოცვილო,ხედავ,რომ მაგრად თამაშობს,რა გაჩქარებს მის გაყიდვას,მეორე ლიგის გუნდისათვის!სულ ცოტა ორიოდე მილიონი მაინც,საკუთარი ჯიბიდან ამოიღეს და ბორდოს აჩუქეს,თანაც ზურიკოს,უფრო ძლიერ კლუბში გადასვლის შესაძლებლობა დაუკარგეს.ალბათ ახლა ბორდო გადაყიდის და ბათუმზე ორჯერ მეტ ფულს ჩაიდებს ჯიბეში.თვითონ ზურიკოსთანაც მაქვს საყვედური.ბიჭო,უკვე ამხელა გამოცდილება გაქვს და უკვე შეცვლილი,დამატებითი დროის ბოლო წამზე,გაფრთხილებას რომ იკიდებ,მაგას პროფესიონალიზმი ჰქვია?გასაგებია,უზარმაზარი ემოციები გქონდა,მაგრამ რა იცი,მომდევნო თამაშში რა ხდება და ხომ შესაძლებელია კიდევ ერთი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში,უმთავრესი თამაშის გამოტოვება გაიძულოს.თვითომ ამ გაფრთხილების საფრთხეც კი,მეოთხედფინალში შენს თამაშში,შენს იძულებით სიფრთხილეს გაიძულებს.მეოთხედ ფინალში,თი თამაშის მიწურულს,ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში დაგვჭირდა და საამისოდ,მეტოქის შეტევების გაფრთხილების ფასად შეჩერება დაგვჭირდა,თითქმის უკვე აღარავინ გვრჩება ისეთი,ვინც ჯარიმას,გაფრთხილებას, შემდგომი მატჩის გამოტოვების შიშის გარეშე მიიღებს და ტემპს დააგდებს.
სოსო
28 ივნისი 2023 11:54
1
ზურიკო, მამარდა და მთლიანად გუნდი ვაჟკაცები არიან, ვუსურვებ ისტორიულ, თაობების ნანატრ გამარჯვებას.

ზურიკოს არავის ნომრის გამართლება არ სჭირდება, რადგანაც თავად არის ვარსკვლავი.
07
28 ივნისი 2023 10:54
0
გილოცავთ ყველას ამ საოცარ შედეგს!
მეორე მხრივ, არ ნომწონს, როცა მეტოქე თითქმის ყველაფერში გვჩაგრავს.
რომ არა რამდენიმე ჩვენი ვარსკვლავის ინდივიდუალობა, უთუოდ მაეცხი გველოდა.
მეოთხედფინალში ხვიჩას აქვს ნეტა თამაშის უფლება?
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
28 ივნისი 2023 10:53
2
სვანიძე რო აზე არაა როგორც ტრენერი გამონ~ჩნდა ბოლო 2 თამაში და მაგრად რო გაგვივარდა ეგეც ფაქტია , იქნებ მეოთხეფიუნალში ერთი ნორმალური თამაშიც მოიგონ და გავიდნენ თორე მწრთვნელის გარეშე რო თამაშობს გუნდი ეს ფაქტია!!!
maxo
28 ივნისი 2023 10:08
4
სვანაძე რომ აზრზე არ იყოს მწვრთნელობის, ჩვენი კარი ამოტენილი ექნებოდა სამივე ჩვენს მოწინაარმდეგეს. კაცმა მოახერხა ის, რომ დაცვაში გუნდის თამაში დაალაგა (რასაც სანიოლი ვერ ახერხებს უკვე ამდენი ხანია), კომპაქტურ და თანამედროვე დაცვას თამაშობენ, განსხვავებით პირველი ნაკრებისაგან. ასევე ის იდეალურად იყენებს ყველა კოზირს რომელიც გვაქვს ნაკრებებთან, ვისი ფეხბურთელლებიც ტოპ 5 ლიგის გუნდებში რეგულარულად თამაშობენ .
სვანაძე კარგი მწვრთნელია!
არტ
28 ივნისი 2023 15:51
0
ზურიკო ტეხნიკა არ გაკლია ყველაფერი, მაგრამ ფიზიკა გაქვს მოსამატებელი ისე არაფერი არ გამოვა.

გია
28 ივნისი 2023 09:47
1
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში,არ გვქონია დიდი წარმატება ფეხბურთი და თან ბევრი,ხოლო როცა გვქოდა ყველას შემოქმედი ქართველი სპეციალისტი იყო. პირველად ქართული კლუბი ევროთასებზე გაიყვანა გია გეგუჩაძემ,უ17 წლის ახალგაზრდული მაისურაძემ გაიყვანა თუ არ ვცდები(ქარტველი რო იყო სუსტად მახსოვს,თუმცა პიროვნებას ვერ ვიხსენებ ეხლა) და ახლა,როცა 21 წამდელები ამ წამრატებას აღწვენ,ისევ ქართველი სპეციალისტი გვყავს. ხოდა რა მაინტერესებს,რამე ჰობი გვაქვს ქართველებს,უცხოელ მწვრთნელებს გადავუხადოთ დიდი ხელფასი და ვაგულოთ საქართველოში? თუ რამე კორუფციული გარიგებებია? ფაქტები და შედეგი მიუთითებს ერთზე,ქართველ მწვრთნელს უფრო გამოსდის მუშაობა აქ და რატომ ჩამოგვყავს უცხოელი? ეროვნულ ნაკრებში ყველაზე წარმატებული ქართველი მწვრთნელების დუეტი იყო,ხოდა რას ვმაიმუნობთ? ამას იმიტო შევეხე რო ამ ტურნირამდე სვანაძეს გადაუარეს და ახლა,რას იტყვით? ამ კაცმა სერიოზული სამუშაო ჩაატარა,მაგრა მოამზადა ბიჭები და კარგი ფსიქოლოგიც ჩანს,ხოდა რატომ გქონდათ განცდა რო ვერაფერს იზავდა? რახან კვარამ არ ითამაშა? სწორედ ეგ არის მიზეზი,გადაჭარბებული ყურადღება ერთის მიმართ და მეორის დაჩაგვრა. კვარამ ამ გადაწყვეტილებით თავისი ჩრდილი მოაშორა ნაკრებს და სწორადაც მოიქცა. ჯერ წიტაიშვილი ეკერა ქვეყანას,მერე გულიაშვილი და ახლა დავითაშვილი,როცა კვარასი იქნებოდა ეს ყველაფერი,რადგან სულ ვერაფერი გააკეთოს,სულ მის სახელს სკანდირებენ,რაც ცუდი არ არის ზოგადად,თუმცა სხვა არ უნდა დაჩაგრო. გილოცავთ ამ მიღწევას,ვისაც თავიდანვე გჯეროდათ იმათ ორმაგად გილოცავთ და იმედი მაქვს,ფინალსაც ვითამაშებთ,თუმცა რაღაცეები სწორად უნდა დაგიჯდეს. არცერთი გუნდი არ არის ამ ევროპაზე ისეთი,რომელთანაც თამაში შეუძლებელია,თუ ესპანეთს არ თავთვლით,თუმცა გუშინ გამოაჩინა უკრაინამ რო მაგათანაც შეიძლება თამაში.შორს არ გვინდა,1/4 ფინალი გვაქვს სათამაშო,მერე ვიფიქროთ სხვაზე. ნებისმიერ შემთხვევაში,კარგად შესრულებული სამუშაოა და კარგი შედეგი. მადლობა სვანაძე და მთელ სამწვრთნელო შტაბს.ხო ნახა ყველამ რო საფეხბურთო ქვეყანა ვართ,რუმინეთში მათსავე თამაშზე ორი კინკილა კაცი მიდის,ხოლო აქ სტადიონი ივსება და რას ნიშნავს ეს? უეფამ ყურები უნდა გამოიფხიკოს და თვალი გაახილოს,მეტი შესაძლებობა უნდა ქონდეს ჩვენაირ ქვეყნებს. იმ ქვეყანაში,სადაც მესხი,გუცაევი და ყიფიანი ბურთაობდნენ(კიდევ უამრავი მაგარი ფეხბურთელი),რანაირად შეიძლება რო ფეხბურთი არ უყვარდეთ? მაგალითად,იტალიას ყიფიანის მსგავსი ესთეტიკის და კლასის ფეხბურთელი არ ყოფლია,არც იტალიას,თუმცა 4 მსოფლიო მოიგეს. არც ახლა ყავს გერმანიას კვარას კლასის ფეხბურთელი და არც იტალიას,მისი საუკეთესოდ გახდომაც ამაზე მეტყველბს. რისი თქმა მინდა,თუ სწორი გათვლები გვექნება და ქართველ სპეციალისტებს დავაფასებთ,ჩვენ გვექნება წამრატება,შეიძლება ჩემპიონობა ვერ გავქჩოთ,თუმცა ევროპაზე გასვლა საოცნებო არ უნდა გვქონდეს.
ასეა ეს
28 ივნისი 2023 06:24
0
გილოცავთ! ძალიან გქომაგობდით, იმედია და მჯერა კიდევაც, რო შემდეგი თამაშებითაც გავიხარებთ!
წარმატებები ! ნონა.
27 ივნისი 2023 23:51
1
შენი ძმაკაცის ნომერი გაამართლე!
ლაშა
27 ივნისი 2023 23:26
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული