რამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

AutoSharing Option
ახალგაზრდული ევროპირველობის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:

"ახლა საუბარი მიმძიმს. ვთვლი, რომ მეტს ვიმსახურებდით. ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ, მენტალურად განსხვავებული თაობაა. მათი პროფესიონალიზმის მჯერა და მადლობაც გადავუხადე. გადაღლილობამაც იჩინა თავი. 10 დღეში 5 მატჩი ჩავატარეთ. შეტევაში მეტი სითამამე გვმართებდა და ეს პრობლემა იყო.

წიტაიშვილის შეცვლა? ტურნირის დაწყებამდე ითქვა, რომ სათანადო ფიზიკურ ფორმაში არ იყო. მან ტურნირი კარგად ჩაატარა და იმედია, კარგ კლუბში მოხვდება. ის მაღალი დონის მოთამაშეა.

პენალტების სერიისთვის ხუთეული წინასწარ
მყავდა შერჩეული, მაგრამ ერთია ვარჯიშზე გაკეთებული და მეორე, რაც მოედანზე მოხდება.

ჩვენ ამ დღეებში წარმოუდგენელი ერთიანობა ვიგრძენით და მინდა, ამისათვის გულშემატკივარს და მთელ ქვეყანას მადლობა გადავუხადო".

მკითხველის კომენტარები / 42 /
ნეტა არ პრაფესორობდე რაა!
კარში არ დაგირტყიატ, ძუნძულის მეტს არაფერს აკეთებდით და რის მენტალიტეტზე ლაპარაკობ, ან რომელ მომავლის თაობაა? მოგება თუ გინდა კარში მაინც დაარტყი, იქნებ ხელიდან გაუვარდეს მეკარეს და შემთხვევითი გოლი გავიდეს, მაგრამ არა,
სვანიძე! განა რა დაარიგე ისეთი ბურთი საზამთრო რომ ეგონათ ააა? ჰმ, მეტს ვიმსახურებდითო? რომ არ გაგინებ იმას არ ნიშნავს რომ გინება არ ვიცი დაახლოებით იგივეს ამბობ შენც.მარა უკუღმა...
კ ო მ ბ ლ ე
02 ივლისი 2023 01:48
30
ბიჭები თავს ზემოთ ახტნენ და ამისთვის უღრმესი მადლობა. სამწვრთნელო შტაბიდან მეტ სითამამეს ვინატრწბდი. გაგუა აშკარად სუსტი იყო და შესაცვლელი იყო. ზურიკოც დაიღალა ბოლოს და შეცვლები ვაისივით არ ვამოვიყენეთ
ისრაელმა კი ლამის მეორე ნაკრები გამოიყვანა. კარში ვერ დავარტყით 1ე0 წუთის მანძილზე და ჯუუტად მივუყვებოდით მძიმე ფორვარდის სტილს. თან იმის ფონზე რომ ისრაელის დაცვა სისწრაფეებზე ეგრევე შეცდომებს უშვებდა. გულიაშვილი დავკარგეთ გაგნიძის ჩანაცვლებით. რავიცი კიდე რამდენი რამ. ხვადაგიანის შემოცვლის მერე დაცვა გამოსწორდა აშკარად. მამარდამ პენალტებზე უნდა იმუშაოს და იქნება ნ1 მსოფლიოში
Lm
02 ივლისი 2023 01:42
1
ფეხბურთი ემოციების მხრივ სასტიკი სპორტია დღეს ბედმა სამწუხაროდ ჩვენ გვარგუნა ეს სიმწარე. კი დღევანდელ შეხვედრაში ჩვენ გვქონდა მინუსები ბოლოს და ბოლოს კარის ჩარჩოში ერთხელაც ვერ დავარტყით მაგრამ ეს ალბათ ჩვენი მაქსიმუმიც იყო, თავი მაღლა ასწიეთ ბიჭებო თქვენ სრულიად ქართველი ხალხის წინასწარ ჩაფიქრებულ ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი გადააჭარბეთ და ვინმეს ერთი სიტყვაც არ აქვს წამოსაძახებელი თქვენზე ამიტომ ყველა თვითოეულ თქვენთაგანს დიდი მადლობა. წინ უფრო დიდი წარმატებები გველის თქვენთან ერთად უკვე ეროვნულ ნაკრებში, თქვენ ის იმედის მომცემი ბიჭები ხართ რომლებიც მომავალი მინიმუმ 10 წელი საქართველოს ნაკრების ქომაგს მშვიდად ძილის საშუალებას აძლევთ.
Amerigo Vespuchi
02 ივლისი 2023 01:07
3
დავიღალეთ ამ ხვალინდელი დღით!!!
გიორგი
02 ივლისი 2023 01:42
5
ყველაფერი კარგი იყო მადლობაა დიდიი !!! აგრესია დაგვაკლდა ყველა მიმართულებით ... 119 წუთზე მამარდას ნაცვლად კუტალაძე რო შემოგეშვა მოვიგებდით ... უბრალოდ არ გადაახტი ეტყობა მამარდას ავტორიტეტეს ...

კვარაზე ბევრი დაიწერა .. ჩემი სუბიექტური აზრით კვარასაც და ჟორჟასაც 100 % ით უნდა მიეღო მონაწილეობა , ეთქვათ რომ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ითამაშებდნენ ან რამე ეგეთი ... ყოველშემთხვევაში ასეთ მნიშვნელოვან დროს მე არ მივდივარ სამოგზაუროთ და სატადიონზე ვრჩები რა უაზრობა გააკეთეს... და კიდე რა უაზრო კომენტარები გააკეთეს რა დაიღალეთ ხალხო ხმა არა გვაქვს ნახევარ საქართველოს თქვენ რა გღლით ??!!!
bejo
02 ივლისი 2023 00:54
2
გეთანხმები, ბოლომდე ველოდი რომ კუტალაძეს შემოიყვანდა პენლებისვის, კუტალაძე უფრო მაგარია მაგ მხრივ. Მამარდასთან არავის გვაქვს საპრეტენზიო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი “მკვდარი“ ბურთი აიღო, მაგრამ პენლები არაა მამარდას ძლიერი მხარე.
ლევან88
02 ივლისი 2023 02:13
0
გეთანხმები მეგობარო ანდაც ყალიჩავა რო შეეშვა თუნდაც.ძლიერია პენალტების დროს.ერივნულ ლიგაში უმრავლესობა აღებული აქვს
ჯიჯი
02 ივლისი 2023 09:42
0
დგეს ნაკრები იყო ნული.ეს იმის ბრალია რომ 2 საათის მანძილზე კარში ბურთი არ დაგვირტყავს რაც სამწრთვნელო შტაბის უსუსურებაზე მიუთითებს.მე არ ვიცი რა უთხრა ამ ბიჭებს ასეთი რომ კარში ბურთი ვერ დავარტყით.ყველა თამაში უფრო ძლიერათ ჩავატარეთ უფრო ძლიერ და გაცილებით გამოცდილ და ძლიერ მეტოქეებთან.რაც შეეხება გადაღლილობას ისრაელის ნაკრები უფრო გადაგლილი იყო ვიდრე ჩვენი და ეტყობოდათ კიდეც.გუნდი თამაშობდა საერთოდ უმოტივაციო ფეხბურთს.აი ეს არის მწარე მაგრამ სრულუად სიმართლე.ხვადაგიანს რაც შეეხება კარგი ბიჭია მაგრამ 11 მეტრიანი ბევრ სხვა ფეხბურთელს შეეძლო დაერტყა.
Daviti
02 ივლისი 2023 01:04
8
როდემდე უნდა იძახოთ ხვალინდელი დღე?
Rtt
02 ივლისი 2023 00:57
4
რა უნდა თქვა? არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.... იღბალი სულ შენ მხარეზე არ იქნება.... მწარეა რომ ისარელთან ...საერთო ჯამში მაგრამ რეალური შედეგი....კარგია რომ იმედი რჩება უკეთესობის...მაგრამ მერამდენედ?!...
გუსანი
02 ივლისი 2023 01:32
4
Cvlilebebi vis sheunaxe???warmatebebi bichebo!!!rac dzala hqondat ibrdzolen!!!
L.J .
02 ივლისი 2023 00:57
1
არ ვიცი აქ თუ კიუხლობს სვანაძე, მაგრამ მინდა მაინც რამოდენიმე კითხვა დავსვა: წინა სამ თამაშში კარში დავარტყით 11-ჯერ, აქედან პორტუგალიასთან 2-ჯერ და გაგვიმართლა 2 გოლი შევაგდეთ, ბელგისთან 7, ყველაზე კარგი მაჩვენებლი და ნიდერლანდებთან 2-ჯერ და ერთი გოლი შევაგდეთ. ხედავ გვიჭირს კარში დარტყმა, გაგუა ვერ ამწვავებს, სხვებიც არ იღებენ ამას თავის თავზე და რა შეცვალე ისრაელთან ? არაფერი და კარში დარტყმა ამ თამაშში გვქონდა 0 ნული. როგორ უნდა მოგვეგო? პირველი ტაიმიდან მოყოლებული რამოდენიმე სათარიგო ფეხბურთელი ხურდებოდა, და რატომ არ გამოიყენე ყველა ცვლილება ? მხოლოდ სამი შეცვლა გაკეთდა, როცა ისრაელმა ყველა ცვლილება გააკეთა, გადაახალისა გუნდი, შენ კი სკამზე დატოვე წინა მატჩებში გამორჩეული ნახევარმცველი ლომინაძე და არ შეცვალე გაგუა, როცა ყოველთვის ცვლიდი და ახლა 120 წუთი დატვირთე, პენალტიც დაარტყმევინე ამ ძალაგომცლილ ბიჭს. მოკლედ მაინც მადლობა ბიჭებს, იბრძოლეს რაც შეეძლოთ და მწვრთნელსაც რადგან 1/4 ფინალიც კი ძალიან მაგარი შედეგია, მაგრამ მე ვფიქრობ მეტად გამოცდილი მწვრთნელის ხელში, გუშინ უკეთესი შედეგის დადება შეიძლებოდა.
QT
02 ივლისი 2023 13:32
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული