რამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

AutoSharing Option
ახალგაზრდული ევროპირველობის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:

"ახლა საუბარი მიმძიმს. ვთვლი, რომ მეტს ვიმსახურებდით. ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ, მენტალურად განსხვავებული თაობაა. მათი პროფესიონალიზმის მჯერა და მადლობაც გადავუხადე. გადაღლილობამაც იჩინა თავი. 10 დღეში 5 მატჩი ჩავატარეთ. შეტევაში მეტი სითამამე გვმართებდა და ეს პრობლემა იყო.

წიტაიშვილის შეცვლა? ტურნირის დაწყებამდე ითქვა, რომ სათანადო ფიზიკურ ფორმაში არ იყო. მან ტურნირი კარგად ჩაატარა და იმედია, კარგ კლუბში მოხვდება. ის მაღალი დონის მოთამაშეა.

პენალტების სერიისთვის ხუთეული წინასწარ
მყავდა შერჩეული, მაგრამ ერთია ვარჯიშზე გაკეთებული და მეორე, რაც მოედანზე მოხდება.

ჩვენ ამ დღეებში წარმოუდგენელი ერთიანობა ვიგრძენით და მინდა, ამისათვის გულშემატკივარს და მთელ ქვეყანას მადლობა გადავუხადო".

მკითხველის კომენტარები / 42 /
დგეს ნაკრები იყო ნული.ეს იმის ბრალია რომ 2 საათის მანძილზე კარში ბურთი არ დაგვირტყავს რაც სამწრთვნელო შტაბის უსუსურებაზე მიუთითებს.მე არ ვიცი რა უთხრა ამ ბიჭებს ასეთი რომ კარში ბურთი ვერ დავარტყით.ყველა თამაში უფრო ძლიერათ ჩავატარეთ უფრო ძლიერ და გაცილებით გამოცდილ და ძლიერ მეტოქეებთან.რაც შეეხება გადაღლილობას ისრაელის ნაკრები უფრო გადაგლილი იყო ვიდრე ჩვენი და ეტყობოდათ კიდეც.გუნდი თამაშობდა საერთოდ უმოტივაციო ფეხბურთს.აი ეს არის მწარე მაგრამ სრულუად სიმართლე.ხვადაგიანს რაც შეეხება კარგი ბიჭია მაგრამ 11 მეტრიანი ბევრ სხვა ფეხბურთელს შეეძლო დაერტყა.
Daviti
02 ივლისი 2023 01:04
8
Cvlilebebi vis sheunaxe???warmatebebi bichebo!!!rac dzala hqondat ibrdzolen!!!
L.J .
02 ივლისი 2023 00:57
1
როდემდე უნდა იძახოთ ხვალინდელი დღე?
Rtt
02 ივლისი 2023 00:57
4
ყველაფერი კარგი იყო მადლობაა დიდიი !!! აგრესია დაგვაკლდა ყველა მიმართულებით ... 119 წუთზე მამარდას ნაცვლად კუტალაძე რო შემოგეშვა მოვიგებდით ... უბრალოდ არ გადაახტი ეტყობა მამარდას ავტორიტეტეს ...

კვარაზე ბევრი დაიწერა .. ჩემი სუბიექტური აზრით კვარასაც და ჟორჟასაც 100 % ით უნდა მიეღო მონაწილეობა , ეთქვათ რომ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ითამაშებდნენ ან რამე ეგეთი ... ყოველშემთხვევაში ასეთ მნიშვნელოვან დროს მე არ მივდივარ სამოგზაუროთ და სატადიონზე ვრჩები რა უაზრობა გააკეთეს... და კიდე რა უაზრო კომენტარები გააკეთეს რა დაიღალეთ ხალხო ხმა არა გვაქვს ნახევარ საქართველოს თქვენ რა გღლით ??!!!
bejo
02 ივლისი 2023 00:54
2
გეთანხმები მეგობარო ანდაც ყალიჩავა რო შეეშვა თუნდაც.ძლიერია პენალტების დროს.ერივნულ ლიგაში უმრავლესობა აღებული აქვს
ჯიჯი
02 ივლისი 2023 09:42
0
გეთანხმები, ბოლომდე ველოდი რომ კუტალაძეს შემოიყვანდა პენლებისვის, კუტალაძე უფრო მაგარია მაგ მხრივ. Მამარდასთან არავის გვაქვს საპრეტენზიო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი “მკვდარი“ ბურთი აიღო, მაგრამ პენლები არაა მამარდას ძლიერი მხარე.
ლევან88
02 ივლისი 2023 02:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული