U21. ჩვენი მეტოქე ისრაელი - გავიხსენოთ გორში წაგებული მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები 1-ელ ივლისს ისრაელს დაუპირისპირდება. ისრაელი საკმაოდ რთული C ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა და ადვილი დასამარცხებელი მეტოქე სულაც არაა. ისრაელი ჯგუფში გერმანიას დაუზავდა (1:1), ინგლისთან წააგო (0:2), ჩეხეთს კი სძლია (1:0). გაი ლუზონის გუნდი საკმაოდ დაბალანსებულია. მისი წამყვანი ფეხბურთელი "ზალცბურგის" 19 წლის ნახევარმცველი ოსკარ გლუხია.

გასული წლის 16 ნოემბერს ისრაელმა ჩვენს გუნდს გორში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში 2:1 სძლია. პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და გაგუას მოპოვებული პენალტი გულიაშვილმა ვერ გაიტანა. შესვენების შემდეგ სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ,
სტანდარტულები კარგად გამოიყენეს და 2:0 დაწინაურდნენ. ერთადერთი საპასუხო გოლი ნ. ხორხელმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში სიგუას გაძევების გამო საქართველოს ნაკრები კაცნაკლული იყო. ისრაელს კიდევ რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კუტალაძე.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საქართველო - ისრაელი 1:2
გოლები: 0:1 ლემკინი (49), 0:2 ბარი (56), 1:2 ნ. ხორხელი (84)
გამოუყენებელი პენალტი: გულიაშვილი (27)
გაძევება: სიგუა (82)

საქართველო: კუტალაძე, კაპანაძე (მაისურაძე 73), გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი, აზაროვი, ო. მამაგეიშვილი (ნ. ხორხელი 60), ოსიყმაშვილი (სიგუა 60), გულიაშვილი (ლომთაძე 73), გაგუა (ნ. ხორხელი 87), ნ. გაგნიძე (ჯინჯოლავა 87)

მკითხველის კომენტარები / 9 /
არა მარტო მოვუგებთ , არამედ უფრო მეტსაც ვიზავთ , უფრო წინ და წინ წავალთ ...

ამ TKT.GE ს რა ვუთხარი , კინაღამ უბილეთოდ დამტოვეს .
მე 13 სექტორში ვიყიდე და სადღც მეორე იარუსში მეორე სექტორის ადგილები მომცეს

ბესო
29 ივნისი 2023 20:42
1
როგორც ხდება ხოლმე ძლიერებტან კარგად ვთამაშობთ და სედარებით სუსტებთან არა იმედია ეს გამეორდება ისრაელს გადავხსნით თქვენ გენაცვავალეთ ბუჭებო ჯიგრიანად რო ბურთაობთ
ზზზზ
29 ივნისი 2023 13:38
1
ათეული წლებია სულ კარგად ვთამაშობთ და არ გვიმართლებს და ვაგებთ. ირონიის გარეშე, მართლა ასე იყო. მაინც, სადღაც გულის სიღრმეში ვთვლიდი,რომ ძლიერს უმართლებს თქო! ახლა ნორმალურად ვთამაშობთ და გვიმართლებს! დიდება უფალს! იყოს ასე! გაგვიმართლოს და მოვიგოთ! წარმატებები ახალგაზრდულ ნაკრებს, ყოჩაღ ბიჭებო! თავს არ ზოგავთ, ხალხი ხედავს ამას და გიფასებთ. გვიყვარხართ!
alexandre
29 ივნისი 2023 12:28
0
სერიოზული მოწინააღმდეგეა, ჭკვიანი, გამოცდილი, დაუნდობელი, შეთამაშებული, მე ასე მგონია მიზნის მისაღწევად ბევრ რამეს იკადრებს.
ჰაჰა
29 ივნისი 2023 12:27
3
ერთდაიგივე გუნდთან ორჯერ არამცდარამც არ უნდა წავაგოთ, თაან ახლა სულ სხვა გუნდი ვართ და თამასაც სულ სხვაა.
მალხაზ ჯობავა
29 ივნისი 2023 11:28
0
კარგია თუ ყველა ბილეთი გაყიდულია, მაგრამ გადამყიდველებს რა ვუყოთ?!
ასე იყო ბელგიასთან მატჩში, მაგრამ ცარიელი ტრიბუნები ისევ იყო...
გადამყიდველები ყიდულობენ ბილეთებს და გაყიდვით ყველას ვერ ყიდიან და ამისათვის შესაბამისი ზომების გატარებაა აუცილებელი!
ლაშა
29 ივნისი 2023 10:24
0
მაშინ ბურჯანაძე თითქმის ცარიელი იყო, პირველში პაიჭაძე სავსე იქნება და უძლიერესი შემადგენლობა გვეყოლება და თუ შეცდომებს გავითვალისწინებთ მოგება არ უნდა გაგვიჭირდეს.
ლაშა
29 ივნისი 2023 10:07
0
ისრაელს კარგი ფიზ. მომზადება აქვს + კარგად დამუშავებული სტანდარტულების შესრულება (რაც ყველაზე საყურადღებოა და ჩვენიდან მუდმივ კონცენტრაციას საჭიროებს!!) + კარგად კომბინირებენ (მოკლე პასები). მოკლედ საკმაოდ კერკეტი კაკალი გუნდია და 100 % ჯიგრით თამაში მოგვიწევს და საბოლოოდ გავტეხთ... იმედია სამწვრთნელო შტაბი დეტალურად შეისწავლის და კონკრეტული გეგმით დასქემებით ვითამაშებთ...
R.M.
29 ივნისი 2023 10:06
0
არაუშავს კიდე გაგვიმართლებს და მოვიგებთ დ
Gva
29 ივნისი 2023 07:24
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული